https://sputnik-georgia.com/20241130/vrcebi-tqvens-prezidentad-saqartvelos-salome-zurabisvilma-mimartva-gaavrcela-291177058.html
ვრჩები თქვენ პრეზიდენტად - სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა
ვრჩები თქვენ პრეზიდენტად - სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა
Sputnik საქართველო
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ის ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს. 30.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-30T21:29+0400
2024-11-30T21:29+0400
2024-11-30T21:29+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
სალომე ზურაბიშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178576_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_7b886ace3f8b1fbc17679e8e0ea47749.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ის ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს.საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.ზურაბიშვილის თქმით, ხვალ მის რეზიდენციაში საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან, რათა ერთად მართონ პროცესის პოლიტიკური ნაწილი.არსებული რეგლამენტით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია - 29 დეკემბერს. პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება.„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/1e/288178576_101:0:1922:1366_1920x0_80_0_0_1c9b28e695f86252dca974a6d4c126d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი
ვრჩები თქვენ პრეზიდენტად - სალომე ზურაბიშვილმა მიმართვა გაავრცელა
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ ახალარჩეული პარლამენტი არალეგიტიმურია და ის ახალ პრეზიდენტს ვერ აირჩევს.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
ზურაბიშვილის თქმით, ხვალ მის რეზიდენციაში საზოგადოების წარმომადგენლები და პოლიტიკური პარტიები შეიკრიბებიან, რათა ერთად მართონ პროცესის პოლიტიკური ნაწილი.
„მე ვრჩები როგორც თქვენი პრეზიდენტი. არ არსებობს ლეგიტიმური პარლამენტი, მაშასადამე, არალეგიტიმური პარლამენტი ვერ აირჩევს ახალ პრეზიდენტს; მაშასადამე ინაუგურაცია ვერ იქნება და ჩემი მანდატი გრძელდება მანამ, სანამ არ იქნება ლეგიტიმურად არჩეული პარლამენტი, რომელიც ლეგიტიმურად აირჩევს მას, ვინც მე უნდა შემცვალოს. მაგრამ მე თქვენთან ვარ და ვიქნები!“ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
არსებული რეგლამენტით, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს უნდა ჩატარდეს, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია - 29 დეკემბერს. პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება.
„ქართულმა ოცნებამ“ პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილი წარადგინა.