https://sputnik-georgia.com/20241130/tbilissi-saprotesto-aqciebze-ucxoelebi-daakaves-mat-soris-rusetis-moqalaqeebic-arian-291176674.html
თბილისში საპროტესტო აქციებზე უცხოელები დააკავეს - მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან
თბილისში საპროტესტო აქციებზე უცხოელები დააკავეს - მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან
Sputnik საქართველო
ორ დღეში ადმინისტრაციული წესით პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. 30.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-30T19:45+0400
2024-11-30T19:45+0400
2024-11-30T19:46+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_0:159:3076:1889_1920x0_80_0_0_a2d646b7aea51ece61c2b3672f1e11f2.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში მიმდინარე აქციებზე ადმინისტრაციული წესით 10 უცხოელი დააკავეს, მათგან რვა რუსეთის მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებზე გადადიან. ორ დღეში ადმინისტრაციული წესით პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.ტელეარხი „იმედი“ აქვეყნებს დაკავებულთა სრულ სიას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის რვა, აშშ-ის ერთი და ბელარუსის ერთი მოქალაქეა.მათ ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, მათ შორის გაძევება.ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა.პროტესტის ქრონიკასამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24469/89/244698968_173:0:2904:2048_1920x0_80_0_0_e43f08b7de040b99ce544e535f5a77b7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისში საპროტესტო აქციებზე უცხოელები დააკავეს - მათ შორის რუსეთის მოქალაქეებიც არიან
19:45 30.11.2024 (განახლებულია: 19:46 30.11.2024) ორ დღეში ადმინისტრაციული წესით პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. პოლიციის თანამშრომლებმა თბილისში მიმდინარე აქციებზე ადმინისტრაციული წესით 10 უცხოელი დააკავეს, მათგან რვა რუსეთის მოქალაქეა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებზე გადადიან. ორ დღეში ადმინისტრაციული წესით პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისა და წვრილმანი ხულიგნობისთვის 150-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.
ტელეარხი „იმედი“ აქვეყნებს დაკავებულთა სრულ სიას, მათ შორის რუსეთის ფედერაციის რვა, აშშ-ის ერთი და ბელარუსის ერთი მოქალაქეა.
მათ ჯარიმა ან ადმინისტრაციული პატიმრობა ემუქრებათ. უცხო ქვეყნის მოქალაქეების შემთხვევაში საქართველოს ხელისუფლებას შეუძლია მიიღოს სხვა გადაწყვეტილება, მათ შორის გაძევება.
ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას, 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოიღოს ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა.
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.