https://sputnik-georgia.com/20241130/susi-momitingeebis-qmedebebsi-xelisuflebis-damxobis-nisnebi-ikveteba-291179026.html
სუსი: მომიტინგეების ქმედებებში ხელისუფლების დამხობის ნიშნები იკვეთება
სუსი: მომიტინგეების ქმედებებში ხელისუფლების დამხობის ნიშნები იკვეთება
Sputnik საქართველო
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქციის მონაწილეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა 30.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-30T23:35+0400
2024-11-30T23:35+0400
2024-12-01T00:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_0:79:1498:922_1920x0_80_0_0_2d914442f43ebdfc2b12ab970f4eb5f8.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენები ადასტურებს ეჭვებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების შესახებ, რომელსაც უწყება 2023 წლიდან იძიებს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.2023 წლის ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე.უწყების განცხადებით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის დანაშაულებრივი სცენარის და მისი განხორციელების თაობაზე არაერთხელ გაუზიარეს საზოგადოებას საქმეზე დართული მტკიცებულებების ნაწილი, რომელთა მოპოვება განხორციელდა საქმეზე ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის, მოწმეთა დაკითხვით.„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.უწყებამ მოუწოდა საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და „ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე“.ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობა მზადებოდა, როცა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმებოდა.პროტესტის ქრონიკა28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე ამოიღოს დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ამის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.აქციის მონაწილეების თქმით, საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს, რაც მათთვის მიუღებელია. ოპოზიციის პროტესტს მხარი დაუჭირეს სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ორგანიზაციების თანამშრომლების ნაწილმა და ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა. აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.კობახიძემ განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23370/57/233705793_82:0:1415:1000_1920x0_80_0_0_c1ef6e675a16df03c1b80e6efaa2c9b1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური - სუსი
სუსი: მომიტინგეების ქმედებებში ხელისუფლების დამხობის ნიშნები იკვეთება
23:35 30.11.2024 (განახლებულია: 00:18 01.12.2024) სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა აქციის მონაწილეებს სიფრთხილისკენ მოუწოდა
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში ბოლო ორი დღის განმავლობაში საპროტესტო აქციებზე განვითარებული მოვლენები ადასტურებს ეჭვებს ძალაუფლების ხელში ჩაგდების მიზნით შეთქმულების შესახებ, რომელსაც უწყება 2023 წლიდან იძიებს, ნათქვამია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.
2023 წლის ივლისიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აწარმოებს გამოძიებას ტერორისტული აქტის მომზადებისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობის მიზნით შეთქმულების, მათ შორის, მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ საპატიო თავმჯდომარისა და დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების ფაქტზე.
„ქვეყანაში ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ დაგეგმილი დესტრუქციული პროცესები წარიმართება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის საქმის გამოძიებით მოპოვებული ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისად“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, ხელისუფლების ძალადობრივი გზით დამხობის დანაშაულებრივი სცენარის და მისი განხორციელების თაობაზე არაერთხელ გაუზიარეს საზოგადოებას საქმეზე დართული მტკიცებულებების ნაწილი, რომელთა მოპოვება განხორციელდა საქმეზე ჩატარებული რიგი საგამოძიებო მოქმედებებით, მათ შორის, მოწმეთა დაკითხვით.
„საზოგადოებას შევახსენებთ, რომ პირთა გარკვეული ჯგუფები ცდილობენ საქართველოს პარლამენტთან მიმდინარე აქციების დროს მოაწყონ პროვოკაციები, რაც მიზნად ისახავს დესტრუქციული და ძალადობრივი სცენარების განვითარებას, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების ლიდერების და არასამთავრობო ორგანიზაციათა ხელმძღვანელების მიერ, რომელთა მთავარ მიზანს წარმოადგენს ხელისუფლების ძალადობრივი გზით ხელში ჩაგდება“, - ნათქვამია სუსის განცხადებაში.
უწყებამ მოუწოდა საპროტესტო აქციებში მონაწილე პირებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და „ნებსით თუ უნებლიეთ არ გახდნენ დაგეგმილი პროვოკაციის მონაწილე“.
ჯერ კიდევ 2023 წლის სექტემბერში საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ ქვეყანაში 2023 წლის ოქტომბერ-დეკემბერში სახელმწიფო გადატრიალების მიზნით არეულობა მზადებოდა, როცა ქვეყანა ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ელოდა. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, არეულობა უცხო ქვეყნების კოორდინაციით და ფინანსური მხარდაჭერით იგეგმებოდა.
28 ნოემბერს საქართველოს ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2028 წლამდე ამოიღოს დღის წესრიგიდან ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა, ამის შემდეგ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
აქციის მონაწილეების თქმით, საქართველომ გადაუხვია ევროპულ კურსს, რაც მათთვის მიუღებელია. ოპოზიციის პროტესტს მხარი დაუჭირეს სახელმწიფო სტრუქტურების, კერძო ორგანიზაციების თანამშრომლების ნაწილმა და ცნობილმა საზოგადო მოღვაწეებმა.
აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ, რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია. დაშავებულები არიან ჟურნალისტებიც.
კობახიძემ განმარტა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.