https://sputnik-georgia.com/20241130/saqartvelos-ekonomika-zrdas-ganagrzobs-oqtombris-monacemebi-291171285.html
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: ოქტომბრის მონაცემები
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: ოქტომბრის მონაცემები
Sputnik საქართველო
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო... 30.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-30T10:55+0400
2024-11-30T10:55+0400
2024-11-30T10:55+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქსტატი
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865109_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_43d46e7c9913e7686fb555dd383077be.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.იანვარ-ოქტომბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10% შეადგინა.„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე ვაჭრობა.საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.რა გაიზარდა და რამდენით2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ექსპორტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით, იმპორტი კი 4,8%-ით გაიზარდა.არსებული მონაცემების მიხედვით, ზრდა ძირითადად ინდმეწარმეთა რეგისტრაციის გაზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ზრდა შეინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციის კუთხით.გასულ თვეში ქვეყანაში 6,8 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 6,8%-ით მეტია გასული წლის ოქტომბერთან შედარებით.თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა- ნაგებობების მშენებლობის მოცულობასთან, ასევე სპეციალიზებული ნაგებობების მშენებლობის მოცულობის ზრდასთან. 2024 წლის ოქტომბერში სამშენებლო მასალების იმპორტი გაიზარდა დაახლოებით 43%-ით, მათ შორის ცემენტისა და კლინკერის იმპორტი 17%-ით გაიზარდა.საწარმოო ინდუსტრიაში ზრდა დაკავშირებულია მეტალურგიულ წარმოებასთან, ძირითადად ფეროშენადნობების, თუჯის და ფოლადის წარმოების მოცულობის ზრდასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის 25-ჯერ გაიზარდა. ამ მხრივ მთავარი მიმართულებებია თურქეთი და აშშ.ფინანსური და სადაზღვევო სექტორის ზრდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდამ განაპირობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში - კომპიუტერული პროგრამირების სერვისების მოცულობის გაფართოებამ.ტრანსპორტისა და სასაწყობე სექტორის ზრდა განპირობებული იყო მილსადენების, საჰაერო ტრანსპორტის მუშაობით, ასევე ტვირთების სატრანსპორტო დამუშავების მაჩვენებლების ზრდით.ვაჭრობის სფეროში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ლითონებითა და ლითონის მადნებით საბითუმო ვაჭრობასთან და საკვებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმის საცალო ვაჭრობასთან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/02/0c/250865109_341:0:3072:2048_1920x0_80_0_0_ec7722e0dfa1da684771918fdddc5dbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქსტატი, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკა ზრდას განაგრძობს: ოქტომბრის მონაცემები
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი, გადამამუშავებელი მრეწველობა, კომუნიკაცია, ასევე ვაჭრობა.
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. 2024 წლის ოქტომბერში საქართველოს ეკონომიკის რეალურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 11% შეადგინა, იუწყება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
იანვარ-ოქტომბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა 10% შეადგინა.
„საქსტატის“ მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბერში ეკონომიკის ზრდაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები, ტრანსპორტი და დასაწყობება, გადამამუშავებელი მრეწველობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე ვაჭრობა.
საქართველოს ეკონომიკური ზრდა 2021 წელს 10,6% იყო, 2022 წელს - 11%, 2023 წელს - 7,5%.
2024 წლის იანვარ-ოქტომბრის მონაცემებით, ექსპორტი 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 7,4%-ით, იმპორტი კი 4,8%-ით გაიზარდა.
არსებული მონაცემების მიხედვით, ზრდა ძირითადად ინდმეწარმეთა რეგისტრაციის გაზრდით არის განპირობებული. აღსანიშნავია, რომ ზრდა შეინიშნება როგორც ადგილობრივი, ისე უცხოელი ინდმეწარმეების რეგისტრაციის კუთხით.
გასულ თვეში ქვეყანაში 6,8 ათასი ახალი საწარმო დარეგისტრირდა, რაც 6,8%-ით მეტია გასული წლის ოქტომბერთან შედარებით.
„დღგ-ს გადამხდელი საწარმოების ბრუნვა 14,7%-ით გაიზარდა და 14,4 მლრდ ლარი შეადგინა“, - განაცხადა „საქსტატის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გოგიტა თოდრაძემ ბრიფინგზე.
თოდრაძის თქმით, სამშენებლო სექტორში ზრდა დაკავშირებულია საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი შენობა- ნაგებობების მშენებლობის მოცულობასთან, ასევე სპეციალიზებული ნაგებობების მშენებლობის მოცულობის ზრდასთან. 2024 წლის ოქტომბერში სამშენებლო მასალების იმპორტი გაიზარდა დაახლოებით 43%-ით, მათ შორის ცემენტისა და კლინკერის იმპორტი 17%-ით გაიზარდა.
საწარმოო ინდუსტრიაში ზრდა დაკავშირებულია მეტალურგიულ წარმოებასთან, ძირითადად ფეროშენადნობების, თუჯის და ფოლადის წარმოების მოცულობის ზრდასთან. აღსანიშნავია ისიც, რომ ფეროსილიკომანგანუმის ექსპორტის მაჩვენებელი თითქმის 25-ჯერ გაიზარდა. ამ მხრივ მთავარი მიმართულებებია თურქეთი და აშშ.
ფინანსური და სადაზღვევო სექტორის ზრდა კომერციული ბანკების საპროცენტო შემოსავლების ზრდამ განაპირობა, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სფეროში - კომპიუტერული პროგრამირების სერვისების მოცულობის გაფართოებამ.
ტრანსპორტისა და სასაწყობე სექტორის ზრდა განპირობებული იყო მილსადენების, საჰაერო ტრანსპორტის მუშაობით, ასევე ტვირთების სატრანსპორტო დამუშავების მაჩვენებლების ზრდით.
ვაჭრობის სფეროში ზრდა ძირითადად დაკავშირებული იყო ლითონებითა და ლითონის მადნებით საბითუმო ვაჭრობასთან და საკვებით, სასმელებითა და თამბაქოს ნაწარმის საცალო ვაჭრობასთან.