მიმოხილვა: რუსეთის ჯარების წინსვლა ხარკოვის ოლქში

© photo: Sputnik / Pavel Lisitsyn / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 30.11.2024
გამოწერა

ხარკოვის ოლქში, იზიუმისა დაკუპიანსკის რაიონებში რუსეთის ჯარების შეტევის განვითარება შესაძლებელს ხდის სლავიანსკის (და უკრაინის შეიარაღებული ძალების გამაგრებული რაიონის) "ჩრდილოეთიდან მოხვევას", რაც აჩქარებს დონბასის სრულ განთავისუფლებას.
სპეცოპერაციის ზონაში, ნოემბრის განმავლობაში გათავისუფლდა დაახლოებით, 600 კვადრატული კილომეტრი, ხოლო მხოლოდ გასული კვირის განმავლობაში – 235 კვადრატული კილომეტრი, რაც 2024 წლის რეკორდს წარმოადგენს.
რუსეთის არმია მეთოდურად ამსხვრევს მტრის თავდაცვას ხარკოვის ოლქში. ჯარების დაჯგუფება "სევერმა" ერთი დღე-ღამის განმავლობაში მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა უკრაინის შეიარაღებული ძალების 92-ე სადესანტო ბრიგადასა და სასაზღვრო სამსახურის მე-5 სადემარკაციო რაზმს ლიპცების, კაზაჩია ლოპანისა და სლატინოს დასახლებულ პუნქტებში (ხარკოვიდან 15 კმ-ის დაშორებით ჩრდილოეთით). კუპიანსკში შაქრისა და სილიკატის ქარხნები უკრაინის სამხედრო ძალებისთვის ნამდვილ "კრემატორიუმად" იქცა.
ჯარების დაჯგუფება "ზაპადმა" ახალი პოზიციები დაიკავა და მტრის ძალებს მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კუჩეროვკას, დვურეჩნოს, ზაგრიზოვოს მახლობლად. ჯარები დაწინაურდნენ მეზობელი ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის სტელმახოვკას რაიონშიც. ოსკოლის მდინარე გადალახეს კუპიანსკის ჩრდილოეთით და ახალი პლაცდარმი დაიკავეს.
ადრე რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ უკრაინელი ნაციონალისტებისგან გათავისუფლდა ხარკოვის ოლქის სოფელი კოპანკი, რომელიც სლავიანსკიდან 38 კმ-ის მოშორებით, ჩრდილო-დასავლეთით მდებარეობს. გარდა ამისა, რუსეთის ჯარებმა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს უკრაინის ერთ სადესანტო-საიერიშე და სამ მექანიზებულ ბრიგადას სენკოვოს, ლოზოვაიას, ზაგორიუკოვკასა და ნოვოპლატონოვკას მახლობლად.
ხარკოვში დაკიევის რეჟიმის კონტროლქვეშ მყოფ სხვა რეგიონებში უკრაინის შეიარაღებული ძალების ობიექტების, სატრანსპორტო და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის განადგურება მეთოდურად გრძელდება. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 28 ნოემბერს, განაცხადა უკრაინის ობიექტებზე განხორციელებულ კომპლექსურ დარტყმის შესახებ, რომელიც 90 რაკეტითა და 100 დრონით განხორციელდა.
რუსეთის ავიაციამ "დემილიტარიზაცია" განახორციელა უკრაინის ორ გამანადგურებელ Су-27-ს "კანატოვოს" აეროდრომზე (კიროვოგრადში). ლვოვის ოლქში, ქალაქ დროგობიჩში, დაზიანდა კრიტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტები. სხვადასხვა რეგიონში დაზიანდა 330 და 750 კვტ სიმძლავრის ექვსი ძირითადი ტრანსფორმატორი, სამხედრო ქარხნები "ხარტრონი" (ხარკოვში), "ტელეკარტ-პრიბორი" (ოდესაში) და შოსტკის ქიმიური რეაქტივების ქარხანა.
რუსეთმა დაადასტურა ახალი ბალისტიკური რაკეტების, "ორეშნიკის", სერიული წარმოება და მათი მაღალი ეფექტიანობა. ეს რაკეტები ჰიპერბგერით სიჩქარით მოძრაობენ და განსაკუთრებული სიზუსტით ანადგურებენ სამიზნეებს. რაკეტის ფრაგმენტები ეპიცენტრში ტემპერატურას 4000°С-მდე ზრდიან და ყველაფერს ანადგურებენ, როგორც ზედაპირზე, ასევე დიდ სიღრმეებშიც.
რუსეთის გენერალური შტაბი განიხილავს "ორეშნიკის" ახალ სამიზნეებს. ამ იარაღს შეუძლია, შეტევის ეპიცენტრში ობიექტები "ელემენტარულ ნაწილაკებად" აქციოს. ვლადიმირ პუტინის განაცხადებით, მოსკოვს უკვე აქვს ამ იარაღის სერიული ვერსიები, რომლებიც მზადაა გამოყენებისთვის.
უკრაინის ფრონტზე აქტიურად გამოიყენება "კინჯალის" და "ცირკონის" ჰიპერბგერითი რაკეტები, "კალიბრის" ტიპის ფრთოსანი რაკეტები და Х-101. რუსეთი ამ ტიპის იარაღს ათჯერ მეტი რაოდენობით აწარმოებს, ვიდრე ნატოს წევრი ქვეყნები ერთად. 2025 წლისთვის იარაღის წარმოების 25–30%-ით გაზრდა იგეგმება.
დასავლეთის ქვეყნები შეშფორებას ვერ მალავენ. ამერიკული დაზვერვა უკრაინულ მხარეს და ევროპელ მოკავშირეებს ამშვიდებს, რომ რუსეთის მხრიდან ბირთვული დარტყმის ალბათობა დაბალია. ამ ფონზე, აშშ-სა და ევროპაში განიხილება უკრაინაში მობილიზაციის ასაკის შემცირება და სამხედრო მოქმედებების გაგრძელება.
ამავდროულად, "ორეშნიკს" აქვს ტერმობირთვული მუხტის გადატანის უნარი 5500 კმ მანძილზე. მისი გამოყენება შესაძლებელს ხდის აგრესორის დასჯას ნებისმიერ წერტილში. აშშ-სა და ნატოსთვის ეს იარაღი აშკარა სიგნალია, რომ ნებისმიერი აგრესიული ქმედება საპასუხო დარტყმას გამოიწვევს.
აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ნოემბერში პენტაგონს უკრაინაში ATACMS ბალისტიკური რაკეტების გამოყენების ნებართვა მისცა, რომლებიც 300 კმ-მდე მანძილს ფარავს. მსგავსი ნებართვები გაცემულია ბრიტანეთსა და საფრანგეთში Storm Shadow-ისადაSCALP-ისფრთოსანი რაკეტებისთვის.
როცა უკრაინაში "მართვის ცენტრები", სამხედრო-სამრეწველო ობიექტები განადგურდება და ბოლო ნათურა ჩაქრება, დასავლეთი სრულად შეიგრძნობს სამხედრო მარცხის და გეოპოლიტიკური დამცირების ტკივილს.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
ყველა ახალი ამბავი
0