https://sputnik-georgia.com/20241130/mimdinare-aqciebs-polirikus-protesttan-saerto-araferi-aqvs-premieri-291174709.html
მიმდინარე აქციებს პოლიტიკურ პროტესტთან საერთო არაფერი აქვს - პრემიერი
მიმდინარე აქციებს პოლიტიკურ პროტესტთან საერთო არაფერი აქვს - პრემიერი
Sputnik საქართველო
მიტინგი თავდაპირველად იგეგმებოდა როგორც ძალადობა, ორგანიზატორებმა ტრიბუნაც კი არ დადგეს, განაცხადა პრემიერმა 30.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-30T17:10+0400
2024-11-30T17:10+0400
2024-11-30T17:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412440_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_2d75b7296f1e59580b668076990d91df.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში მიმდინარე აქციებს არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ პროტესტთან, ეს არის უცხოეთიდან წახალისებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის სცენარის განხორციელება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ, მმართველი პარტიის გამარჯვებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შედეგების აღიარების შემთხვევაში, აშშ-მა უნდა განიხილოს კონგრესის ორპარტიული დელეგაციის შექმნა, რათა მხარი დაუჭირონ ქართველ დამკვირვებლებსა და მომიტინგეებს და, შესაძლოა, როგორც შემაკავებელი ფაქტორი ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და დევნის წინააღმდეგ.ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ უდავოდ დაუჭერენ მხარს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. „ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს საერთაშორისო დახმარება და თანამშრომლობა მთავრობასთან, დაწესდეს სანქციები და ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის გაუქმება.მისი თქმით, მომიტინგეების მხრიდან ძალადობის გამოყენება ამ პროცესის გაგრძელებაა.„საინტერესოა, რომ მიტინგზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მიტინგის ორგანიზატორებს ადგილზე ტრიბუნაც კი არ მიუტანიათ. აქედანაც ჩანდა, რომ მიტინგი იმთავითვე იგეგმებოდა, როგორც ძალადობა და ის, მოძალადეთა საბოლოოდ შეკრებისთანავე, იქცა კიდეც ძალადობად პოლიციის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.ამასთან უცხოელი სუბიექტებიდან არცერთს არ მოუწოდებია მშვიდობიანი პროტესტისკენ, აღნიშნა პრემიერმა.მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რადიკალები და მათი უცხოელი მფარველები ცდილობენ მოიგონონ საბაბი, რათა შეეცადონ ქვეყნის გახლეჩვას და საქართველოს უკრაინიზაციას.მისი თქმით, 2013 წლის მაიდანის სცენარი, როცა მომიტინგეებმა კიევში ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით მიაღწიეს, საქართველოში ვერ განხორციელდება, რადგან ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.პროტესტის ქრონიკასამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412440_112:0:1889:1333_1920x0_80_0_0_422c39ab0a3f6405a5ba4aa5cab9db1a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საპროტესტო აქციები თბილისში , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე
მიმდინარე აქციებს პოლიტიკურ პროტესტთან საერთო არაფერი აქვს - პრემიერი
17:10 30.11.2024 (განახლებულია: 17:11 30.11.2024) მიტინგი თავდაპირველად იგეგმებოდა როგორც ძალადობა, ორგანიზატორებმა ტრიბუნაც კი არ დადგეს, განაცხადა პრემიერმა
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. თბილისში მიმდინარე აქციებს არაფერი აქვთ საერთო პოლიტიკურ პროტესტთან, ეს არის უცხოეთიდან წახალისებული ხელისუფლების ძალადობრივი შეცვლის სცენარის განხორციელება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
„მოვლენები ვითარდება ისე, როგორც ეს „მაკკეინის ინსტიტუტის“ ცნობილ ანგარიშში იყო დაანონსებული“, - განუცხადა ჟურნალისტებს კობახიძემ.
ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ არჩევნების შემდეგ, მმართველი პარტიის გამარჯვებისა და საერთაშორისო დამკვირვებლების მიერ შედეგების აღიარების შემთხვევაში, აშშ-მა უნდა განიხილოს კონგრესის ორპარტიული დელეგაციის შექმნა, რათა მხარი დაუჭირონ ქართველ დამკვირვებლებსა და მომიტინგეებს და, შესაძლოა, როგორც შემაკავებელი ფაქტორი ძალადობისა და პოლიტიკურად მოტივირებული დაპატიმრებებისა და დევნის წინააღმდეგ.
ოპოზიციის გამარჯვების შესაძლებლობის შემთხვევაში, ევროკავშირი და აშშ უდავოდ დაუჭერენ მხარს ძალაუფლების მშვიდობიან გადაცემას. „ოცნების“ მხრიდან ნებისმიერი წინააღმდეგობის შემთხვევაში უნდა შეწყდეს საერთაშორისო დახმარება და თანამშრომლობა მთავრობასთან, დაწესდეს სანქციები და ევროკავშირის კანდიდატობის სტატუსის გაუქმება.
„ამ მხრივ, პირველი ნაბიჯი იყო დემოკრატიული არჩევნების გაყალბებულად გამოცხადება, ისე, რომ ვერცერთი მტკიცებულება ვერავინ წარმოადგინა. პირიქით, ვიხილეთ, რომ ეუთო/ოდირის მისიის მიერ არჩევნების აღიარების შემდეგ, თავად ეს მისიაც კი იქცა თავდასხმის სამიზნედ რადიკალური ოპოზიციისა და მისი პატრონების მხრიდან“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, მომიტინგეების მხრიდან ძალადობის გამოყენება ამ პროცესის გაგრძელებაა.
„საინტერესოა, რომ მიტინგზე პოლიტიკოსებიც იმყოფებოდნენ, თუმცა, მიტინგის ორგანიზატორებს ადგილზე ტრიბუნაც კი არ მიუტანიათ. აქედანაც ჩანდა, რომ მიტინგი იმთავითვე იგეგმებოდა, როგორც ძალადობა და ის, მოძალადეთა საბოლოოდ შეკრებისთანავე, იქცა კიდეც ძალადობად პოლიციის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრემიერმა.
ამასთან უცხოელი სუბიექტებიდან არცერთს არ მოუწოდებია მშვიდობიანი პროტესტისკენ, აღნიშნა პრემიერმა.
„მეტიც, ზოგიერთი უცხოელი სუბიექტი ძალადობრივ მიტინგს მშვიდობიან აქციადაც კი მოიხსენიებს. ამით, ისინი არათუ არ გმობენ და ემიჯნებიან ძალადობას, არამედ, პირიქით, აქეზებენ მას“, - განაცხადა მან.
მანამდე პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ რადიკალები და მათი უცხოელი მფარველები ცდილობენ მოიგონონ საბაბი, რათა შეეცადონ ქვეყნის გახლეჩვას და საქართველოს უკრაინიზაციას.
მისი თქმით, 2013 წლის მაიდანის სცენარი, როცა მომიტინგეებმა კიევში ხელისუფლების შეცვლას ძალადობრივი გზით მიაღწიეს, საქართველოში ვერ განხორციელდება, რადგან ამას ქართული სახელმწიფო არ დაუშვებს.
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.