https://sputnik-georgia.com/20241130/ararsebul-problemas-aprotesteben-evrointegracia-ar-secerebula-premieri-291176143.html
არარსებულ პრობლემას აპროტესტებენ, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა - პრემიერი
არარსებულ პრობლემას აპროტესტებენ, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა - პრემიერი
Sputnik საქართველო
ევროკავშირთან ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გადაიტვირთება, განაცხადა კობახიძემ 30.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-30T19:14+0400
2024-11-30T19:14+0400
2024-11-30T19:14+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_0:104:2000:1229_1920x0_80_0_0_fd3a088aa81883958374a09e12bfd8fe.jpg
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. აქციაზე გამოსული ადამიანები აპროტესტებენ არარსებულ პრობლემას - საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, ის გრძელდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გადაიტვირთება.„ეს მომდევნო რამდენიმე თვე ჩვენთვის იქნება შესაძლოა კიდევ უფრო რთულიც, ვიდრე იყო წინა 3 წელიწადი, ამიტომ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად, თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვისთვის. ჩვენ ველოდებით ამ მომენტს“, - განაცხადა კობახიძემ.როგორც პრემიერი ამტკიცებს, 2028 წლისთვის საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტს შეასრულებს და ევროკავშირში შესასვლელად იქნება მზად.„ვართ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობილი. 2028 წლისთვის ჩვენ გვექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში ობიექტურობის კუთხით სერიოზული პრობლემებია.პროტესტის ქრონიკასამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/08/0c/289412461_111:0:1890:1334_1920x0_80_0_0_8cc8f7c903b9a7fdfc608199b418da4a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა, საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
არარსებულ პრობლემას აპროტესტებენ, ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა - პრემიერი
ევროკავშირთან ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გადაიტვირთება, განაცხადა კობახიძემ
თბილისი, 30 ნოემბერი – Sputnik. აქციაზე გამოსული ადამიანები აპროტესტებენ არარსებულ პრობლემას - საქართველოში ევროინტეგრაციის პროცესი არ შეჩერებულა, ის გრძელდება, - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ქვეყანაში მიმდინარე აქციებს.
საქართველოში საპროტესტო აქციები მესამე დღეა გრძელდება, აქციები მომიტინგეების დარბევით სრულდება მას შემდეგ რაც მომიტინგეები ძალადობრივ ქმედებებს მიმართავენ. ოპოზიცია, მათი აქტივისტები და რიგითი მოქალაქეები აპროტესტებენ საქართველოს ხელისუფლების 28 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების 2028 წლამდე დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ.
„რეალურად, საზოგადოება, აქ შეკრებილი 5.000 ადამიანი აპროტესტებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს. ევროინტეგრაცია არ შეჩერებულა, ეს არის ტყუილი, რასაც ამბობთ თქვენ და რაც გაიმეორა ევროკავშირის ელჩმა. ეს არის ტყუილი და აპროტესტებინებთ ადამიანებს იმას, რაც ბუნებაში არ არსებობს“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ევროკავშირთან ურთიერთობები უკრაინაში კონფლიქტის დასრულების შემდეგ გადაიტვირთება.
„ეს მომდევნო რამდენიმე თვე ჩვენთვის იქნება შესაძლოა კიდევ უფრო რთულიც, ვიდრე იყო წინა 3 წელიწადი, ამიტომ, უნდა ვიყოთ მაქსიმალურად ფხიზლად და ფრთხილად, თუმცა მას შემდეგ, რაც მოხდება საბოლოოდ ცვლილებები, დასრულდება ომი უკრაინაში, რა თქმა უნდა, არსებობს ყველა წინაპირობა ურთიერთობების თვისობრივად გადატვირთვისთვის. ჩვენ ველოდებით ამ მომენტს“, - განაცხადა კობახიძემ.
როგორც პრემიერი ამტკიცებს, 2028 წლისთვის საქართველო ასოცირების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების 90%-ზე მეტს შეასრულებს და ევროკავშირში შესასვლელად იქნება მზად.
„ვართ აბსოლუტურად ოპტიმისტურად განწყობილი. 2028 წლისთვის ჩვენ გვექნება შესრულებული ვალდებულებების 90%-ზე მეტი, რაც გამომდინარეობს ასოცირების შეთანხმებიდან და თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებიდან. შესაბამისად, 2030 წლისთვის საქართველო ყველაზე მეტად იქნება მზად კანდიდატ ქვეყნებს შორის ევროკავშირში გასაწევრიანებლად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირის სტრუქტურებში ობიექტურობის კუთხით სერიოზული პრობლემებია.
„ჩვენთვის მთავარია სამართლიანობა და ობიექტურობა. ევროკავშირის სტრუქტურებში არის სერიოზული პრობლემები ამ კუთხით. მთელი ამ სამი წლის განმავლობაში მთავარი პრობლემა, რასაც ჩვენ ვხედავდით ამ სტრუქტურებში, იყო სწორედ უსამართლობა, სიცრუე და ორპირობა“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
სამთავრობო გადაწყვეტილების გამოცხადებისთანავე დიდ ქალაქებში მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყო.
მომიტინგეები სპეცრაზმელების მისამართით ისროდნენ პიროტექნიკას, ფაერებს, ბოთლებს და სხვა საგნებს, საპასუხოდ იღებდნენ წყლის ჭავლს, წიწაკის სპრეის და ცრემლსადენ აირს.
ორ დღეში აქციებზე დაშავდა 42 პოლიციელი და დაკავებულია 150-ზე მეტი პირი. სამედიცინო დახმარება მომიტინგეებსაც დასჭირდათ, მაგრამ დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა უცნობია.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, პოლიციის ქმედებების შედეგად ორ დღეში მინიმუმ ხუთი ჟურნალისტი დაშავდა.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, ამოიღოს დღის წესრიგიდან 2028 წლამდე გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის საკითხი, კობახიძემ ეს იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს წინააღმდეგ შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებისას ხდებოდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.