საქართველოს ეროვნული ბანკი ლარში სესხების გაცემის ლიმიტს გაზრდის

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეროვნული ბანკი - Sputnik საქართველო, 1920, 29.11.2024
გამოწერა
სესხის ლიმიტი 500 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში დაურეგისტრირებელი იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში 1 იანვრიდან ლარში გასაცემი სესხების ახალი ლიმიტი ამოქმედდება - ჰეჯირების პრინციპი 400 ათასის ნაცვლად 500 ათას ლარზე მაღალ სესხებს შეეხება.
ჰეჯირება (Hedging) - გამოიყენება საფინანსო ბაზრებზე რისკების შესამცირებლად, რომლებიც შესაძლებელია გამოიწვიოს არახელსაყრელმა ფაქტორებმა.
„ფინანსური დოლარიზაციის მაღალი დონით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შესამცირებლად ეროვნული ბანკი კვლავ აქტიურად განაგრძობს მუშაობას. სებ-ის მიერ გატარებული ღონისძიებების ფონზე დოლარიზაცია მნიშვნელოვნად შემცირდა. თუმცა ეს უკანასკნელი და მასთან დაკავშირებული სტრუქტურული რისკები ფინანსური სექტორისთვის ერთ-ერთ მთავარ გამოწვევად რჩება“, - აცხადებს ეროვნული ბანკი.
სესხის ლიმიტი 500 ათასი ლარის ფარგლებში არ იმოქმედებს იმავე ვალუტაში სრულად უზრუნველყოფილ სესხებზე, საქართველოში დაურეგისტრირებელი იურიდიული ან მოქალაქეობის არმქონე პირების სესხებზე და უცხოურ ვალუტაში სესხის დასაფარად საჭირო შემოსავლის მიმღებ პირებზე.
ამასთან ლარში და დოლარში საკრედიტო განაკვეთები უცვლელი რჩება.
2023 წელს ეროვნულმა ბანკმა მიიღო გადაწყვეტილება 300 ათას ლარზე მეტი ლიმიტის მქონე სესხებისთვის ჰეჯირების შემოღების შესახებ, მაისში კი ლიმიტი 400 ათას ლარამდე გაზარდა.
ეროვნული ბანკის გეგმები
დოლარიზაციით გამოწვეული სტრუქტურული რისკების შერბილების მიზნით, ეროვნული ბანკი, საბანკო სექტორთან თანამშრომლობით, აქტიურად მუშაობს დაკრედიტების პოლიტიკის გრძელვადიან გეგმაზე. მარეგულირებელი გეგმავს მაქსიმალურად გაითვალისწინოს შესაძლო გავლენა ეკონომიკური მდგომარეობის საკრედიტო აქტივობაზე და მოსახლეობისთვის ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მნიშვნელობა.
ყველა ახალი ამბავი
0