https://sputnik-georgia.com/20241129/rustavelis-gamzirze-moqalaqeebi-ikribebian-291160623.html
რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები იკრიბებიან
რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები იკრიბებიან
Sputnik საქართველო
თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T21:17+0400
2024-11-29T21:17+0400
2024-11-29T21:17+0400
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291142380_0:317:3078:2048_1920x0_80_0_0_fcea9dd1ef9d3f6221825be87a18e1f9.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები ისევ იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.ისინი მეორე დღეა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე წლით შეჩერებას უკავშირდება.შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”. პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ადგილზეა ასევე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანა. სამართალდამცველები არიან მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც. მომიტინგეები პარლამენტის წინ მთლიან პერიმეტრზე დგანან.ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.საპროტესტო აქციაზე მომიტინგეები ბათუმშიც იკრიბებიან.ხუთშაბათს კობახიძემ გააჟღერა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ. ეს კი, ჰერჩინსკის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში.წუხელ ღამით სპეცრაზმმა, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეების დაშლისკენ არაერთი მოწოდების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამოყენებით ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. აქცია გამთენიისას დასრულდა. პოლიციამ 43 პირი დააკავა.ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქციის 13 მონაწილე, მედიის 4 წარმომადგენელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291142380_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_813f44c2fa06b0e71a28563cf8ac8dd8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო
რუსთაველის გამზირზე მომიტინგეები იკრიბებიან
თავისუფლების მოედანზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. თბილისში, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მომიტინგეები ისევ იკრიბებიან. აქციის მონაწილეებს ამ დროისთვის რუსთაველის გამზირი აქვთ გადაკეტილი.
ისინი მეორე დღეა ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების რამდენიმე წლით შეჩერებას უკავშირდება.
შეკრებილებს ადგილზე მოტანილი აქვთ ბანერი წარწერით: „ისინი აირჩია ოლიგარქმა და არა ხალხმა”. პროტესტის მონაწილეების ნაწილი საკანონმდებლო ორგანოს წინა შესასვლელთან აღმართულ რკინის ჯებირებზე პროტესტის ნიშნად აბრახუნებენ.
თავისუფლების მოედანზე, პარლამენტის უკანა შესასვლელთან სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული. ადგილზეა ასევე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის 2 მანქანა. სამართალდამცველები არიან მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზეც. მომიტინგეები პარლამენტის წინ მთლიან პერიმეტრზე დგანან.
ვრცელდება ინფორმაცია, რომ დღევანდელ აქციას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც შეუერთდება.
საპროტესტო აქციაზე მომიტინგეები ბათუმშიც იკრიბებიან.
ხუთშაბათს კობახიძემ გააჟღერა ხელისუფლების გადაწყვეტილება, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა 2028 წლამდე მოხსნას დღის წესრიგიდან, რადგან ამ საკითხს შანტაჟის ინსტრუმენტად იყენებენ. ეს კი, ჰერჩინსკის თქმით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება აღარ არის დაინტერესებული მიჰყვეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას მომავალი 4 წლის განმავლობაში.
წუხელ ღამით სპეცრაზმმა, საქართველოს პარლამენტთან მომიტინგეების დაშლისკენ არაერთი მოწოდების შემდეგ, რუსთაველის გამზირზე წყლის ჭავლის გამოყენებით ტერიტორიის გაწმენდა დაიწყო. აქცია გამთენიისას დასრულდა. პოლიციამ 43 პირი დააკავა.
ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, 28 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე განვითარებული მოვლენების შედეგად 33 ადამიანი დაშავდა, მათ შორის აქციის 13 მონაწილე, მედიის 4 წარმომადგენელი და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 თანამშრომელია.