https://sputnik-georgia.com/20241129/rustavelis-gamziri-gaatavisuples-291148696.html
რუსთაველის გამზირი დემონსტრანტებს დაატოვებინეს
რუსთაველის გამზირი დემონსტრანტებს დაატოვებინეს
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სპეცდანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T07:11+0400
2024-11-29T07:11+0400
2024-11-29T07:20+0400
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი დღეს
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291140308_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_ca10c7577235f1e26c205bb4dc5da52e.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სპეცდანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს. პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს იმ ტერიტორიის დასუფთავება, საიდანაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გაყვანა და მათ მიერ აღმართული ბარიკადების მოშლა შეძლეს. აქციის მონაწილეებს გამზირზე რამდენიმე ადგილას კოცონი ჰქონდათ დანთებული.რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა - აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცველებს. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლისა და „წიწაკის სპრეის" გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შეკრებილთა დასაშლელად რამდენიმეჯერ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და „წიწაკის სპრეი".ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.ასევე უცნობია თუ რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291140308_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_5cc1084b7e166c40890536150d6e6997.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში , თბილისი დღეს, ახალი ამბები
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სპეცდანიშნულების რაზმებმა რუსთაველის გამზირი საპროტესტო აქციის მონაწილეებისგან გაათავისუფლეს.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
ამ წუთებში რუსთაველის გამზირზე დასუფთავებისა და სახანძრო-სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მუშაობენ. მიმდინარეობს იმ ტერიტორიის დასუფთავება, საიდანაც სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეების გაყვანა და მათ მიერ აღმართული ბარიკადების მოშლა შეძლეს. აქციის მონაწილეებს გამზირზე რამდენიმე ადგილას კოცონი ჰქონდათ დანთებული.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა - აქციის მონაწილეები ფიზიკურად უპირისპირდებოდნენ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ სამართალდამცველებს.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლისა და „წიწაკის სპრეის" გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები.
ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შეკრებილთა დასაშლელად რამდენიმეჯერ გამოიყენა წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და „წიწაკის სპრეი".
ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. ჯერჯერობით უცნობია რამდენი ადამიანი დაშავდა მიმდინარე საპროტესტო აქციაზე.
ასევე უცნობია თუ რამდენი დემონსტრანტი დააკავეს სამართალდამცველებმა.