https://sputnik-georgia.com/20241129/rogoria-aqciaze-dasavebulta-janmrtelobis-mdgomareoba-291153935.html
როგორია აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
როგორია აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
Sputnik საქართველო
რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაწყებული დაპირისპირება აქციის დაშლით დამთავრდა. 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T14:07+0400
2024-11-29T14:07+0400
2024-11-29T14:07+0400
ახალი ამბები
საქართველო
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291147940_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_9a19293cfe77ac8d4e5260d89e068325.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი რვა ადამიანიდან, რომლებიც გუშინ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდნენ , სამმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა, იუწყება პირველი არხი.როგორც კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ხარაიშვილმა განაცხადა, ხუთი პაციენტი კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებს.ექიმის თქმით, ამასთან, კიდევ ერთ პაციენტს, 40 წლის მამაკაცს აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობა, კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა ცდომის გარეშე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მას ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.„დანარჩენ სამ პაციენტს აღენიშნება რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება. რაც შეეხება კიდევ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე არ სჭირდებათ რაიმე დამატებითი ჩარევა. ისინი 24-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.მედიის ცნობით, პაციენტი, რომელსაც სახის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავაა, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.ტელეკომპანიის ცნობით, გუშინ სამართალდამცველების მხრიდან აქციის დაშლის დროს 20-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.შსს-ს ცნობით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დროს 32 სამართალდამცველი დაშავდა.უწყების ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291147940_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_f5abc5886332732d9b78603a59fdaaa6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
ახალი ამბები, საქართველო, საპროტესტო აქციები თბილისში
როგორია აქციაზე დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობა
რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაწყებული დაპირისპირება აქციის დაშლით დამთავრდა.
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაში შეყვანილი რვა ადამიანიდან, რომლებიც გუშინ რუსთაველზე მიმდინარე საპროტესტო აქციის დაშლის დროს დაშავდნენ , სამმა პაციენტმა კლინიკა უკვე დატოვა, იუწყება პირველი არხი.
როგორც კლინიკის ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, ნინო ხარაიშვილმა განაცხადა, ხუთი პაციენტი კლინიკაში სტაციონარულ მკურნალობას აგრძელებს.
„ერთ პაციენტს, გერმანიის მოქალაქეს ჩაუტარდა ქირურგიული ჩარევა. ამ დროისთვის მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ჯერჯერობით მისი გაწერა არ იგეგმება. მას ჰქონდა ქალასარქვლის მოტეხილობა, თხემის ძვლის იმპრესიული მოტეხილობა”, - აღნიშნა ნინო ხარაიშვილმა.
ექიმის თქმით, ამასთან, კიდევ ერთ პაციენტს, 40 წლის მამაკაცს აღენიშნება სახის ძვლების მოტეხილობა, კისრის მეშვიდე მალის რკალის მოტეხილობა ცდომის გარეშე, მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ამ ეტაპზე მას ქირურგიული ჩარევა არ სჭირდება.
„დანარჩენ სამ პაციენტს აღენიშნება რბილი ქსოვილების ტრავმული დაზიანება. რაც შეეხება კიდევ სამ პაციენტს, მათი მდგომარეობა შედარებით დამაკმაყოფილებელია და ამ ეტაპზე არ სჭირდებათ რაიმე დამატებითი ჩარევა. ისინი 24-საათიანი მეთვალყურეობის შემდეგ დატოვებენ კლინიკას“, – განაცხადა ნინო ხარაიშვილმა.
მედიის ცნობით, პაციენტი, რომელსაც სახის ძვლის მოტეხილობა აღენიშნება, ტელეკომპანია ფორმულას ჟურნალისტი გურამ როგავაა, რომელსაც აქციაზე სპეცრაზმელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ის ექიმების მკაცრი მეთვალყურეობის ქვეშ რჩება.
ტელეკომპანიის ცნობით, გუშინ სამართალდამცველების მხრიდან აქციის დაშლის დროს 20-ზე მეტი ჟურნალისტი და ოპერატორი დაშავდა. ისინი რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მოვლენებს აშუქებდნენ.
შსს-ს ცნობით, პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის დროს 32 სამართალდამცველი დაშავდა.
უწყების ინფორმაციით, დაშავებულების ნაწილს აღენიშნება მძიმე ხარისხის დაზიანებები თავის, თვალის და სხეულის სხვადასხვა მიდამოებში. მათგან 13 პირს ქირურგიული ჩარევა დაჭირდა. ამ დრომდე სამედიცინო დაწესებულებაში რჩება 1 სამართალდამცველი.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.