https://sputnik-georgia.com/20241129/rogor-catardeba-prezidentis-arcevnebi-detalebi-ceskosgan-291135041.html
როგორ ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები - დეტალები ცესკოსგან
როგორ ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები - დეტალები ცესკოსგან
Sputnik საქართველო
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი) დასრულდება 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T01:04+0400
2024-11-29T01:04+0400
2024-11-29T01:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ცესკო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:63:1280:783_1920x0_80_0_0_ce728de6f3e740dbdbb7f829079d0a7f.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ასარჩევად 3 დეკემბერს გაირკვევა, ხოლო 8 დეკემბრამდე ამ პოსტზე ყველა კანდიდატის ვინაობა იქნება ცნობილი, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება.საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი).საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 09:00 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14:00 საათზე, ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარადგინა. მისი კანდიდატი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.რაც შეეხება ოპოზიციას, რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. ამ დროისთვის უცნობია დათანხმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შესვლას.საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წელი.საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რაიმე საქმიანობისგან.საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/02/260129827_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_6c0fb9f5fddd68498ba1ad47f0470f9a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
ახალი ამბები, საქართველო, ცესკო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები
როგორ ჩატარდება პრეზიდენტის არჩევნები - დეტალები ცესკოსგან
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატების რეგისტრაცია არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი) დასრულდება
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობა საქართველოს მეექვსე პრეზიდენტის ასარჩევად 3 დეკემბერს გაირკვევა, ხოლო 8 დეკემბრამდე ამ პოსტზე ყველა კანდიდატის ვინაობა იქნება ცნობილი, ნათქვამია საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს ჩატარდება, ხოლო ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი აირჩევა ხუთი წლის ვადით. სახელმწიფოს მოქმედ მეთაურს, სალომე ზურაბიშვილს უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს ეწურება.
საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობას ცესკო განკარგულებით ამტკიცებს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-11 დღისა (3 დეკემბერი). საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის წარდგენა შეუძლია საარჩევნო კოლეგიის არანაკლებ 30 წევრს არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-9 დღისა (5 დეკემბერი).
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატს რეგისტრაციაში ატარებს ცესკო განკარგულებით, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს მე-6 დღისა (8 დეკემბერი).
რაც შეეხება კენჭისყრის დღეს, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები (პირველი ტური) გაიმართება საქართველოს პარლამენტის სასახლეში, არჩევნების დღის 09:00 საათიდან და სრულდება იმავე დღის 14:00 საათზე, ან მანამდე, ნებისმიერ დროს, თუ საარჩევნო კოლეგიის ყველა წევრმა მისცა ხმა.
არჩევნების პირველ ტურში არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მიიღებს საარჩევნო კოლეგიის სრული შემადგენლობის ხმების ორ მესამედს მაინც.
თუ პირველ ტურში საქართველოს პრეზიდენტი არ აირჩა, მეორე ტური გაიმართება იმავე დღეს და არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც მეტ ხმას მიიღებს.
მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ თავისი საპრეზიდენტო კანდიდატი უკვე წარადგინა. მისი კანდიდატი პარტია „ხალხის ძალის“ წევრი, საქართველოს სამი მოწვევის პარლამენტის დეპუტატი მიხეილ ყაველაშვილია.
რაც შეეხება ოპოზიციას, რიგი ოპოზიციური პარტიები უარს ამბობენ არჩევნებში მონაწილეობაზე და საკუთარი კანდიდატის წარდგენაზე. ამ დროისთვის უცნობია დათანხმდებიან თუ არა ისინი საარჩევნო კოლეგიის შემადგენლობაში შესვლას.
საარჩევნო კოლეგია 300 წევრისგან შედგება - მათ შორის საქართველოს პარლამენტის (150 წევრი), აფხაზეთისა (20 წევრი) და აჭარის (21 წევრი) ავტონომიური რესპუბლიკების უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოების ყველა წევრი. საარჩევნო კოლეგიის დანარჩენ 109 წევრს კი საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ორგანული კანონის საფუძველზე განსაზღვრული კვოტების შესაბამისად, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების შემადგენლობიდან დაასახელებენ შესაბამისი პოლიტიკური პარტიები.
საარჩევნო კოლეგიის ერთ წევრს შეუძლია მხარი დაუჭიროს მხოლოდ ერთი კანდიდატის წარდგენას და ხმა მისცეს მხოლოდ ერთ კანდიდატს.
საქართველოს პრეზიდენტად შეიძლება აირჩეს საარჩევნო უფლების მქონე, 40 წელს გადაცილებული საქართველოს მოქალაქე, რომელიც ცხოვრობს საქართველოში არანაკლებ 15 წელი.
საქართველოს პრეზიდენტს არა აქვს უფლება ეკავოს სხვა თანამდებობა, ეწეოდეს სამეწარმეო საქმიანობას, მიიღოს ხელფასი ან სხვა მუდმივი ანაზღაურება სხვა რაიმე საქმიანობისგან.
საქართველოს პრეზიდენტი არ შეიძლება იყოს პოლიტიკური პარტიის წევრი.