https://sputnik-georgia.com/20241129/parlamentsi-usafrtxoebis-witeli-done-amoqmedda-291150031.html
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
Sputnik საქართველო
უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება ქვეყანაში გუშინ აგორებული საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T10:49+0400
2024-11-29T10:49+0400
2024-11-29T10:49+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291142099_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_f01db1a0f660a0ef06b78841a2b52e58.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მის გაუქმებამდე იმოქმედებს.უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლისა და „წიწაკის სპრეის" გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები. გაფრთხილების მიუხედავად, მომიტინგეები არ იშლებოდნენ. დარბევები და დაკავებები დილის 7 საათამდე გაგრძელდა.ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 43 პირი, ხოლო 32 პოლიციელი დაშავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მომიტინგე და ჟურნალისტი დაშავდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291142099_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_6b998d063da47cbfd2943284fe4f0509.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
უსაფრთხოების დამატებითი ზომების მიღება ქვეყანაში გუშინ აგორებული საპროტესტო აქციების ფონზე მოხდა
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. პარლამენტის შენობაში დღეიდან, 29 ნოემბრიდან უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა, ნათქვამია საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მის გაუქმებამდე იმოქმედებს.
„წითელი დონის დროს საქართველოს პარლამენტში არ დაიშვება არცერთი პირი, გარდა პარლამენტის აპარატის უფროსის მიერ საფრთხის სპეციფიკისა და მისი თავიდან აცილების საჭიროების შესაბამისად განსაზღვრული პირებისა”, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
უსაფრთხოების დამატებითი ზომები მოქმედებს „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის 04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად.
პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის დაახლოებით 19:00 საათზე, მას შემდეგ დაიწყო, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციამ აქცია წყლის ჭავლისა და „წიწაკის სპრეის" გამოყენებით დაშალა. მანამდე სამართალდამცველებმა მომიტინგეები გააფრთხილეს, ტერიტორია დაეტოვებინათ, წინააღმდეგ შემთხვევაში გამოყენებული იქნებოდა კანონით გათვალისწინებული საშუალებები. გაფრთხილების მიუხედავად, მომიტინგეები არ იშლებოდნენ. დარბევები და დაკავებები დილის 7 საათამდე გაგრძელდა.
ვრცელდება ცნობები დაშავებულთა შესახებ, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლები და სამართალდამცველებიც. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, დაკავებულია 43 პირი, ხოლო 32 პოლიციელი დაშავებულია. ჯერჯერობით უცნობია, რამდენი მომიტინგე და ჟურნალისტი დაშავდა.