https://sputnik-georgia.com/20241129/ombudsmeni-gancxadebas-avrcelebs-291148125.html
სახალხო დამცველის რწმუნებულები აქციის დროს დაკავებულ და დაშავებულ პირებს მოინახულებენ
სახალხო დამცველის რწმუნებულები აქციის დროს დაკავებულ და დაშავებულ პირებს მოინახულებენ
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცველთა მხრიდან მოქალაქეების მისამართით... 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T04:07+0400
2024-11-29T04:07+0400
2024-11-29T04:49+0400
საქართველო
საქართველოს სახალხო დამცველი
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291136126_0:0:1280:720_1920x0_80_0_0_f852e53472a5ce39fd37f3ce8f077d23.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცველთა მხრიდან მოქალაქეების მისამართით არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის 19:00 საათისთვის, მას შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შეკრებილთა დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და „წიწაკის სპრეი" გამოიყენა.როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველადი შეფასებით, 29 ნოემბრის 02:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება.იოსელიანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა.სახალხო დამცველის თქმით, აქციაზე ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის ხელშეშლას.„დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია ამ ფაქტზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდეს დროული რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებულები საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ და დაშავებულ პირებს მოინახულებენ და ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1d/291136126_161:0:1121:720_1920x0_80_0_0_5c477d5c6b3ab893ce1fea1d9250f5a2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველო, საქართველოს სახალხო დამცველი, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი, 29 ნოემბერი — Sputnik. სახალხო დამცველი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მოუწოდებს, დროულად გამოიძიოს სამართალდამცველთა მხრიდან მოქალაქეების მისამართით არასათანადო მოპყრობისა თუ ძალის გადამეტების ფაქტებს, ნათქვამია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, პარლამენტის შენობის წინ საპროტესტო აქცია 28 ნოემბრის 19:00 საათისთვის, მას შემდეგ დაიწყო, მას შემდეგ, რაც პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, გამოაცხადა, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა 2028 წლამდე დღის წესრიგიდან მოხსნას ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყება და უარი თქვა მთავრობისთვის გრანტების მიღებაზე.
რუსთაველის გამზირზე აქციის მონაწილეებსა და ძალოვანებს შორის რამდენიმე დაპირისპირება მოხდა. ადგილზე მობილიზებულმა სპეცდანიშნულების რაზმმა შეკრებილთა დასაშლელად წყლის ჭავლი, ცრემლსადენი გაზი და „წიწაკის სპრეი" გამოიყენა.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, პირველადი შეფასებით, 29 ნოემბრის 02:00 საათზე რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ჰქონდა მშვიდობიანი ხასიათი და სამართალდამცავი ორგანოების მიერ სპეციალური საშუალებების გამოყენებით აქციის დაშლის დაწყებით დაირღვა შეკრების თავისუფლება.
„ვრცელდება კადრები სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან მოქალაქეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენების თაობაზე... აქციის ცალკეული მონაწილეების მხრიდან მშვიდობიანი შეკრების ფარგლების გაცდენის შემთხვევაში, მათ მიმართ უნდა გატარებულიყო ინდივიდუალური – აუცილებელი და პროპორციული ღონისძიებები. აღნიშნულის საწინააღმდეგოდ, სამართალდამცავებმა შეკრების მონაწილეების, მათ შორის, მშვიდობიანი მანიფესტანტების მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენება დაიწყეს, რაც ეწინააღმდეგება უფლებაში აუცილებელი და პროპორციული ჩარევის სტანდარტს", - ნათქვამია განცხადებაში.
იოსელიანი სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართავს და მოუწოდებს დროულად გამოიძიოს სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მხრიდან შესაძლო დანაშაულის შემცველი ფაქტების ჩადენა.
სახალხო დამცველის თქმით, აქციაზე ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენლებისთვის საქმიანობის ხელშეშლას.
„დაუშვებელია ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელშეშლა, რასაც მიმდინარე აქციაზეც ჰქონდა ადგილი. მნიშვნელოვანია ამ ფაქტზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ მოხდეს დროული რეაგირება", - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, სახალხო დამცველის რწმუნებულები საპროტესტო აქციის დროს დაკავებულ და დაშავებულ პირებს მოინახულებენ და ინფორმაციას საზოგადოებას მიაწვდიან.