https://sputnik-georgia.com/20241129/kalazem-evrokavsirs-mimarta-gsurt-molaparakebebis-gaxsna-gaxsenit-291158158.html
კალაძემ ევროკავშირს მიმართა: გსურთ მოლაპარაკებების გახსნა? გახსენით!
კალაძემ ევროკავშირს მიმართა: გსურთ მოლაპარაკებების გახსნა? გახსენით!
Sputnik საქართველო
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს ქართველი ხალხის შანტაჟის საშუალებას - თუ ევროკავშირს სურს დაიწყოს მოლაპარაკებები ქვეყნის... 29.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-29T19:16+0400
2024-11-29T19:16+0400
2024-11-29T19:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
კახა კალაძე
ქართული ოცნება
საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1280:721_1920x0_80_0_0_80e039b1e250f67b11382961e992c25d.jpg
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს ქართველი ხალხის შანტაჟის საშუალებას - თუ ევროკავშირს სურს დაიწყოს მოლაპარაკებები ქვეყნის მის რიგებში მიღების თაობაზე, ქართული მხარე ამისთვის მზადაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.ერთი დღით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა გადაწყვეტილება 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, ამ საკითხის შანტაჟის იარაღად გამოყენების გამო. პრეზიდენტმა და ოპოზიციამ მაშინვე განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ხელისუფლების უარს ევროინტეგრაციაზე და ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი, შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ახალ ეტაპზე - მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, არ უნდა იქნას გამოყენებული შანტაჟის იარაღად.თავდაპირველად, კალაძის თქმით, თავდაპირველად ეს იარაღი იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ახლა კი -მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.„გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ. ვინ გიშლით ამას?“ - განაცხადა კალაძემ.მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის შანტაჟის შესაძლებლობას არავის არ მისცემს.საპროტესტო ტალღას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ აგორდა, თბილისის მერმა ყალბი უწოდა.ეს სიყალბე, მისი თქმით, სიცრუეს ეფუძნება - თითქოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყვიტა.„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ღირსებით“, - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, საქართველოსთან მიმართებაში ისეთ დამოკიდებულებაში იყვნენ, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ხდებოდა.მერმა არჩევნების წინ პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომ მოლაპარაკებები არ გაიხსნება, თუ არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.გარდა ამისა, ევროკავშირში ამბობენ, რომ გაფართოება 2030 წლამდე არ მოხდება, აღნიშნა კალაძემ.რაშია პრობლემა?! ეს ცრუ პროტესტია, ყველაფერი სიცრუეა, განაცხადა მან.მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა უნდა პასუხობდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით.„მშვიდობის გარეშე ამ ყველაფერს შეუძლებელია მიაღწიო. თუ მშვიდობა არ გვექნება, ეკონომიკური განვითარებაც არ გვექნება“, - აღნიშნა კალაძემ.ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა.უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორისსაქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.გარდა ამისა, ურთიერთობების გამწვავება გამოიწვია სექტემბერში მიღებულმა კანონმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.კრიტიკა გაგრძელდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა, ასევე მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ ერთხმად ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს.„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული არიან და ზემოაღნიშნული კანონები მიიღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახსნეს იმით, რომ სწორედ გამჭვირვალობა არის „ევროპულობა".ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, არის საპასუხო რეაქცია საქართველოსთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობაზე. ლგბტ-პროპაგანდა დაპყრობის საუკეთესო თანამედროვე იარაღია, განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/02/01/286042955_0:0:1140:854_1920x0_80_0_0_014097a6cdf248aae46853601df7935a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
ახალი ამბები, საქართველო, კახა კალაძე , ქართული ოცნება , საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები
თბილისი, 29 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს ხელისუფლება არავის მისცემს ქართველი ხალხის შანტაჟის საშუალებას - თუ ევროკავშირს სურს დაიწყოს მოლაპარაკებები ქვეყნის მის რიგებში მიღების თაობაზე, ქართული მხარე ამისთვის მზადაა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა კახა კალაძემ.
ერთი დღით ადრე, საქართველოს ხელისუფლებამ გააჟღერა გადაწყვეტილება 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან ამოღების შესახებ, ამ საკითხის შანტაჟის იარაღად გამოყენების გამო. პრეზიდენტმა და ოპოზიციამ მაშინვე განაცხადეს, რომ ეს გადაწყვეტილება ადასტურებს ხელისუფლების უარს ევროინტეგრაციაზე და ქვეყნის დიდ ქალაქებში საპროტესტო აქციები დაიწყო.
„2028 წლისთვის გვექნება სხვანაირი ეკონომიკური მაჩვენებელი, უფრო წინ წასულები ვიქნებით ყველა პარამეტრით და 2030 წლისთვის მზად ვართ, გავხდეთ ევროკავშირის წევრი ქვეყანა. „თუ მანამდე უნდათ მოლაპარაკებების გახსნა, გახსნან. ვინ ამბობს ამაზე უარს?“ - განაცხადა კალაძემ.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ საკითხი, შეძლებს თუ არა საქართველო ევროკავშირთან დაახლოების ახალ ეტაპზე - მოლაპარაკებების ეტაპზე გადასვლას, არ უნდა იქნას გამოყენებული შანტაჟის იარაღად.
თავდაპირველად, კალაძის თქმით, თავდაპირველად ეს იარაღი იყო საქართველოსთვის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი, ახლა კი -მოლაპარაკებების გახსნის საკითხი.
„გინდათ მოლაპარაკებების გახსნა?! გახსენით, ჩვენ მზად ვართ. ვინ გიშლით ამას?“ - განაცხადა კალაძემ.
მან აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება ქართველი ხალხის შანტაჟის შესაძლებლობას არავის არ მისცემს.
„ყველას მოგიწევთ შეგუება, რომ საქართველო არ არის მხოლოდ ტერიტორია, საქართველო არის სამშობლო და ყველამ კეთილი უნდა ინებოს, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, პატივი სცეს ქართველ ხალხს, ჩვენს კულტურას, ტრადიციებს და წარსულს“, - განაცხადა კახა კალაძემ.
საპროტესტო ტალღას, რომელიც საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილების შემდეგ აგორდა, თბილისის მერმა ყალბი უწოდა.
ეს სიყალბე, მისი თქმით, სიცრუეს ეფუძნება - თითქოს ხელისუფლებამ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერება გადაწყვიტა.
„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ვაკეთებთ ყველაფერს, რათა მოხდეს ქვეყნის ევროინტეგრაცია, მაგრამ ეს უნდა მოხდეს ღირსებით“, - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, ხელისუფლება არავის მისცემს უფლებას, საქართველოსთან მიმართებაში ისეთ დამოკიდებულებაში იყვნენ, როგორც ეს ბოლო თვეების განმავლობაში ხდებოდა.
„ვისმენთ ძალიან შეურაცხმყოფელ განცხადებებს, ტყუილებით გაჯერებულ რეზოლუციებს (ევროპარლამენტის მკვეთრი რეზოლუციები საქართველოს საკითხზე - რედ.) . შანტაჟის საშუალება არავის მიეცემა“, - განაცხადა კალაძემ.
მერმა არჩევნების წინ პაველ ჰერჩინსკის მიერ გაკეთებული განცხადება გაიხსენა, რომ მოლაპარაკებები არ გაიხსნება, თუ არ გაუქმდება კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“.
გარდა ამისა, ევროკავშირში ამბობენ, რომ გაფართოება 2030 წლამდე არ მოხდება, აღნიშნა კალაძემ.
რაშია პრობლემა?! ეს ცრუ პროტესტია, ყველაფერი სიცრუეა, განაცხადა მან.
მან აღნიშნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მსურველი ქვეყანა უნდა პასუხობდეს გარკვეულ კრიტერიუმებს, მათ შორის ეკონომიკური განვითარების და ცხოვრების ხარისხის თვალსაზრისით.
„მშვიდობის გარეშე ამ ყველაფერს შეუძლებელია მიაღწიო. თუ მშვიდობა არ გვექნება, ეკონომიკური განვითარებაც არ გვექნება“, - აღნიშნა კალაძემ.
ამჟამად საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ეს სტატუსი ქვეყანამ მიიღო 2023 წლის დეკემბერში, უკრაინასა და მოლდოვაზე ერთი წლით გვიან, რასაც საქართველოს ხელისუფლებამ უსამართლობა უწოდა. უკრაინასა და მოლდოვასთან მოლაპარაკებები 25 ივნისს გაიხსნა. საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი კი შეჩერდა.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
გარდა ამისა, ურთიერთობების გამწვავება გამოიწვია სექტემბერში მიღებულმა კანონმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“, რომელიც ლგბტ პროპაგანდას კრძალავს.
კრიტიკა გაგრძელდა 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი თქვა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, რომელიც ამ არჩევნების შედეგად პარლამენტში მოხვდა, ასევე მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. მათ ერთხმად ტოტალური გაყალბების შესახებ განაცხადეს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული არიან და ზემოაღნიშნული კანონები მიიღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახსნეს იმით, რომ სწორედ გამჭვირვალობა არის „ევროპულობა".
ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, არის საპასუხო რეაქცია საქართველოსთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობაზე. ლგბტ-პროპაგანდა დაპყრობის საუკეთესო თანამედროვე იარაღია, განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.