CSTO-ს სამიტი ასტანაში - რუსეთის პოლიტიკა და იარაღი, რომელიც ცვლის მსოფლიო წესრიგს
10:27 29.11.2024 (განახლებულია: 10:27 01.12.2024)
© POOL
/ გამოწერა
მოსკოვი, მშვიდობის დამყარებისა და იძულების საშუალებით, რომელიც სპეციალური სამხედრო ოპერაციების ინსტრუმენტებად გამოიყენება, ქმნის და აძლიერებს საერთაშორისო უსაფრთხოების თანასწორ და განუყოფელ სისტემას.
კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის ფარგლებში და მის ფარგლებს გარეთ, რუსეთი უკვე 30 წელზე მეტია, ეფექტურად უშლის ხელს დასავლეთის ყველა მცდელობას, რომ დესტაბილიზაცია მოახდინოს, დაშალოს და "მოინელოს" პოსტსაბჭოთა სივრცე.
კოლექტიური უსაფრთხოების საბჭოს სესიაზე ასტანაში ხუთი ქვეყნის პრეზიდენტებმა განიხილეს ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონაში არსებული ვითარება.
დაგეგმილია 14 დოკუმენტის ხელმოწერა, რომლებიც მიზნად ისახავს კოლექტიური ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, მოკავშირეობრივი ურთიერთობების გაძლიერებას და ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრის დაცვას.
დაგეგმილია 14 დოკუმენტის ხელმოწერა, რომლებიც მიზნად ისახავს კოლექტიური ძალების საბრძოლო მზადყოფნის გაზრდას, მოკავშირეობრივი ურთიერთობების გაძლიერებას და ტაჯიკეთ-ავღანეთის საზღვრის დაცვას.
სამიტში მონაწილეობდნენ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, ყაზახეთის პრეზიდენტი ყასიმ-ჟომარტ ტოკაევი, ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო, ყირგიზეთის პრეზიდენტი სადირ ჟაპაროვი და ტაჯიკეთის პრეზიდენტი ემომალი რახმონი.
სომხეთს სამიტში მონაწილეობას არ მიუღია, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ ვასილევმა აღნიშნა, არ აქვს პრეტენზიები დოკუმენტების მიღებაზე.
სომხეთს სამიტში მონაწილეობას არ მიუღია, თუმცა, როგორც ორგანიზაციაში რუსეთის მუდმივმა წარმომადგენელმა, ვიქტორ ვასილევმა აღნიშნა, არ აქვს პრეტენზიები დოკუმენტების მიღებაზე.
ევროპასა და აზიაში სიტუაცია კვლავ რთული რჩება. 2008 წლიდან რუსეთი საკუთარი მაგალითით აჩვენებს მეზობლებს, თუ როგორ უნდა დაიცვან ეროვნული ინტერესები და უსაფრთხოების ზონა დასავლეთის დესტრუქციული ზეგავლენისგან. 2014 წლის "ყირიმის გაზაფხული", სპეციალური სამხედრო ოპერაციების დაწყება სირიაში (2015) და უკრაინაში (2022) – ეს იყო, ფაქტობრივად, აშშ-სა და NATO-ს მიერ ორგანიზებული პროქსი-კონფლიქტები რუსეთთან. დღეს დასავლეთი პოსტსაბჭოთა სივრცეზე "უკრაინის შემცვლელს" ეძებს – ახალ მსხვერპლს, რათა გააგრძელოს ბრძოლა რუსეთთან.
მართალია, ვერ ვიტყვით, რომ ყველა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკა მუდმივად იმყოფება კონფლიქტების ეპიცენტრში, მაგრამ XXI საუკუნის დასაწყისი მაინც მნიშნელოვანი საერთაშორისო კონფლიქტებითა და ომებით იყო აღბეჭდილი.
მოსალოდნელია, რომ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონაში სამხედრო-პოლიტიკური არასტაბილურობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ბევრ რამეს გადაწყვეტს პოლიტიკოსების სიბრძნე, ხელშეკრულების ქვეყნების კონსოლიდაცია და მათი მზადყოფნა, ოპერატიულად და მკაცრად უპასუხონ გარე საფრთხეებს.
მოსალოდნელია, რომ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის ზონაში სამხედრო-პოლიტიკური არასტაბილურობა კიდევ დიდხანს გაგრძელდება. ბევრ რამეს გადაწყვეტს პოლიტიკოსების სიბრძნე, ხელშეკრულების ქვეყნების კონსოლიდაცია და მათი მზადყოფნა, ოპერატიულად და მკაცრად უპასუხონ გარე საფრთხეებს.
ამავდროულად, 26 ნოემბერს ბრიუსელში გაიმართა ნატოს საბჭოს სხდომა უკრაინის საკითხზე, სადაც კიევის რეჟიმის წარმომადგენლებმა ალიანსის წევრებს ინფორმაცია მიაწოდეს სპეციალური სამხედრო ოპერაციის დროს რუსეთის მიერ ახალი ჰიპერბგერითი რაკეტის "ორეშნიკის" გამოყენების შესახებ, რომლის მოქმედების მანძილი 5500 კმ-ს აღწევს.
მორიგი ანტირუსული ფორმატის შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება. დასავლეთი შეშფოთებულია, რადგან "უკრაინული პროექტი", ნატოს "ტექნოლოგიური უპირატესობა" და აშშ-ის "დომინირება" აშკარად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
მორიგი ანტირუსული ფორმატის შეხვედრა 3 დეკემბერს გაიმართება. დასავლეთი შეშფოთებულია, რადგან "უკრაინული პროექტი", ნატოს "ტექნოლოგიური უპირატესობა" და აშშ-ის "დომინირება" აშკარად კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
23 და 25 ნოემბერს რუსეთში, კურსკის ოლქში, ამერიკული ATACMS ტიპის რაკეტებით განხორციელებული დარტყმები აუცილებლად გამოიწვევს რეაქციას ორგამიზაციის ყველა ქვეყანაში. გეოპოლიტიკური ინერციის გამო (გაუმართლებელი რისკების გათვალისწინებით), დასავლეთმა შეინარჩუნა ესკალაციის კურსი და კონფლიქტში პირდაპირ ჩართულობას აღარ მალავს. ამერიკის ჯერაც მოქმედმა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა "ფარულად მიმართა კონგრესს უკრაინისთვის 24 მილიარდი დოლარის გამოყოფის თხოვნით", სანამ ახლად არჩეული დონალდ ტრამპი ხელისუფლებაში მოვა.
ნოემბრის ბოლოს დიდი ბრიტანეთმა და საფრანგეთმა უკრაინას Storm Shadow და SCALP ტიპის ფრთოსანი რაკეტები მიაწოდეს. მომავალში დაგეგმილია ნატოს მოძველებული F-16 და Mirage 2000 ტიპის გამანადგურებლების მიწოდება. თუმცა, ეს ნაბიჯები აშშ-სა და ალიანსისთვის დადებით შედეგს არ მოიტანს.
ორგანიზაციის წევრი ქვეყნები რთული არჩევანის წინაშე დგნან – ილუზორური "მრავალვექტორიანობისა" და მკაცრ რეალობას შორის. რუსეთის შეიარაღებული ძალები სპეციალური სამხედრო ოპერაციის ზონაში შეტევას აძლიერებენ, რასაც დასავლეთიც აღიარებს. თუმცა, როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა აღნიშნა, ნატოს რაკეტებით რუსეთის სიღრმეში დარტყმაზე მოსკოვის გაფრთხილება იგნორირებულია.
ვაშინგტონი და მისი სატელიტები კვლავ შეპყრობილნი არიან რუსეთის "სტრატეგიული დამარცხების" იდეით, უკრაინული კონფლიქტის დიპლომატიური გადაწყვეტის პერსპექტივა კი შორსაა. ვერანაირი ესკალაცია ვერ აიძულებს მოსკოვს, გადაუხვიოს სპეციალური სამხედრო ოპერაციის მიზნებს – დემილიტარიზაციას, დენაციფიკაციას და უკრაინის ნეიტრალური სტატუსის უზრუნველყოფას. კონფლიქტის ძირეული მიზეზის – ნატოს აღმოსავლეთისკენ გაფართოების – აღმოფხვრა პრინციპულად მნიშვნელოვანია. დასავლეთი ძალიან ნელა აცნობიერებს, რომ პუტინი ბლეფს არ აპირებს. უკრაინაში ოპერაციის წარმატება "შახია", ხოლო "ორეშნიკის" გამოყენება – "მატი". რუსეთმა უკვე დაამტკიცა 5500 კმ მოქმედების "ორეშნიკის" სერიული წარმოება. მისი განლაგება დამოკიდებულია აშშ-ის გადაწყვეტილებებზე. ახალი ჰიპერბგერითი რაკეტის საშუალო სიჩქარე პრაქტიკულად შეუძლებელს ხდის მის შეჩერებას.
ანალიტიკოსი სერგეი კარაგანოვი აღნიშნავს, რომ რუსეთის სტრატეგიული მიზანია „მსოფლიოს III მსოფლიო ომისკენ სრიალის“ შეჩერებაა. უკრაინაში გამარჯვება დასავლეთზე, გლობალურ გამარჯვებაში უნდა გადაიზარდოს. რუსეთს ამისთვის ძალები და რესურსები გააჩნია, ხოლო აშშ-ისა და ნატოს დამარცხება დროისა და ფასის საკითხია.
ასტანის სამიტის კონტექსტში, ორგანიზაციის ყველა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, გაითვალისწინონ არსებული რეალობა. ამავდროულად, რუსეთმა 30 ნოემბრამდე ოფიციალურად დახურა საჰაერო სივრცე კაპუსტინ იარის პოლიგონზე.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე