https://sputnik-georgia.com/20241128/zurabishvili-aqciaze-mivida-291133474.html
იწყება წინააღმდეგობა: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციზე მივიდა
იწყება წინააღმდეგობა: სალომე ზურაბიშვილი პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციზე მივიდა
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა და პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციის... 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T23:15+0400
2024-11-28T23:15+0400
2024-11-29T05:09+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციები თბილისში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1c/291131888_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_f83051e342ec5e8a61c3a8846c9d7ff7.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა და პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ,, ზურაბიშვილმა სასწრაფო წესით გამართა შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან და მარიერგადალახული ოპოზიციური ძალების ლიდერებთან, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.ამ შეხვედრების შემდეგ ზურაბიშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს „კონსტიტუციურ გადატრიალებას“ და რომ მან მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაეხმარონ მას და ოპოზიციას, რომ მიაღწიონ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს „ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას მოხდა.მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც გადალახეს ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ განაცხადეს არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1c/291131888_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_f231ab3c2e055518101aae59cb123227.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საპროტესტო აქციები თბილისში
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი რუსთაველის გამზირზე მივიდა და პარლამენტის შენობის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციის მონაწილეებს სოლიდარობა გამოუცხადა.
რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველო 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენებს ევროკავშირთან მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
„მე ვარ აქ, ამ ხალხთან ერთად, ვიქნები, სადაც შევძლებ. იწყება წინააღმდეგობა, რომელიც არ დამთავრდება, ვიდრე არ მივიღებთ ახალ არჩევნებს. ეს არის მიზანი, რომ გვქონდეს სრული მხარდაჭერა. არ უნდა დავთანხმდეთ, არ უნდა დავნებდეთ, ეს არის წინააღმდეგობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მას შემდეგ, რაც გამოცხადდა ხელისუფლების გადაწყვეტილება, 2028 წლამდე ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ,, ზურაბიშვილმა სასწრაფო წესით გამართა შეხვედრები ევროკავშირის ქვეყნების ელჩებთან და მარიერგადალახული ოპოზიციური ძალების ლიდერებთან, რომლებიც არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და უარს აცხადებენ პარლამენტში შესვლაზე.
ამ შეხვედრების შემდეგ ზურაბიშვილმა გამართა ბრიფინგი, რომელზეც განაცხადა, რომ ქვეყნის ხელისუფლება ახორციელებს „კონსტიტუციურ გადატრიალებას“ და რომ მან მოუწოდა ევროკავშირის ქვეყნების დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს დაეხმარონ მას და ოპოზიციას, რომ მიაღწიონ ქვეყანაში ახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას.
პრეზიდენტმა არაერთხელ განაცხადა, რომ ქვეყნის მმართველი გუნდი არღვევს საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლს „ინტეგრაცია ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში“, რომლის მიხედვითაც, კონსტიტუციურმა ორგანოებმა, თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა მიიღონ ყველა ზომა, რათა უზრუნველყონ საქართველოს სრული ინტეგრაცია ევროკავშირსა და ნატოში.
რაც შეეხება ხელისუფლების გადაწყვეტილებას, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ აღნიშნული იმით ახსნა, რომ ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების დაწყების საკითხი საქართველოს შანტაჟის ინსტრუმენტად გამოიყენება, ისევე როგორც ეს ქვეყნისთვის ევროკავშირის კანდიდატი-ქვეყნის სტატუსის მინიჭებისას მოხდა.
მისი თქმით, საქართველო არ ჩერდება და გააგრძელებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების დღის წესრიგით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებას. 2028 წლის ბოლომდე საქართველო ეკონომიკური თვალსაზრისით სათანადოდ იქნება მომზადებული 2030 წელს ევროკავშირის წევრობისთვის მოლაპარაკებების დასაწყებად.
მან აღნიშნა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებას აპირებს არა მათხოვრობით, ცალ ფეხზე დგომით, არამედ ღირსებით, გამართული დემოკრატიული სისტემით და ძლიერი ეკონომიკით.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც გადალახეს ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ განაცხადეს არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.