https://sputnik-georgia.com/20241128/zlierma-saqartvelom-parlamentis-mandatebze-uari-tqva-291132953.html
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ მანდატებზე უარის თქვა: პარლამენტში განაცხადი შევიდა
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ მანდატებზე უარის თქვა: პარლამენტში განაცხადი შევიდა
Sputnik საქართველო
ოთხი პარტიისგან შექმნილი გაერთიანება ალტერნატიული პოლიტიკური სივრცის - ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნას გეგმავს 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T23:27+0400
2024-11-28T23:27+0400
2024-11-28T23:27+0400
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1c/291130904_0:3:1440:813_1920x0_80_0_0_67395f35569c0ba63d816a8cb62a7e64.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადებები შეიტანეს, ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც გადალახეს ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ განაცხადეს არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.ხაზარაძის თქმით, „ძლიერ საქართველოს“ გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ალტერნატიული პოლიტიკური სივრცის - ე.წ. სახალხო პარლამენტის - შექმნას ითვალისწინებს.როგორც მან განმარტა, ეს „სახალხო პარლამენტი“ მოემსახურება ხალხის ინტერესებს და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გზით ახალი არჩევნების დანიშვნას მიაღწევს.„ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე), „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ (ლევან ცუცქირიძე).ოთხშაბათს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით „კოალიცია ცვლილებებისთვის" 19-ვე წევრმა მიმართა.გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის გაუქმების თაობაზე პარლამენტი იღებს. საკანონმდებლო ორგანოს ახლადარჩეული წევრისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებისთვის საჭიროა მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა. მმართველ პარტიას პარლამენტში 150-დან 89 ადგილი აქვს.მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.სამშაბათს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დეპუტატობის დარჩენილ კანდიდატებს. ამ გაერთიანებებიდან გასულ პოლიტიკოსებს, თუ ისინი მანდატების გარეშე დარჩებიან, პარლამენტში ვერავინ შეცვლის.არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტიული სიების „მოხსნით“ ოპოზიცია არ განთავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ქვეყანაში შექმნილი კრიზისისთვის და „ქართული ოცნებისგან“ ვერაფერს მიაღწევს. მისი თქმით, კრიზისისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას.გახარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულად მოქმედებს და ხალხს სამოქმედო გეგმას არ სთავაზობს. „დღეს კრიზისიდან გამოსასვლელად ყველას უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ ამ ინსტიტუტებმა ვერ მოიპოვონ აღიარება და ლეგიტიმაცია“, - განაცხადა მან.ამასთან, ექს-პრემიერმა გაიმეორა ის, რაც არჩევნების შემდეგ არაერთხელ უთქვამს, რომ მისი პარტია არ მისცემს ახალი მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1c/291130904_177:0:1265:816_1920x0_80_0_0_33e3c90e30671bffe396e992fe1d80d6.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
კოალიცია „ძლიერმა საქართველომ“ მანდატებზე უარის თქვა: პარლამენტში განაცხადი შევიდა
ოთხი პარტიისგან შექმნილი გაერთიანება ალტერნატიული პოლიტიკური სივრცის - ე.წ. სახალხო პარლამენტის შექმნას გეგმავს
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციური კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ წევრებმა საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო მანდატებზე უარის თქმის შესახებ განცხადებები შეიტანეს, ამის შესახებ გაერთიანების ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.
26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ გამარჯვების აღიარებაზე უარი თქვა ოპოზიციურმა ძალებმა, რომლებმაც გადალახეს ხუთპროცენტიანი ბარიერი - სამმა კოალიციამ და ერთმა პარტიამ. მათ განაცხადეს არჩევნების ტოტალური გაყალბების შესახებ და მოითხოვეს საერთაშორისო გამოძიება, ასევე ახალი არჩევნების ჩატარება.
„მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ამომრჩეველს, იმ ასობით ათას ადამიანს, ვინც ქვეყნისა და საკუთარი მომავალი გვანდო. ეს ნდობა ჩვენთვის იმდენად ძვირფასი და საპასუხისმგებლოა, რომ არ გვაქვს უფლება ის არჩევნების მიმტაცებელ გამყალბებლებსა და „შულერებს” დავუკავშიროთ“, - ნათქვამია განცხადებაში.
ხაზარაძის თქმით, „ძლიერ საქართველოს“ გააჩნია კონკრეტული სამოქმედო გეგმა, რომელიც ალტერნატიული პოლიტიკური სივრცის - ე.წ. სახალხო პარლამენტის - შექმნას ითვალისწინებს.
როგორც მან განმარტა, ეს „სახალხო პარლამენტი“ მოემსახურება ხალხის ინტერესებს და საერთაშორისო ლეგიტიმაციის გზით ახალი არჩევნების დანიშვნას მიაღწევს.
„ძლიერი საქართველოს“ კოალიციაში შედიან პარტიები „ლელო საქართველოსთვის“ (მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე), „ხალხისთვის“ (ანა დოლიძე), „მოქალაქეები“ (ალეკო ელისაშვილი) და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენელთა პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“ (ლევან ცუცქირიძე).
ოთხშაბათს პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით „კოალიცია ცვლილებებისთვის" 19-ვე წევრმა მიმართა.
გადაწყვეტილებას ოპოზიციონერი დეპუტატებისთვის მანდატის გაუქმების თაობაზე პარლამენტი იღებს. საკანონმდებლო ორგანოს ახლადარჩეული წევრისთვის დეპუტატის სტატუსის შეჩერებისთვის საჭიროა მინიმუმ 76 დეპუტატის ხმა. მმართველ პარტიას პარლამენტში 150-დან 89 ადგილი აქვს.
მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიციონერი დეპუტატები არ ესწრებოდნენ, თუმცა, ამის მიუხედავად, 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.
სამშაბათს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ რეგისტრაცია გაუუქმა პოლიტიკური გაერთიანებების -„კოალიცია ცვლილებისთვის - გვარამია, მელია, გირჩი, დროას“, „ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის“ და „ძლიერი საქართველო-ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის“ პარტიული სიით წარდგენილ დეპუტატობის დარჩენილ კანდიდატებს. ამ გაერთიანებებიდან გასულ პოლიტიკოსებს, თუ ისინი მანდატების გარეშე დარჩებიან, პარლამენტში ვერავინ შეცვლის.
არჩევნების შედეგების თანახმად, პარლამენტში ოპოზიციის ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერმა, საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ პარტიული სიების „მოხსნით“ ოპოზიცია არ განთავისუფლდება პასუხისმგებლობისგან ქვეყანაში შექმნილი კრიზისისთვის და „ქართული ოცნებისგან“ ვერაფერს მიაღწევს. მისი თქმით, კრიზისისთვის პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც „ქართულ ოცნებას“, ისე ოპოზიციას.
გახარიამ აღნიშნა, რომ ოპოზიცია არათანმიმდევრულად მოქმედებს და ხალხს სამოქმედო გეგმას არ სთავაზობს. „დღეს კრიზისიდან გამოსასვლელად ყველას უნდა ჰქონდეს მიზანი, რომ ამ ინსტიტუტებმა ვერ მოიპოვონ აღიარება და ლეგიტიმაცია“, - განაცხადა მან.
ამასთან, ექს-პრემიერმა გაიმეორა ის, რაც არჩევნების შემდეგ არაერთხელ უთქვამს, რომ მისი პარტია არ მისცემს ახალი მოწვევის პარლამენტს ლეგიტიმაციას.