https://sputnik-georgia.com/20241128/ubralod-janmrteli-prezidenti-premierma-mixeil-yavelasvilis-kandidatura-daaxasiata-291120292.html
უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი: პრემიერმა მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა დაახასიათა
უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი: პრემიერმა მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა დაახასიათა
Sputnik საქართველო
ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია, აღნიშნა კობახიძემ 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T13:11+0400
2024-11-28T13:11+0400
2024-11-28T13:11+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
საქართველოს პრემიერ–მინისტრი
ირაკლი კობახიძე
პოლიტიკა საქართველოში
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291102719_0:69:750:491_1920x0_80_0_0_e1922745ba3c82a1fa0f338851564564.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ არის პატრიოტი და ღირსეული ადამიანი და მისი პიროვნული თვისებები არის გარანტი იმისა, რომ ის შეძლებს შეასრულოს თავისი მისია, როგორც ზეპარტიულმა პრეზიდენტმა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ ოთხშაბათს პრეზიდენტის პოსტზე პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება.ყაველაშვილს თითოეული ნაბიჯი აქვს გადადგმული განსაკუთრებული და გამორჩეული ღირსებით, აღნიშნა მან.„ის არის პატრიოტი ადამიანი და ეს არის მთავარი თვისებები, ბუნებრივია, რაც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, ასეთია გამორჩეულად საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა“, - განაცხადა კობახიძემ.ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და აქ, კობახიძის თქმით, შეიძლება კითხვა დაისვას, რომ მიხეილ ყაველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში განეკუთვნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს და როგორ შეიძლება მან ახლა წარმართოს ზეპარტიულად თავისი საქმიანობა.„მე ვფიქრობ, რომ ის სწორედ რომ ზეპარტიულად შეძლებს განახორციელოს საკუთარი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ამის გარანტიაც არის მისი პიროვნული თვისებები“, - აღნიშნა კობახიძემ.მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ღირსება, ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, თქვა პრემიერმა.„შეიძლება პრეზიდენტი იყოს კარგი ან ცუდი, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი, მაგრამ ცოტა უხეშადაც ვიტყვი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და არ ჰყოლია უბრალოდ პატრიოტი პრეზიდენტი“, - განაცხადა კობახიძემ.მისი თქმით, ამ კუთხით ვითარება რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ყაველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბრიდან უკვე ოფიციალურად დაიკავებს.ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის არჩევა მოხდება არა პირდაპირი წესით, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგიის მიერ, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება. იგი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ღია დაპირისპირება გამოუცხადა.ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.2023 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.მაშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ შეასრულა „ქართული ოცნების“ დაკვეთა და გააგრძელა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელება ოპოზიციისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კ ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291102719_0:0:750:563_1920x0_80_0_0_c1477a57d950e12f37a84dc498be69d2.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , საქართველოს პრემიერ–მინისტრი, ირაკლი კობახიძე, პოლიტიკა საქართველოში, პოლიტიკა
უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი: პრემიერმა მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურა დაახასიათა
ბოლო 20 წლის განმავლობაში საქართველოს უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია, აღნიშნა კობახიძემ
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა თავისი მრავალწლიანი მოღვაწეობით დაამტკიცა, რომ არის პატრიოტი და ღირსეული ადამიანი და მისი პიროვნული თვისებები არის გარანტი იმისა, რომ ის შეძლებს შეასრულოს თავისი მისია, როგორც ზეპარტიულმა პრეზიდენტმა, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ ოთხშაბათს პრეზიდენტის პოსტზე პარტია „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერის, მიხეილ ყაველაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი. საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება.
„ბოლო 8 წელიწადის განმავლობაში, მიხეილ ყაველაშვილი აქტიურად არის ჩართული პოლიტიკურ პროცესებში და ყოველ ჯერზე ამტკიცებდა, რომ უყვარს ქვეყანა, აქვს ღირსება და ღირსებით აკეთებს ყველაფერს, რაც დაკავშირებული იყო პოლიტიკურ საქმიანობასთან“, - განაცხადა პრემიერმა.
ყაველაშვილს თითოეული ნაბიჯი აქვს გადადგმული განსაკუთრებული და გამორჩეული ღირსებით, აღნიშნა მან.
„ის არის პატრიოტი ადამიანი და ეს არის მთავარი თვისებები, ბუნებრივია, რაც უნდა ჰქონდეს იმ ადამიანს, რომელიც სახელმწიფოზე უნდა ზრუნავდეს, ასეთია გამორჩეულად საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა“, - განაცხადა კობახიძემ.
ერთი საინტერესო დეტალი არის ის, რომ ზეპარტიული უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი და აქ, კობახიძის თქმით, შეიძლება კითხვა დაისვას, რომ მიხეილ ყაველაშვილი მთელი ამ წლების განმავლობაში განეკუთვნებოდა კონკრეტულ პოლიტიკურ გუნდს და როგორ შეიძლება მან ახლა წარმართოს ზეპარტიულად თავისი საქმიანობა.
„მე ვფიქრობ, რომ ის სწორედ რომ ზეპარტიულად შეძლებს განახორციელოს საკუთარი მისია საქართველოს პრეზიდენტის პოსტზე და ამის გარანტიაც არის მისი პიროვნული თვისებები“, - აღნიშნა კობახიძემ.
მისთვის ამოსავალი წერტილი იქნება ღირსება, ქვეყნის კონსტიტუცია, რაც ასე გვაკლდა მთელი ამ ბოლო 20 წლის განმავლობაში, თქვა პრემიერმა.
„შეიძლება პრეზიდენტი იყოს კარგი ან ცუდი, ამაზე არ მინდა ახლა საუბარი, მაგრამ ცოტა უხეშადაც ვიტყვი, რომ ბოლო 20 წლის განმავლობაში უბრალოდ ჯანმრთელი პრეზიდენტი არ ჰყოლია ჩვენს ქვეყანას და არ ჰყოლია უბრალოდ პატრიოტი პრეზიდენტი“, - განაცხადა კობახიძემ.
მისი თქმით, ამ კუთხით ვითარება რადიკალურად შეიცვლება მას შემდეგ, რაც ყაველაშვილი პრეზიდენტის თანამდებობას 29 დეკემბრიდან უკვე ოფიციალურად დაიკავებს.
„კიდევ ერთხელ ვიტყვი, მთავარი ფაქტორი არის მისი პიროვნული თვისებები და ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს მასთან ურთიერთობაში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“.
ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის არჩევა მოხდება არა პირდაპირი წესით, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგიის მიერ, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება. იგი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ღია დაპირისპირება გამოუცხადა.
ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.
2023 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
მაშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ შეასრულა „ქართული ოცნების“ დაკვეთა და გააგრძელა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელება ოპოზიციისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კ ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.