https://sputnik-georgia.com/20241128/saqartvelom-yazbegis-sabaso-gamsvebi-punqtis-musaoba-seacera-291132067.html
საქართველომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობა შეაჩერა
საქართველომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობა შეაჩერა
Sputnik საქართველო
კობი-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო გზა საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით სამშაბათიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა. 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T22:12+0400
2024-11-28T22:12+0400
2024-11-28T22:12+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემოსავლების სამსახური
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960500_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_4da5fb703cfd46c740c9636b183aec79.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.შეჩერებულია საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.კობი-გუდაურის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის 26 ნოემბრიდან დაიკეტა.საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი ამჟამად მოქმედი გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/08/1f/269960500_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_35068b5d7a1ac2b48f2340d902838a25.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, შემოსავლების სამსახური
ახალი ამბები, საქართველო, შემოსავლების სამსახური
საქართველომ „ყაზბეგის“ საბაჟო-გამშვები პუნქტის მუშაობა შეაჩერა
კობი-გუდაურის მონაკვეთზე საავტომობილო გზა საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით სამშაბათიდან ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის დაიკეტა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე „ყაზბეგის" საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები, იუწყება ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური.
შეჩერებულია საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით, საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები.
„ამინდის გაუმჯობესების შემდეგ, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ ჩვეულ რეჟიმში, სრული დატვირთვით გააგრძელებს მუშაობას. შესაბამისად, მგზავრებისა და ტვირთების გატარება შეუფერხებლად განხორციელდება”, - განაცხადეს უწყებაში.
კობი-გუდაურის მონაკვეთზე საქართველო-რუსეთის საზღვრის მიმართულებით საავტომობილო გზა ყველა სახის ავტოტრანსპორტისთვის 26 ნოემბრიდან დაიკეტა.
საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის სტეფანწმინდა-ლარსის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ძლიერი ზვავსაშიშროების გამო აიკრძალა.
მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის ტრასა, ე.წ. საქართველოს სამხედრო გზა ამჟამად ერთადერთი სახმელეთო გზაა, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს. ხოლო ყაზბეგის საბაჟო-გამშვები პუნქტი ერთადერთი ამჟამად მოქმედი გამშვები პუნქტი საქართველოსა და რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.