Flashpack: საერთაშორისო ტურისტულ პლატფორმაზე საქართველო ტოპ 10-ში მოხვდა

© photo: Sputnik / Stringerტურისტები კაფეში
ტურისტები კაფეში - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2024
გამოწერა
Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. საქართველო მოგზაურობის დასაგეგმ საერთაშორისო პლატფორმა Flashpack-ზე 2025 წელს დაჯავშნილ 10 ყველაზე პოპულარულ მიმართულებას შორისაა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.
ათეულში საქართველოს გარდა ასევე არიან შრი-ლანკა, იაპონია, ფინეთი, ბორნეოს კუნძული, ტაილანდი, ფილიპინები, კოსტა-რიკა, ახალი ზელანდია და გვატემალა.
Flashpack-ის პლატფორმა დიდ ბრიტანეთშია ბაზირებული, პლატფორმა სოლო მოგზაურთა ტურებისა და მოგზაურობის დასაგეგმად შეიქმნა.
პლატფორმაზე სხვადასხვა ტურების დაჯავშნა 40-ზე მეტ ქვეყანაშია შესაძლებელი. პლატფორმაზე თითოეული ქვეყნის საინტერესო ტურისტული ადგილების, ტურისტული აქტივობების, ადგილობრივი სამზარეულოს შესახებ ინფორმაციაა განთავსებული.
ყველა ახალი ამბავი
0