რა ვითარებაა საქართველოს გზებზე - ბოლო მონაცემები

© Courtesy of Roads Department of Georgiaშეზღუდვები გზებზე
შეზღუდვები გზებზე - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2024
გამოწერა
საქართველოში ამინდის გაუარესებამ გზებზე პრობლემები შექმნა.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. უამინდობის გამო ფარავნის უღელტეხილზე და გოდერძი-უტყისუბნის საგზაო მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ინტენსიური თოვა და ქარბუქი) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის 106-123-ე კმ (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.
უწყების ცნობით, ფარავნის უღელტეხილი ავტოტრანსპორტისთვის დაახლოებით 7 საათის წინ გადაიკეტა.
„რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი, შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის კოდა–ფარცხისი–მანგლისი–წალკა-ნინოწმინდის საავტომობილო გზის 94-110-ე კმ (ფარავანის უღელტეხილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ყველა ახალი ამბავი
0