https://sputnik-georgia.com/20241128/putinma-saqartvelos-xelisuflebis-qmedebebi-sheapasa-291130524.html
პუტინმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეაფასა
პუტინმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეაფასა
Sputnik საქართველო
როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოს მთავრობასთან არანაირი ურთიერთობები არ აქვს. 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T22:00+0400
2024-11-28T22:00+0400
2024-11-29T17:01+0400
საქართველო
რუსეთი
ქართულ–რუსული ურთიერთობები
პოლიტიკა
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/08/290794932_0:153:3098:1896_1920x0_80_0_0_fd36cff7dcc3448003abbdc3cee31036.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებული იყო იმ სიმამაცითა და ხასიათით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციის დაცვისას გამოავლინა. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, დასავლეთის მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ მიიღი და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა. ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოს მთავრობასთან არანაირი ურთიერთობები არ აქვს.უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორისდასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.ცეცხლზე ნავთი დაასხა საქართველოში სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებამ, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული არიან და ზემოაღნიშნული კანონები მიიღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახსნეს იმით, რომ სწორედ გამჭვირვალობა არის „ევროპულობა".ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, არის საპასუხო რეაქცია საქართველოსთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობაზე. ლგბტ-პროპაგანდა დაპყრობის საუკეთესო თანამედროვე იარაღია, განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/08/290794932_184:0:2915:2048_1920x0_80_0_0_8212350e8320e8652c28b9f0d419fcbb.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
საქართველო, რუსეთი, ქართულ–რუსული ურთიერთობები, პოლიტიკა, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები
პუტინმა საქართველოს ხელისუფლების ქმედებები შეაფასა
22:00 28.11.2024 (განახლებულია: 17:01 29.11.2024) როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოს მთავრობასთან არანაირი ურთიერთობები არ აქვს.
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ გაკვირვებული იყო იმ სიმამაცითა და ხასიათით, რომელიც საქართველოს ხელისუფლებამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საკუთარ პოზიციის დაცვისას გამოავლინა.
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეზონანსული კანონი, დასავლეთის მასობრივი პროტესტისა და კრიტიკის მიუხედავად, მმართველმა პარტიამ მიიღი და ძალაში 2024 წლის 3 ივნისს შევიდა. ხელისუფლებამ აღნიშნული კანონის მიღება არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის დაფინანსების გამჭვირვალობის სურვილით გაამართლა. კანონის მოწინააღმდეგეთა მტკიცებით, იგი ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებს და არის დაბრკოლება საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზაზე.
„როდესაც საქართველოში მოვლენები დაიწყო, მე, სიმართლე გითხრათ, გაკვირვებით ვუყურებდი ამ ყველაფერს და თვალს ვადევნებდი ამას. უბრალოდ, გაოცებული ვიყავი მათი სიმამაცითა და ხასიათით, რომელსაც ავლენდნენ იმისთვის, რომ საკუთარი მოსაზრება დაეცვათ. ახლა ამ მოსაზრებას შეფასებას არც მივცემ”, - განაცხადა პუტინმა ჟურნალისტებთან.
ამასთან, როგორც პუტინმა აღნიშნა, რუსეთს საქართველოს მთავრობასთან არანაირი ურთიერთობები არ აქვს.
უთანხმოება საქართველოსა და დასავლეთს შორის
დასავლეთი ქვეყნის ამჟამინდელ ხელისუფლებას ევროპული გზიდან გადახვევაში, ანტიდასავლურ რიტორიკასა და შეთქმულების თეორიების გავრცელებაში ადანაშაულებს. კრიტიკა გაძლიერდა საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, რომლის შედეგების აღიარებაზე უარი განაცხადეს პარლამენტში შესულმა ოთხივე ოპოზიციურმა ძალამ, მათმა მხარდამჭერმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა და საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მიღების შემდეგ აშშ-მა და ევროკავშირმა დაიწყეს ქვეყნისგან დისტანცირება - მთავრობისთვის დახმარების ნაწილი გაყინეს, ასევე შეჩერებულია ქვეყნის ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესი. შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ზოგიერთ მოქალაქეს სანქციები და სავიზო შეზღუდვები დაუწესა, მედიაში კი დაიწყო საუბრები ევროკავშირის მიერ უვიზო მიმოსვლის შესაძლო შეჩერებაზე.
ევროკავშირმა შეაჩერა საქართველოში მაღალი დონის ვიზიტები და ყველა მაღალი დონის შეხვედრა საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან ბრიუსელში.
გარდა ამისა, ოქტომბრის შუა რიცხვებში გახდა ცნობილი, რომ დიდმა ბრიტანეთმა შეაჩერა საქართველოსთან „უორდროპის დიალოგი", კიბერუსაფრთხოების ახალი პროგრამა და გააუქმა თავდაცვის სფეროში მაღალი დონის მოლაპარაკებები.
როგორც საქართველოს ხელისუფლებამ აღნიშნა, გამჭვირვალობა არის ზუსტად ის, რაც არის „ევროპული“ და რომ „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის არც ერთ ოპონენტს არ წარმოუდგენია მის წინააღმდეგ ერთი სამართლებრივი არგუმენტი.
ცეცხლზე ნავთი დაასხა საქართველოში სექტემბერში „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონის მიღებამ, რომელიც ლგბტ-პროპაგანდას კრძალავს.
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა არაერთხელ განაცხადეს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებთან და ევროკავშირთან ურთიერთობების გადატვირთვის იმედი აქვთ. ისინი ამტკიცებენ, რომ ევროპული ღირებულებების ერთგული არიან და ზემოაღნიშნული კანონები მიიღეს ქვეყნის ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით.
„გამჭვირვალობის შესახებ" კანონის მიღება, რომელიც უცხოური დაფინანსების მქონე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებს სპეციალურ რეესტრში დარეგისტრირებას და ყოველწლიური ფინანსური დეკლარაციის შევსებას ავალდებულებს, მმართველი პარტიის ლიდერებმა ახსნეს იმით, რომ სწორედ გამჭვირვალობა არის „ევროპულობა".
ხოლო „ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ“ კანონი „ქართული ოცნების“ ლიდერების აზრით, არის საპასუხო რეაქცია საქართველოსთვის ფსევდოლიბერალური იდეოლოგიის თავსმოხვევის მცდელობაზე. ლგბტ-პროპაგანდა დაპყრობის საუკეთესო თანამედროვე იარაღია, განაცხადა მმართველი პარტიის დამფუძნებელმა ბიძინა ივანიშვილმა.