https://sputnik-georgia.com/20241128/putini-yazaxetsi-291123175.html
პუტინი და ტოკაევი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ - დოკუმენტი ხელმოწერილია
პუტინი და ტოკაევი სტრატეგიულ პარტნიორობაზე შეთანხმდნენ - დოკუმენტი ხელმოწერილია
Sputnik საქართველო
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა — ვლადიმირ პუტინმა და ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ასტანაში ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას... 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T14:49+0400
2024-11-28T14:49+0400
2024-11-28T14:49+0400
ახალი ამბები
მსოფლიოს ახალი ამბები
რუსეთი
ყაზახეთი
ვლადიმირ პუტინი
პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1c/291122995_0:298:3014:1993_1920x0_80_0_0_9b0a855b45ae3001747ecb2fa9e51aca.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა — ვლადიმირ პუტინმა და ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ასტანაში ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ახალი გლობალური წესრიგის კონტექსტში, იუწყება „რია ნოვოსტი“.როგორც პუტინმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველაზე დინამიურად და საუკეთესოდ ვითარდება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი რჩება ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორად — გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.გარდა ამისა, რუსეთის ლიდერის თქმით, ვითარდება ჰუმანიტარული კავშირები სამოქალაქო საზოგადოებების, განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებებით.თავის მხრივ, ტოკაევმა განაცხადა, რომ ურთიერთობები მოსკოვსა და ასტანას შორის აღმავალი ხაზით ვითარდება და შეუქცევადი დინამიკა შეიძინა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ეს თანამშრომლობა არ შენელდეს, ქვეყნებს შორის ვაჭრობა წარმატებით განვითარდეს და საინვესტიციო თანამშრომლობა გაღრმავდეს.ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება ასტანაში, სადაც ის ხუთშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაში იღებს მონაწილეობას.
ყაზახეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1c/291122995_154:0:2885:2048_1920x0_80_0_0_f9cef1e7c8420154e09a665d40df61cf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ყაზახეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა
ახალი ამბები, მსოფლიოს ახალი ამბები, რუსეთი, ყაზახეთი, ვლადიმირ პუტინი, პოლიტიკა
თბილისი, 28 ნოემბერი — Sputnik. რუსეთისა და ყაზახეთის პრეზიდენტებმა — ვლადიმირ პუტინმა და ყასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ასტანაში ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების შესახებ ახალი გლობალური წესრიგის კონტექსტში, იუწყება
„რია ნოვოსტი“. როგორც პუტინმა განაცხადა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობები ყველაზე დინამიურად და საუკეთესოდ ვითარდება. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთი რჩება ყაზახეთის ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო და ეკონომიკურ პარტნიორად — გასულ წელს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვამ 28,5 მილიარდ დოლარს მიაღწია.
გარდა ამისა, რუსეთის ლიდერის თქმით, ვითარდება ჰუმანიტარული კავშირები სამოქალაქო საზოგადოებების, განათლებისა და მეცნიერების, ასევე რეგიონთაშორისი თანამშრომლობის მიმართულებებით.
„ხელმოწერილი ერთობლივი განცხადება ადგენს ახალ ამბიციურ მიზნებს ჩვენი ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობის შემდგომი გაღრმავების მიზნით. მათ განხორციელებას ხელს შეუწყობს მრავალი სამთავრობათაშორისო და უწყებათაშორისი დოკუმენტი, რომელიც მოიცავს თანამშრომლობის სხვადასხვა სფეროს: ენერგეტიკიდან და ტრანსპორტიდან ჯანდაცვამდე და მართლმსაჯულებამდე“, – აღნიშნა პუტინმა.
თავის მხრივ, ტოკაევმა განაცხადა, რომ ურთიერთობები მოსკოვსა და ასტანას შორის აღმავალი ხაზით ვითარდება და შეუქცევადი დინამიკა შეიძინა. მისი თქმით, აუცილებელია, რომ ეს თანამშრომლობა არ შენელდეს, ქვეყნებს შორის ვაჭრობა წარმატებით განვითარდეს და საინვესტიციო თანამშრომლობა გაღრმავდეს.
ვლადიმირ პუტინი სახელმწიფო ვიზიტით იმყოფება ასტანაში, სადაც ის ხუთშაბათს კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის საბჭოს სხდომაში იღებს მონაწილეობას.