ნაქერალას უღელტეხილზე ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა

© Roads Department of Ajara გზების გაწმენდა
გზების გაწმენდა - Sputnik საქართველო, 1920, 28.11.2024
გამოწერა
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო დაწესდა.
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-57-ე კმ(ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდა, ნათქვამია საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებაში.
გარდა ამისა, 58-62-ე კმ მონაკვეთზე იზღუდება მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
შეზღუდვები რთული მეტეოროლოგიური პირობების (თოვა, ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო დაწესდა.
საავტომობილო გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.
ყველა ახალი ამბავი
0