https://sputnik-georgia.com/20241128/didtovloba-dasavlet-saqartvelosi-eleqtroenergiis-garese-atobit-atasi-abonenti-darca-291132206.html
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში: ელექტროენერგიის გარეშე ათობით ათასი აბონენტი დარჩა
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში: ელექტროენერგიის გარეშე ათობით ათასი აბონენტი დარჩა
Sputnik საქართველო
ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას სპეციალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ 28.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-28T22:18+0400
2024-11-28T22:18+0400
2024-11-28T22:18+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს რეგიონები
სტიქიური მოვლენები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263779873_12:0:2464:1379_1920x0_80_0_0_ec1e8a20093c296e9a49c5747f9c1509.jpg
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. იმერეთში მოსულმა ძლიერმა თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა - ელექტროენერგიის გარეშე 70,7 ათასამდე აბონენტი რჩება, ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას სპეციალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ.გარდა ამისა, რეგიონის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეექმნა, რადგან თოვლმა გზები ჩახერგა. ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა.მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე სოფლების მიმართულებით, ინტენსიური თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაშიც გაგრძელდა.ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და სამტრედიაში დაიტბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/15/263779873_319:0:2158:1379_1920x0_80_0_0_2e4521171ad15586f09cfbc963ba21f1.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს რეგიონები, სტიქიური მოვლენები
დიდთოვლობა დასავლეთ საქართველოში: ელექტროენერგიის გარეშე ათობით ათასი აბონენტი დარჩა
ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას სპეციალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობენ
თბილისი, 28 ნოემბერი – Sputnik. იმერეთში მოსულმა ძლიერმა თოვლმა ელექტროენერგიის მიწოდების პრობლემა შექმნა - ელექტროენერგიის გარეშე 70,7 ათასამდე აბონენტი რჩება, ნათქვამია იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციაში.
ელექტროენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარებას სპეციალური ჯგუფები მთელი დღის განმავლობაში ცდილობდნენ.
გარდა ამისა, რეგიონის მაღალმთიან სოფლებში მოსახლეობას გადაადგილების პრობლემა შეექმნა, რადგან თოვლმა გზები ჩახერგა. ამ წუთებში აქტიურად მიმდინარეობს თოვლის საფარისგან გზების გაწმენდა.
მთელი ღამის განმავლობაში მუშაობდა სპეციალური ტექნიკა, როგორც მუნიციპალიტეტებში ასევე სოფლების მიმართულებით, ინტენსიური თოვის გამო გაწმენდითი სამუშაოები დღის განმავლობაშიც გაგრძელდა.
ძლიერი წვიმის შედეგად ქუთაისში, წყალტუბოში, ვანში, ბაღდათში, თერჯოლაში, ზესტაფონსა და სამტრედიაში დაიტბორა ქუჩები, საკარმიდამო ნაკვეთები და ეზოები, სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და 40-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართულები.
უხვი ნალექის შედეგად მეწყრული პროცესები განვითარდა ვანში, სამტრედიაში, ბაღდათსა და ქუთაისში.