თბილისის მერია: ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამებზე რეგისტრაცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerთბილისის მერია
თბილისის მერია - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2024
გამოწერა
პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე ახალგაზრდა.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით პერიოდში ზამთრის ახალგაზრდული ბანაკების პროგრამა განხორციელდება, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
უწყების ინფორმაციით, ახალგაზრდულ ბანაკებში, რომელიც ყოველწლიურად ხორციელდება არაფორმალური განათლების მიმართულებით, მონაწილეობის საშუალება ექნება სხვადასხვა ასაკის ახალგაზრდებს.
„პროგრამა გასულ წლებში ითვალისწინებდა მხოლოდ სტუდენტთა ჩართულობას, თუმცა მოთხოვნის გათვალისწინებით, მიმდინარე წლიდან, მასში მონაწილეობის საშუალება ექნება 13-29 წლამდე ასაკის ახალგაზრდებს. პროგრამა განხორციელდება 2024 წლის დეკემბრიდან 2025 წლის თებერვლის ჩათვლით", - ნათქვამია განცხადებაში.
ზამთრის ბანაკების პროგრამა მოიცავს ბანაკებს 11 სხვადასხვა მიმართულებით: ხელოვნური ინტელექტი, რობოტიკა, კინოხელოვნება, ვიდეოგრაფია, საერთაშორისო სამართალი, ინგლისური ენა, საჯარო გამოსვლა, მართვის ფსიქოლოგია, პროექტის წერა, მოხალისეობრივი საქმიანობა, დამოკიდებულების მქონე პირების რესოციალიზაცია.
აღნიშნულ პროგრამებზე რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია ვებგვერდზე - www.youthtbilisi.ge.
პროგრამით სარგებლობა მოქალაქეებისთვის იქნება სრულიად უფასო. ზამთრის ბანაკებში მონაწილეობას მიიღებს 400-მდე ახალგაზრდა.
ყველა ახალი ამბავი
0