https://sputnik-georgia.com/20241127/yavelashvilma-sakutar-xedvebze-isaubra-291106813.html
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი მისია გააჟღერა
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი მისია გააჟღერა
Sputnik საქართველო
მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამჟამად პარლამენტის წევრი 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T15:00+0400
2024-11-27T15:00+0400
2024-11-27T15:00+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პრეზიდენტი
ქართული ოცნება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291104918_0:107:2048:1259_1920x0_80_0_0_613a80eed9dd7c5a3647141d0e7b9d11.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს საპრეზიდენტო ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას და ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის გარშემო საზოგადოების გაერთიანებას.მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ პრეზიდენტის პოსტზე ყაველაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი - გადაწყვეტილება ბრიფინგზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.როგორც მან აღნიშნა, დღეს საზოგადოება კონფრონტაციის მდგომარეობაშია, „მეგობრები“ და არაკეთილმოსურნეები კი ამწვავენ და აძლიერებენ პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ქვეყანაში.„აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა ყაველაშვილმა.მისი თქმით, ქართველებს არ სჭირდება იმის სწავლა, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს, სიყვარული კი აერთიანებს.პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა „ქართული ოცნების" დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა.„განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ ასეთი რთული გამოწვევების ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა რომ მიწევს ამ ადამიანთან ერთად", - განაცხადა ყაველაშვილმა.პრეზიდენტობის კანდიდატმა ნდობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს.ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის არჩევა მოხდება არა პირდაპირი წესით, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგიის მიერ, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება. იგი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ღია დაპირისპირება გამოუცხადა.ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.2023 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.მაშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ შეასრულა „ქართული ოცნების“ დაკვეთა და გააგრძელა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელება ოპოზიციისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კ ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/1b/291104918_114:0:1935:1366_1920x0_80_0_0_5430f4edba01a263cd4db7200b48a773.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პრეზიდენტი, ქართული ოცნება , ახალი ამბები
საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა საკუთარი მისია გააჟღერა
მიხეილ ყაველაშვილი – საქართველოს საფეხბურთო ნაკრების ყოფილი თავდამსხმელი, ამჟამად პარლამენტის წევრი
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ აპირებს საპრეზიდენტო ინსტიტუტის კონსტიტუციურ ჩარჩოში დაბრუნებას და ეროვნული ინტერესებისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის იდეის გარშემო საზოგადოების გაერთიანებას.
მმართველი პარტია „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭომ პრეზიდენტის პოსტზე ყაველაშვილის კანდიდატურას ერთხმად დაუჭირა მხარი - გადაწყვეტილება ბრიფინგზე პარტიის საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააჟღერა.
„რა თქმა უნდა, გაცნობიერებული მაქვს რაოდენ დიდი პასუხისმგებლობაა საქართველოს პრეზიდენტის თანამდებობა, მით უმეტეს, იმ ფონზე, რომ მოქმედმა პრეზიდენტმა შეურაცხყო და უგულებელყო ჩვენი მთავარი დოკუმენტი - საქართველოს კონსტიტუცია და დღესაც აგრძელებს მის დარღვევას“,- განაცხადა ყაველაშვილმა.
როგორც მან აღნიშნა, დღეს საზოგადოება კონფრონტაციის მდგომარეობაშია, „მეგობრები“ და არაკეთილმოსურნეები კი ამწვავენ და აძლიერებენ პოლარიზაციას და რადიკალიზაციას ქვეყანაში.
„აქედან გამომდინარე, ერთ-ერთი მთავარი მიზანი და მისია იქნება, რომ კონსტიტუციურ ჩარჩოში დავაბრუნოთ პრეზიდენტის ინსტიტუტი. ჩვენ გვაქვს ძალიან გამართული კონსტიტუცია და ძალიან საპასუხისმგებლო პრეზიდენტის ინსტიტუტი და ყველაზე მთავარი მოცემულობა არის, რომ სწორედ ზეპარტიული, საზოგადოების გამაერთიანებელი უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი", - განაცხადა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, ქართველებს არ სჭირდება იმის სწავლა, რომ სიძულვილი ნამდვილად ყოფს და აპირისპირებს ადამიანებს, სიყვარული კი აერთიანებს.
„ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ გავაერთიანოთ საქართველოს საზოგადოება, დავიცვათ ჩვენი ეროვნული ინტერესები, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ღირებულებები და საქართველოს დამოუკიდებლობის იდეის ირგვლივ გავაერთიანოთ საზოგადოება", - განაცხადა ყაველაშვილმა.
პარლამენტის მოქმედმა დეპუტატმა „ქართული ოცნების" დამფუძნებელს მადლობა გადაუხადა.
„განსაკუთრებული მადლობა ბატონ ბიძინა ივანიშვილს, ჩვენთვის საამაყო და გამორჩეულ პიროვნებას. ყოველთვის აღვნიშნავდი, რომ მე ამაყი და ბედნიერი ვარ ასეთი რთული გამოწვევების ეპოქაში ჩვენი ქვეყნის დაცვა რომ მიწევს ამ ადამიანთან ერთად", - განაცხადა ყაველაშვილმა.
პრეზიდენტობის კანდიდატმა ნდობისთვის ასევე მადლობა გადაუხადა მმართველ გუნდს.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს გაიმართება, ინაუგურაცია კი 29 დეკემბერს.
ქვეყნის მეექვსე პრეზიდენტის არჩევა მოხდება არა პირდაპირი წესით, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგიის მიერ, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
პრეზიდენტ ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება. იგი საქართველოს პრეზიდენტი 2018 წელს მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის წყალობით გახდა, რომელსაც რამდენიმე წლის შემდეგ ღია დაპირისპირება გამოუცხადა.
ზურაბიშვილი მტკიცედ უჭერს მხარს ოპოზიციას და აცხადებს, რომ 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები ტოტალურად გაყალბდა. პრეზიდენტი ხელისუფლებას პროდასავლურ კურსიდან გადახვევაში ადანაშაულებს და მთავრობის თანხმობის გარეშე უცხოეთში ვიზიტებს ახორციელებს.
2023 წლის ოქტომბერში საკონსტიტუციო სასამართლომ დაადასტურა ქვეყნის პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ ქვეყნის მთავარი კანონის – კონსტიტუციის 52-ე მუხლის დარღვევა, რომლის თანახმად პრეზიდენტს საგარეო ურთიერთობებში წარმომადგენლობითი ფუნქციების განხორციელება მხოლოდ მთავრობის ნებართვით შეუძლია.
მაშინ ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ სასამართლომ შეასრულა „ქართული ოცნების“ დაკვეთა და გააგრძელა ევროკავშირის ქვეყნებში ვიზიტების განხორციელება ოპოზიციისთვის მხარდაჭერის მოსაპოვებლად.
ვინ არის მიხეილ ყაველაშვილი?
მიხეილ ყაველაშვილი საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ყოფილი თავდამსხმელია. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის წევრი. 2024 წლის 20 მარტიდან პარტია „ხალხის ძალის“ პოლიტიკური მდივანი.
ყაველაშვილი დაიბადა 1971 წლის 22 ივნისს. 1989 წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტზე, 1990 წლიდან კი მისი წარმატებული სპორტული კარიერა დაიწყო.
1988-1995 წლებში თამაშობდა „დინამო თბილისში", შემდეგ გადავიდა „ალანია-ვლადიკავკაზში", თამაშობდა „მანჩესტერ სიტიში", „გრასჰოფერში" და რამდენიმე ევროპულ კლუბში.
2016 წელს მოიპოვა უეფას მწვრთნელთა განათლების B კატეგორიის ლიცენზია, არის ექსპერტი ფეხბურთის სფეროში.
ყაველაშვილმა 2022 წლის 28 ივნისს „ქართული ოცნება" რამდენიმე დეპუტატთან ერთად დატოვა. ერთი თვის შემდეგ მათ საზოგადოებრივი ორგანიზაცია „ხალხის ძალა" შემდეგ კ ამავე სახელწოდების პარტია დააფუძნეს.