თბილისი ახალი წლისთვის ემზადება - ღამის საათებში ტრანსპორტის მოძრაობა შეიზღუდება

© Courtesy of Tbilisi City Hall საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი
საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2024
გამოწერა
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთში დაგეგმილი საახალწლო განათებების სამონტაჟო სამუშაოების გამო 28 და 29 ნოემბრის 24:00 საათიდან 06:00 საათამდე პერიოდში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება, იუწყება დედაქალაქის მერია.
მუნიციპალური კომპანია „თბილსერვის ჯგუფი" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟს აგრძელებს - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
უწყების ცნობით, შეზღუდვის პერიოდში სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება ლეონიძის, ინგოროყვას, ალექსანდრე ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების მეშვეობით.
მელიქიშვილის გამზირიდან მთაწმინდის დანარჩენი ქუჩების მიმართულებით მოძრაობა დასაშვები იქნება ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდეგ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით.
მთაწმინდის რაიონის სხვა ქუჩებიდან მელიქიშვილის გამზირსა და მეტროსადგურ „რუსთაველის“ ტერიტორიაზე მოხვედრა კი შესაძლებელი იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების გავლით, თავისუფლების მოედანზე კი გადაადგილება შეზღუდული იქნება მხოლოდ რუსთაველის გამზირის მიმართულებით.
მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი ავტომობილები რუსთაველის გამზირზე, ზეთისხილის ხესთან მობრუნების შემდეგ, მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს საშუალებით იმოძრავებენ“.
საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისიდან იწყება და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.
თბილისის მერია ხელისუფლება „საახალწლო ქალაქის“ მოწყობისა და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტის გამართვაზე 8,6 მლნ ლარს დახარჯავს.
ყველა ახალი ამბავი
0