https://sputnik-georgia.com/20241127/tbilisshi-saaxalwlo-gonisziebebi-13-dekembers-daiwyeba-291107768.html
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება
Sputnik საქართველო
მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 8,6 მლნ ლარს დახარჯავს 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T15:49+0400
2024-11-27T15:49+0400
2024-11-27T15:49+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1a/285234791_0:159:3078:1890_1920x0_80_0_0_812a0e12974a77d79b9c0c3546c36e3b.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.კალაძის თქმით, წინა წლებთან განსხვავებით, წელს საახალწლო ღონისძიებები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, რადგანაც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს დაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაო მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.ამასთან, კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვა არეალის მორთვის პროცესში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მერია მზადაა გამოყოს შესაბამისი სივრცეები, დაინტერესებულ პირებს კი შესაძლებლობა ექნებათ ერთგვარი პიარ-კამპანია ჩაატარონ.„ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვის ტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნეს-სექტორი. მადლობა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ყოველთვის იღებენ ქალაქის მორთულობაში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან წელსაც დიდი დაინტერესება იქნება და ერთად გავალამაზებთ ჩვენს დედაქალაქს“, - აღნიშნა კალაძემ.დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.„თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა. წელს დედაქალაქის მთავრობა „საახალწლო ქალაქის“ მოსაწყობად და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტის ჩასატარებლად 8,6 მლნ ლარს დახარჯავს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0c/1a/285234791_174:0:2905:2048_1920x0_80_0_0_afd35540364d3e59f602852e5b4ca232.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება
მერია საახალწლო ღონისძიებებისთვის 8,6 მლნ ლარს დახარჯავს
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისში საახალწლო ღონისძიებები 13 დეკემბრიდან 7 იანვრის ჩათვლით გაიმართება, განაცხადა დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე.
კალაძის თქმით, წინა წლებთან განსხვავებით, წელს საახალწლო ღონისძიებები კიდევ უფრო ფართომასშტაბიანი იქნება, რადგანაც ორბელიანის მოედანსა და დედაენის ბაღს დაემატება იუსტიციის სახლის ავტოსადგომზე განთავსებული საციგურაო მოედანი, რომელიც წინა წელთან შედარებით, ოთხჯერ უფრო დიდი იქნება.
„26 დღის განმავლობაში მრავალფეროვანი გასართობი, სანახაობრივი ღონისძიებების გამართვას ვგეგმავთ. დედაქალაქის მოსახლეობისა და სტუმრებისთვის მოწყობილი საახალწლო სივრცეები საინტერესო წარმოდგენა-პერფორმანსებით, კულტურული, სპორტული, საგანმანათლებლო, საბავშვო, სხვადასხვა თემატური აქტივობით და განსხვავებული ჟანრის კონცერტებით დაიტვირთება“, - განაცხადა კალაძემ.
ამასთან, კალაძემ „საშობაო სოფლის“, ქუჩების, სკვერებისა და სხვადასხვა არეალის მორთვის პროცესში ბიზნეს-სექტორის წარმომადგენლებს აქტიურობისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მერია მზადაა გამოყოს შესაბამისი სივრცეები, დაინტერესებულ პირებს კი შესაძლებლობა ექნებათ ერთგვარი პიარ-კამპანია ჩაატარონ.
„ჩვენ დავამკვიდრეთ „საშობაო სოფლის“, ასევე, ქუჩების, სკვერების მორთვის ტრადიცია. ამ ყველაფერში ყოველ წელს ერთვება ბიზნეს-სექტორი. მადლობა მათ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის, რადგან ყოველთვის იღებენ ქალაქის მორთულობაში მონაწილეობას. დარწმუნებული ვარ, მათი მხრიდან წელსაც დიდი დაინტერესება იქნება და ერთად გავალამაზებთ ჩვენს დედაქალაქს“, - აღნიშნა კალაძემ.
დედაქალაქში საახალწლო განათებების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებში სრულდება. ტრადიციულად, მთავარ ნაძვის ხესა და ილუმინაციებს საზეიმო ვითარებაში დეკემბრის ბოლოს ანთებენ.
„თბილსერვის ჯგუფმა" დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში საახალწლო ილუმინაციების მონტაჟი ნოემბრის დასაწყისში დაიწყო და დეკემბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდება - ილუმინაციები და კონსტრუქციები საერთო ჯამში დედაქალაქის 90-მდე ქუჩასა და 30-მდე სკვერში მოეწყობა.
წელს დედაქალაქის მთავრობა „საახალწლო ქალაქის“ მოსაწყობად და ახალი წლის ღამის გალა-კონცერტის ჩასატარებლად 8,6 მლნ ლარს დახარჯავს.