https://sputnik-georgia.com/20241127/tbilisshi-gazit-11-adamiani-moiwamla-291101410.html
თბილისში ერთ დღეში CO-თი 11 ადამიანი მოიწამლა
თბილისში ერთ დღეში CO-თი 11 ადამიანი მოიწამლა
Sputnik საქართველო
„თბილისი ენერჯი" საკუთარი აბონენტების შიდა ქსელის უსაფრთხოებას უფასოდ ამოწმებს. 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T11:49+0400
2024-11-27T11:49+0400
2024-11-27T11:49+0400
საქართველო
თბილისი-ენერჯი
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/51/238815136_0:0:2000:1125_1920x0_80_0_0_56708834daca4bf15a87e091c28ea2c8.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისში გასულ კვირაში ერთ დღეში ბუნებრივი აირით 11 ადამიანი მოიწამლა, განაცხადა გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ „სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ.გაზის გაჟონვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში აქტუალური ხდება ცივი ამინდების დადგომისთანავე, როდესაც მოსახლეობა იწყებს გაზის გამათბობლების გამოყენებას. გაზის გაჟონვა თბილისსა და რეგიონებში ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია 2019 წლის იანვარში დიდ დიღომში მოხდა. მაშინ დაღუპულებს შორის ბავშვებიც იყვნენ.მისი თქმით, ოთხივე შემთხვევა სხვადასხვა მისამართზე დაფიქსირდა. ორ შემთხვევაში მიზეზი წყლის გამაცხელებელი იყო, ორ შემთხვევაში კი გამათბობელი - ძირითადად დარღვევები უკავშირდება დანადგარებს ღია წვის კამერით, რომლის დაყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება. ის იწვევს ინტოქსიკაციას და შემთხვევა შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.„თბილსი ენერჯის" მონაცემებით, წელს აბონენტთა 60% შემოწმდა. სპეციალისტები ამოწმებენ რამდენად ხარისხიანად არის დამონტაჟებული გათბობის დანადგარები.რაც შეეხება ლეტალობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევებს, წელს გარდაიცვალა 3 და მოიწამლა 25 ადამიანი. დეკანოიძის თქმით, აბონენტების შემოწმების პროცესი წლის განმავლობაში გრძელდება და გაიცემა რეკომედაციები.გაზთან დაკავშირებული საფრთხეები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: ერთი არის CO-თი ინტოქსიკაცია, მეორე - გაზის გაჟონვის შედეგად შექმნილი საფრთხე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება/აალება.დეკანოიძემ გასცა რეკომენდაციები უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, მისი თქმით, გასათბობად გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი დანადგარები, არ შეიძლება სათბობად გაზქურის გამოყენება, ასევე სწორად უნდა იყოს დამონტაჟებული ყველა დანადგარი, ხოლო თუ გაზის სუნი იგრძნობა, აუცილებლად დარეკონ ნომერზე - 114, გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში კი საჭიროა გაზის ონკანის გადაკეტვა და სივრცის განიავება.გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე წლებია, აღარ მოქმედებს ცენტრალური გათბობა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- და გაზის გამათბობლებით სარგებლობს. ხშირად ეს კუსტარული დანადგარებია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23881/51/238815136_132:0:1913:1336_1920x0_80_0_0_f63537a3a202f5209b0d09f922b18c2a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისი-ენერჯი, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისი-ენერჯი, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
თბილისში ერთ დღეში CO-თი 11 ადამიანი მოიწამლა
„თბილისი ენერჯი" საკუთარი აბონენტების შიდა ქსელის უსაფრთხოებას უფასოდ ამოწმებს.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. თბილისში გასულ კვირაში ერთ დღეში ბუნებრივი აირით 11 ადამიანი მოიწამლა, განაცხადა გაზგამანაწილებელი კომპანია „თბილისი ენერჯის“ „სწრაფი რეაგირების სამსახური 114 -ის“ უფროსმა ირაკლი დეკანოიძემ.
გაზის გაჟონვასთან დაკავშირებული საკითხები საქართველოში აქტუალური ხდება ცივი ამინდების დადგომისთანავე, როდესაც მოსახლეობა იწყებს გაზის გამათბობლების გამოყენებას. გაზის გაჟონვა თბილისსა და რეგიონებში ადამიანების სიკვდილის მიზეზი ხდება. ერთ-ერთი ასეთი ტრაგედია 2019 წლის იანვარში დიდ დიღომში მოხდა. მაშინ დაღუპულებს შორის ბავშვებიც იყვნენ.
„ზამთრის სეზონი დადგა, შესაბამისად, გათბობისთვის უკვე აქტიურად გამოიყენება გაზი. კვლავ გამოწვევად რჩება გაზის ის დანადგარები, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია. გასულ კვირაში ერთი დღის განმავლობაში დაფიქსირდა 4 შემთხვევა, როდესაც 11 ადამიანის ინტოქსიკაცია მოხდა", - განაცხადა დეკანოიძემ.
მისი თქმით, ოთხივე შემთხვევა სხვადასხვა მისამართზე დაფიქსირდა. ორ შემთხვევაში მიზეზი წყლის გამაცხელებელი იყო, ორ შემთხვევაში კი გამათბობელი - ძირითადად დარღვევები უკავშირდება დანადგარებს ღია წვის კამერით, რომლის დაყენება დახურულ სივრცეში არ შეიძლება. ის იწვევს ინტოქსიკაციას და შემთხვევა შეიძლება ლეტალურად დამთავრდეს.
„თბილსი ენერჯის" მონაცემებით, წელს აბონენტთა 60% შემოწმდა. სპეციალისტები ამოწმებენ რამდენად ხარისხიანად არის დამონტაჟებული გათბობის დანადგარები.
რაც შეეხება ლეტალობისა და ინტოქსიკაციის შემთხვევებს, წელს გარდაიცვალა 3 და მოიწამლა 25 ადამიანი.
დეკანოიძის თქმით, აბონენტების შემოწმების პროცესი წლის განმავლობაში გრძელდება და გაიცემა რეკომედაციები.
გაზთან დაკავშირებული საფრთხეები შეიძლება დაიყოს ორ ნაწილად: ერთი არის CO-თი ინტოქსიკაცია, მეორე - გაზის გაჟონვის შედეგად შექმნილი საფრთხე, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს აფეთქება/აალება.
„ორივე შემთხვევაში ჩვენი ჯგუფები ადგილზე სწავლობენ ტექნიკური ქსელის სტანდარტებთან შესაბამისობას, სწორად არის თუ არა დამონტაჟებული დანადგარი და აბონენტებს რეკომენდაციებს აძლევენ. თუ მდგომარეობა კრიტიკულია, ზოგიერთ შემთხვევაში გაზმომარაგება წყდება“, - განაცხადა დეკანოიძემ.
დეკანოიძემ გასცა რეკომენდაციები უბედური შემთხვევების თავიდან ასაცილებლად. კერძოდ, მისი თქმით, გასათბობად გამოყენებული უნდა იყოს შესაბამისი დანადგარები, არ შეიძლება სათბობად გაზქურის გამოყენება, ასევე სწორად უნდა იყოს დამონტაჟებული ყველა დანადგარი, ხოლო თუ გაზის სუნი იგრძნობა, აუცილებლად დარეკონ ნომერზე - 114, გაზის სუნის არსებობის შემთხვევაში კი საჭიროა გაზის ონკანის გადაკეტვა და სივრცის განიავება.
გაზის დანადგარების უსაფრთხოდ გამოყენების საკითხი საქართველოში მეტად აქტუალურია. საცხოვრებელ სახლებში უკვე წლებია, აღარ მოქმედებს ცენტრალური გათბობა და მოსახლეობა სხვადასხვა ელექტრო- და გაზის გამათბობლებით სარგებლობს. ხშირად ეს კუსტარული დანადგარებია.