https://sputnik-georgia.com/20241127/ruset-ukrainis-konfliqti-291106618.html
მოსაზრება: უკრაინული მარცხის შემდეგ, აშშ ცენტრალურ აზიაში „ჰეგემონობას“ გეგმავს
მოსაზრება: უკრაინული მარცხის შემდეგ, აშშ ცენტრალურ აზიაში „ჰეგემონობას“ გეგმავს
Sputnik საქართველო
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კოლონიზაციის დასავლური გეგმების კრახის შემდეგ, ამერიკის ინტერესების „მკლედი“ აღმოსავლეთისკენ გადაიხარა. ახლა აშშ-ის... 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T14:24+0400
2024-11-27T14:24+0400
2024-11-27T14:24+0400
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი
ანალიტიკა
მოსაზრება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/19/288091670_0:0:3072:1728_1920x0_80_0_0_2f65b7e1bdd2865ef17eaac0e6229c2b.jpg
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კოლონიზაციის დასავლური გეგმების კრახის შემდეგ, ამერიკის ინტერესების „მკლედი“ აღმოსავლეთისკენ გადაიხარა. ახლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ფოკუსში ცენტრალური აზიის ქვეყნებია. ამერიკელების ახალი მიდგომა, საშუალოვადიან პერსპექტივაში, გარკვეულ „ტკბილ ლუკმას“ ჰპირდება რეგიონს, თუმცა, საბოლოოდ, ეს „ავღანიზაციად“ ან „უკრაინიზაციად“ გადაიქცევა. ყველა აზიური, აფრიკული და ევროპული ქვეყნისათვის (ნატოს წევრების ჩათვლითადაც კი), ვაშინგტონის „ზრუნვა“ ტრადიციულად ეკონომიკურ პრობლემებში, დესტაბილიზაციაში, უბედურებებსა და ომებში გამოიხატება.აშშ ცენტრალური აზიის ქვეყნებს საკუთარი ეროვნული ინტერესების ზონად მიიჩნევს, ამასთანავე – რუსეთისა და ჩინეთის სუსტი წერტილის ზონად. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მთავარი ფიგურები ჯერ არ დაკომპლექტებულა, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკვე „ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგს“ უმზადებენ, რათა „აშშ-ის სტრატეგიული პოზიციები ცენტრალურ აზიაში აღდგეს“.მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვაშინგტონის აგრესიული რიტორიკა და საგარეო პოლიტიკა, როგორც ჩანს, არ შეიცვლება. სანამ ტრამპი მაიკ უოლცს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად დანიშნავდა, კონგრესმენმა მოუწოდა რუსეთთან „წყეული სანქციებით“ გამკლავებას – „ბირთვული იარაღის მქონე ბენზინგასამართ სადგურად“ მოხსენიებული სახელმწიფოს დასასუსტებლად. ასეთი მიდგომა მსოფლიო მშვიდობას კარგი პერსპექტივის გარეშე ტოვებს.ვაშინგტონის მიზანია, რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის ნგრევა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოყენება აშშ-ის პროქსი-ომებში, როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან დაპირისპირება ვაშინგტონის სტრატეგიული პრიორიტეტია. ამერიკის მიზანია, რეგიონში „მთავარი მოთამაშის“ როლის აღდგენა და ცენტრალური აზიის გამოყენება მოსკოვსა და პეკინზე ზემოქმედების ბერკეტად ისეთი სტრატეგიული საკითხების გადასაწყვეტად, როგორიცაა უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ტაივანი.ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს ინტერესები, რომლებიც რუსეთსა და ჩინეთს შორის არიან მოქცეულნი, ამერიკელებს დიდად არ აღელვებთ. განსაკუთრებით აღიზიანებთ მათი კავშირი რუსეთთან და სანქცირებული ტვირთების ტრანზიტის შესაძლებლობა. მაგალითად, ყირგიზეთში ევროკავშირიდან „იმპორტის უპრეცედენტო 1026%-იანი ზრდა“. განსაკუთრებით მტკივნეულია ისიც, რომ 2014 წლამდე აშშ ყირგიზეთის „მანასის“ სამხედრო ბაზას იყენებდა და ქვეყანას რეგიონალური „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნევდა.ყაზახეთი ვაშინგტონისთვის ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურება ცენტრალურ აზიაში „ამერიკული ჰეგემონიის რეინკარნაციისთვის“.ამერიკული ანალიტიკური გამოცემა The National Interest-ი გვთავაზობს, რომ აშშ-მ ცენტრალურ აზიაში თავისი სტრატეგიული პლაცდარმი აღადგინოს „ეკონომიკური სტიმულებით, რომლებიც პეკინისა და მოსკოვის შეთავაზებებს კონკურენციას გაუწევს“.თუმცა, აშშ-ის პირდაპირი ინვესტიციები ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში უმნიშვნელოა. 435 მილიონი დოლარიდან 2012 წელს, ეს მაჩვენებელი 2023 წელს 226 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს – 63 მილიონ დოლარამდე. შედარებისთვის, ამავე პერიოდში ჩინეთმა რეგიონში მილიარდობით დოლარი ჩადო, ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფარგლებში.რუსეთი აგრძელებს ცენტრალური აზიის რეგიონში თავისი მილიარდიანი ენერგეტიკული პროექტების გაფართოებას (გაზის ტრანზიტი, ელექტროენერგიის ექსპორტი, ბირთვული რეაქტორების მშენებლობა უზბეკეთში). ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთიდან შრომითი მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს შეადგენს (The National Interest-ის მონაცემებით).მოსკოვი აძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას რეგიონში, რუსული სამხედრო ბაზების დახმარებით ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში და რეგიონს საუკეთესო იარაღით ამარაგებს. უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას ცენტრალურ აზიაში მოსკოვის გავლენა არ შეუმცირებია.ამერიკელები მიიჩნევენ, რომ წარმატების გასაღები არის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება მინიმუმ ერთ „ამბიციურ საშუალო სახელმწიფოსთან რეგიონში“, რომელიც თანამშრომლობისკენ არის მიდრეკილი.დონალდ ტრამპისგან, როგორც ახლადარჩეული პრეზიდენტისგან, სავარაუდოდ, 2019-2025 წლებისთვის მიღებული „ცენტრალური აზიის სტრატეგიის“ გაგრძელებას ელიან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის „ეკონომიკურ კეთილდღეობას“.თუმცა, რასაც ახლა ვაკვირდებით, არ არის ისტორიული არჩევანი გზაჯვარედინზე – ეს უფრო ჰგავს „იანუკოვიჩის სტრატეგიის“ დახვეწის მცდელობას, რომელმაც, საბოლოოდ, უკრაინა გლობალური მასშტაბის კატასტროფამდე მიიყვანა.რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/05/19/288091670_228:0:2959:2048_1920x0_80_0_0_978e1dd8d0c743ef27e9873a4ad6f65c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ალექსანდრ ხროლენკო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24880/30/248803088_89:-1:630:541_100x100_80_0_0_f4b726e92ca45ca5f1fcf1b3c7d36b96.jpg
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მოსაზრება
რუსეთ-უკრაინის კონფლიქტი, ანალიტიკა, მოსაზრება
უკრაინის სამხედრო-პოლიტიკური და ეკონომიკური კოლონიზაციის დასავლური გეგმების კრახის შემდეგ, ამერიკის ინტერესების „მკლედი“ აღმოსავლეთისკენ გადაიხარა. ახლა აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოების ფოკუსში ცენტრალური აზიის ქვეყნებია. ამერიკელების ახალი მიდგომა, საშუალოვადიან პერსპექტივაში, გარკვეულ „ტკბილ ლუკმას“ ჰპირდება რეგიონს, თუმცა, საბოლოოდ, ეს „ავღანიზაციად“ ან „უკრაინიზაციად“ გადაიქცევა. ყველა აზიური, აფრიკული და ევროპული ქვეყნისათვის (ნატოს წევრების ჩათვლითადაც კი), ვაშინგტონის „ზრუნვა“ ტრადიციულად ეკონომიკურ პრობლემებში, დესტაბილიზაციაში, უბედურებებსა და ომებში გამოიხატება.
აშშ ცენტრალური აზიის ქვეყნებს საკუთარი ეროვნული ინტერესების ზონად მიიჩნევს, ამასთანავე – რუსეთისა და ჩინეთის სუსტი წერტილის ზონად. მიუხედავად იმისა, რომ თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის მთავარი ფიგურები ჯერ არ დაკომპლექტებულა, არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს უკვე „ეროვნული უსაფრთხოების დღის წესრიგს“ უმზადებენ, რათა „აშშ-ის სტრატეგიული პოზიციები ცენტრალურ აზიაში აღდგეს“.
მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვაშინგტონის აგრესიული რიტორიკა და საგარეო პოლიტიკა, როგორც ჩანს, არ შეიცვლება. სანამ ტრამპი მაიკ უოლცს ეროვნული უსაფრთხოების მრჩევლად დანიშნავდა, კონგრესმენმა მოუწოდა რუსეთთან „წყეული სანქციებით“ გამკლავებას – „ბირთვული იარაღის მქონე ბენზინგასამართ სადგურად“ მოხსენიებული სახელმწიფოს დასასუსტებლად. ასეთი მიდგომა მსოფლიო მშვიდობას კარგი პერსპექტივის გარეშე ტოვებს.
ვაშინგტონის მიზანია, რუსეთ-ჩინეთის პარტნიორობის ნგრევა და ცენტრალური აზიის ქვეყნების გამოყენება აშშ-ის პროქსი-ომებში, როგორც რუსეთის, ისე ჩინეთის წინააღმდეგ. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ ჩინეთთან დაპირისპირება ვაშინგტონის სტრატეგიული პრიორიტეტია. ამერიკის მიზანია, რეგიონში „მთავარი მოთამაშის“ როლის აღდგენა და ცენტრალური აზიის გამოყენება მოსკოვსა და პეკინზე ზემოქმედების ბერკეტად ისეთი სტრატეგიული საკითხების გადასაწყვეტად, როგორიცაა უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და ტაივანი.
ცენტრალური აზიის ხუთი სახელმწიფოს ინტერესები, რომლებიც რუსეთსა და ჩინეთს შორის არიან მოქცეულნი, ამერიკელებს დიდად არ აღელვებთ. განსაკუთრებით აღიზიანებთ მათი კავშირი რუსეთთან და სანქცირებული ტვირთების ტრანზიტის შესაძლებლობა. მაგალითად, ყირგიზეთში ევროკავშირიდან „იმპორტის უპრეცედენტო 1026%-იანი ზრდა“. განსაკუთრებით მტკივნეულია ისიც, რომ 2014 წლამდე აშშ ყირგიზეთის „მანასის“ სამხედრო ბაზას იყენებდა და ქვეყანას რეგიონალური „დემოკრატიის შუქურად“ მიიჩნევდა.
ყაზახეთი ვაშინგტონისთვის ყველაზე პერსპექტიულად გამოიყურება ცენტრალურ აზიაში „ამერიკული ჰეგემონიის რეინკარნაციისთვის“.
ამერიკული ანალიტიკური გამოცემა The National Interest-ი გვთავაზობს, რომ აშშ-მ ცენტრალურ აზიაში თავისი სტრატეგიული პლაცდარმი აღადგინოს „ეკონომიკური სტიმულებით, რომლებიც პეკინისა და მოსკოვის შეთავაზებებს კონკურენციას გაუწევს“.
თუმცა, აშშ-ის პირდაპირი ინვესტიციები ყაზახეთში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთში, თურქმენეთსა და უზბეკეთში უმნიშვნელოა. 435 მილიონი დოლარიდან 2012 წელს, ეს მაჩვენებელი 2023 წელს 226 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო 2024 წელს – 63 მილიონ დოლარამდე. შედარებისთვის, ამავე პერიოდში ჩინეთმა რეგიონში მილიარდობით დოლარი ჩადო, ინიციატივა „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ფარგლებში.
რუსეთი აგრძელებს ცენტრალური აზიის რეგიონში თავისი მილიარდიანი ენერგეტიკული პროექტების გაფართოებას (გაზის ტრანზიტი, ელექტროენერგიის ექსპორტი, ბირთვული რეაქტორების მშენებლობა უზბეკეთში). ცენტრალური აზიის ზოგიერთ ქვეყანაში რუსეთიდან შრომითი მიგრანტების მიერ გადმორიცხული თანხები მთლიანი შიდა პროდუქტის 50%-ს შეადგენს (The National Interest-ის მონაცემებით).
მოსკოვი აძლიერებს კოლექტიურ უსაფრთხოებას რეგიონში, რუსული სამხედრო ბაზების დახმარებით ყაზახეთში, ყირგიზეთსა და ტაჯიკეთში და რეგიონს საუკეთესო იარაღით ამარაგებს. უკრაინაში მიმდინარე სპეცოპერაციას ცენტრალურ აზიაში მოსკოვის გავლენა არ შეუმცირებია.
ამერიკელები მიიჩნევენ, რომ წარმატების გასაღები არის პარტნიორული ურთიერთობების გაძლიერება მინიმუმ ერთ „ამბიციურ საშუალო სახელმწიფოსთან რეგიონში“, რომელიც თანამშრომლობისკენ არის მიდრეკილი.
დონალდ ტრამპისგან, როგორც ახლადარჩეული პრეზიდენტისგან, სავარაუდოდ, 2019-2025 წლებისთვის მიღებული „ცენტრალური აზიის სტრატეგიის“ გაგრძელებას ელიან, რომელიც მიზნად ისახავს რეგიონის „ეკონომიკურ კეთილდღეობას“.
თუმცა, რასაც ახლა ვაკვირდებით, არ არის ისტორიული არჩევანი გზაჯვარედინზე – ეს უფრო ჰგავს „იანუკოვიჩის სტრატეგიის“ დახვეწის მცდელობას, რომელმაც, საბოლოოდ, უკრაინა გლობალური მასშტაბის კატასტროფამდე მიიყვანა.
რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს და პასუხს არ აგებს მათზე