რა ეტაპზეა დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა საქართველოში? უწყების განმარტება

© Yale Universityდნმ მოლეკულა
დნმ მოლეკულა - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2024
გამოწერა
დნმ-ის მონაცემთა ბაზაში ასევე აისახება სისხლის სამართლის საქმის გამოძიების ეტაპზე ფიზიკური პირისგან, გვამისგან, შემთხვევის ადგილიდან ან სხვა მატერიალური საგნიდან განსაზღვრული გენეტიკური პროფილები.
თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტმა მიმდინარე წლის ბოლომდე დაამტკიცა კანონპროექტი, რომელიც ქვეყანაში დნმ-ისა და თითის ანაბეჭდების მონაცემთა ბაზის შექმნის საშუალებას იძლევა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა საკანონმდებლო ორგანოში.
დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნა დანაშაულის პრევენციას, დანაშაულის გახსნისა და გამოძიების, აგრეთვე, დაკარგულ პირთა იდენტიფიკაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
„სამინისტრო აქტიურად მუშაობს დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნაზე, რაც მნიშვნელოვნად გაზრდის დანაშაულის გამოძიების ხარისხს. ასევე, მიმდინარე წელს დამტკიცდება კანონპროექტი დნმ-ის ბაზის შექმნის შესახებ, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით უკვე მიიღო", - განაცხადა გომელაურმა.
მისი თქმით, მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ლაბორატორიული ტექნიკური საშუალებების განახლება და ცალკეული საექსპერტო მიმართულებების აკრედიტაციის სფეროს გაფართოება.
სისხლის სამართლის დნმ-ის მონაცემთა ბაზის შექმნის იდეა საქართველოში ჯერ კიდევ 2022 წელს გაჩნდა, როდესაც პარლამენტმა მიიღო პროექტი „დნმ-ის კოდებისა და თითის ანაბეჭდის მონაცემების ერთიანი ბანკების შექმნის შესახებ."
თავდაპირველად ერთიანი დნმ ბანკის შესაქმნელად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 13 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმებოდა. გარდა ამისა, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში დაფინანსდება თითის ანაბეჭდის მონაცემების ერთი ბანკის შექმნა.
ამავე დროს, იმ დროისთვის, როდესაც პროექტი ძალაში შევა, ქვეყანა გეგმავს ლაბორატორიული გამოკვლევებისა და დანაშაულის ადგილის ინსპექტირების ჩატარების საერთაშორისო სტანდარტის დანერგვას, ასევე გამომძიებლების გადამზადებას მტკიცებულებების დამუშავების თვალსაზრისით.
ყველა ახალი ამბავი
0