https://sputnik-georgia.com/20241127/papava-erovnuli-bankebis-rezervebis-shevsebaze-291112152.html
როგორც მოსალოდნელი იყო - ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებაზე
როგორც მოსალოდნელი იყო - ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებაზე
Sputnik საქართველო
რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა, განაცხადა ექსპერტმა 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T18:09+0400
2024-11-27T18:09+0400
2024-11-27T19:30+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23058/89/230588974_0:0:1500:844_1920x0_80_0_0_3454cc0b516b42b9c12cae66103f1a71.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. პანიკის დასრულებამ და ვითარების დასტაბილურებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობა მისცა, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ.მარეგულირებელმა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა. ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, რეზერვები 85,7 მლნ დოლარით შეავსო. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502,2 მლნ დოლარია.მისი შეფასებით, ექსპერტებისა და რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც კი არჩევნების შემდგომ სიტუაციამ თანდათან დაიწყო დასტაბილურება, სებ-მა განაგრძო რეზერვების შევსება.„ზოგიერთი ექსპერტის მიზანი იყო პანიკა შეექმნათ საზოგადოებასა და ბიზნესში. ამ პანიკის ფონზე კიდევ უფრო გაუფასურებულიყო ლარი და გართულებულიყო ეკონომიკური მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას აძლევდა ხელს“, - განაცხადა პაპავამ.როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ლარი არის სტაბილურობის გარანტი, ის არის ეროვნული ვალუტა, რაც ყველას ერთნაირად სჭირდება, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია თუ რიგითი ადამიანები.მისი თქმით, სავალუტო რეზერვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკისთვის, რადგან გამოიყენება ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.სებ-ი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.როგორც რეგულატორმა აღნიშნა, გაგრძელდება რეზერვების შევსების პროცესი სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამას შესაძლებელს გახდის.2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვებმა, წინასწარი მონაცემებით, 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის ივნისის შემდეგ. ოქტომბერში რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.ეროვნული ბანკი რეზერვებს ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხარჯავს.მარეგულირებელმა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა.ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.2023 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23058/89/230588974_153:0:1486:1000_1920x0_80_0_0_6a9d4836d68c069fba7f0ed2e00ad18b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
როგორც მოსალოდნელი იყო - ექსპერტი ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შევსებაზე
18:09 27.11.2024 (განახლებულია: 19:30 27.11.2024) რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა, განაცხადა ექსპერტმა
თბილისი, 27 ნოემბერი – Sputnik. პანიკის დასრულებამ და ვითარების დასტაბილურებამ საქართველოს ეროვნულ ბანკს სავალუტო რეზერვების შევსების შესაძლებლობა მისცა, განაცხადა ეკონომიკის ექსპერტმა ლადო პაპავამ.
მარეგულირებელმა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა. ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, რეზერვები 85,7 მლნ დოლარით შეავსო. ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502,2 მლნ დოლარია.
„როგორც მოსალოდნელი იყო, ეროვნულმა ბანკმა განახორციელა რეზერვების შევსებისთვის პირველი შესყიდვა და დარწმუნებული ვარ, რეზერვების ზრდა გაგრძელდება“, - განაცხადა პაპავამ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.
მისი შეფასებით, ექსპერტებისა და რიგი პოლიტიკოსების განცხადებები, რომ სისტემა ჩამოიშლება და ლარი გაუფასურდება, მცდარი აღმოჩნდა, ვინაიდან როგორც კი არჩევნების შემდგომ სიტუაციამ თანდათან დაიწყო დასტაბილურება, სებ-მა განაგრძო რეზერვების შევსება.
„ზოგიერთი ექსპერტის მიზანი იყო პანიკა შეექმნათ საზოგადოებასა და ბიზნესში. ამ პანიკის ფონზე კიდევ უფრო გაუფასურებულიყო ლარი და გართულებულიყო ეკონომიკური მდგომარეობა, რაც რა თქმა უნდა, ოპოზიციას აძლევდა ხელს“, - განაცხადა პაპავამ.
როგორც ექსპერტმა აღნიშნა, ლარი არის სტაბილურობის გარანტი, ის არის ეროვნული ვალუტა, რაც ყველას ერთნაირად სჭირდება, იქნება ეს ხელისუფლება, ოპოზიცია თუ რიგითი ადამიანები.
მისი თქმით, სავალუტო რეზერვები არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ეროვნული ბანკისთვის, რადგან გამოიყენება ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად.
„ამიტომ როდესაც ეროვნულ ვალუტას უჭირს და უფასურდება, თუ ეს გაუფასურება არ არის გამოწვეული ფუნდამენტური ეკონომიკური ფაქტორებით, მაშინ სებ-ი ვალდებულია, რომ სავალუტო რეზერვების გამოყენებით გადაარჩინოს ეროვნული ვალუტის გაცვლითი კურსი, შეუნარჩუნოს მას სტაბილურობა“, - განაცხადა პაპავამ.
სებ-ი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
როგორც რეგულატორმა აღნიშნა, გაგრძელდება რეზერვების შევსების პროცესი სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამას შესაძლებელს გახდის.
2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვებმა, წინასწარი მონაცემებით, 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის ივნისის შემდეგ. ოქტომბერში რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
ეროვნული ბანკი რეზერვებს ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხარჯავს.
მარეგულირებელმა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა.
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულობა 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.