https://sputnik-georgia.com/20241127/mdinaradze-prezidenti-iqneba-adamiani-romelic-emsaxureba-samshoblos-291101602.html
მდინარაძე: საქართველოს პრეზიდენტი იქნება ადამიანი, რომელიც ემსახურება საკუთარ სამშობლოს
მდინარაძე: საქართველოს პრეზიდენტი იქნება ადამიანი, რომელიც ემსახურება საკუთარ სამშობლოს
Sputnik საქართველო
პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T10:17+0400
2024-11-27T10:17+0400
2024-11-27T10:59+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
ქართული ოცნება
საქართველოს პრეზიდენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810487_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_8fae2285c81ec2465f8a7be0a9369ec8.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელშიც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით. მოქმედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება.საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უარყო ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტზე აპირებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის კონსტანტინე გამსახურდიას კანდიდატურის წარდგენას.როგორც ადრე მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება" ძალიან მალე დაასახელებს სახელმწიფოს მომავალი მეთაურის კანდიდატურას.სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები იმართება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/0a/1f/283810487_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_b3ebc8129217c50e3f17f05a3524e84a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, ქართული ოცნება , საქართველოს პრეზიდენტი, ახალი ამბები
მდინარაძე: საქართველოს პრეზიდენტი იქნება ადამიანი, რომელიც ემსახურება საკუთარ სამშობლოს
10:17 27.11.2024 (განახლებულია: 10:59 27.11.2024) პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელშიც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები 14 დეკემბერს, ინაუგურაციის ცერემონია კი 29 დეკემბერს გაიმართება. პრეზიდენტი ირჩევა ხუთი წლის ვადით. მოქმედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უფლებამოსილების ვადა 16 დეკემბერს იწურება.
„პრეზიდენტობის კანდიდატი გარანტირებულად იქნება ადამიანი, რომელშიც ყველა იქნება დარწმუნებული, რომ ის მხოლოდ საკუთარ სამშობლოს ემსახურება. დანარჩენი - ადამიანური თვისებები, კომპეტენცია და ბევრი სხვაა, მაგრამ მთავარია, იყოს ქართველი და აქ არ არის მხოლოდ გენეტიკურ ნაწილზე საუბარი. ქართველი უნდა იყოს და ემსახურებოდეს საქართველოს“, - განაცხადა მდინარაძემ.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა უარყო ოპოზიციური მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ „ქართული ოცნება“ პრეზიდენტის პოსტზე აპირებს მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ექს-პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის და საქართველოს პირველი პრეზიდენტის ვაჟის, ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორის კონსტანტინე გამსახურდიას კანდიდატურის წარდგენას.
როგორც ადრე მმართველი პარტიის გენმდივანმა კახა კალაძემ განაცხადა, „ქართული ოცნება" ძალიან მალე დაასახელებს სახელმწიფოს მომავალი მეთაურის კანდიდატურას.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები იმართება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში.