https://sputnik-georgia.com/20241127/davitashvili-shua-derepnis-marshrutze-291115494.html
საქართველო „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით გააქტიურდება
საქართველო „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით გააქტიურდება
Sputnik საქართველო
მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა სატრანსპორტო - ლოჯისტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები. 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T21:39+0400
2024-11-27T21:39+0400
2024-11-27T21:39+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904924_0:0:3001:1688_1920x0_80_0_0_a43ac91a4f1ced137eb46466fc8d1888.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პარლამეკტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.მისი თქმით, 2023 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 701.442 TEU შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 47,0%-ით მეტია (477 094 TEU).დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა სატრანსპორტო - ლოჯისტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები.მისი თქმით, დასკვნით ეტაპზეა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი და აღნიშნა, რომ პორტი მუშაობას არაუგვიანეს 2029 წლისა დაიწყებს. დავითაშვილის განცხადებით, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათას კონტეინერს (TEU) მიაღწევს, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ დოლარს გაუტოლდება.მინისტრობის კანდიდატმა ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება. მისი თქმით, ასევე დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც „შუა დერეფნის" განუყოფელი ნაწილია.„შუა დერეფნის" როლიტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/03/02/264904924_164:0:2825:1996_1920x0_80_0_0_e35fa6c2422921bdcfbd3ceb184ea8cc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით გააქტიურდება
მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა სატრანსპორტო - ლოჯისტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მომდევნო წლებში კიდევ უფრო გააქტიურდება საქართველოზე გამავალი სატრანსპორტო მარშრუტების, მათ შორის, „შუა დერეფნის“ მიმართულებით დამატებითი ტვირთების მოზიდვის კუთხით მუშაობა, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პარლამეკტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
„შუა დერეფანი“ გადის ჩინეთის, ყაზახეთის, კასპიის ზღვის, აზერბაიჯანის, თურქეთის, საქართველოს ავლით ევროპის ქვეყნებისკენ. ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
„ქვეყნის სატრანსპორტო და ლოჯისტიკური პოტენციალის სრულად გამოყენების მიმართულებით, მთავრობა მიზნად სექტორის კონკურენტუნარიანობის გაზრდას და მდგრადი, ეფექტური სატრანსპორტო კავშირების შექმნას ისახავს, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ ქვეყნის ეკონომიკური ინტეგრაციის გაძლიერებაში", - განაცხადა დავითაშვილმა.
მისი თქმით, 2023 წელს ფოთისა და ბათუმის საზღვაო ნავსადგურებში ჯამურად გადამუშავებულმა კონტეინერების რაოდენობამ 701.442 TEU შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 47,0%-ით მეტია (477 094 TEU).
დავითაშვილის განცხადებით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის სატრანსპორტო კავშირების გაძლიერების მიზნით, გაგრძელდება მუშაობა შავ ზღვაზე ბულგარეთთან და რუმინეთთან პირდაპირი საბორნე ხაზების დამატების და მიმოსვლის ინტენსივობის გაზრდის მიმართულებით.
მინისტრობის კანდიდატმა დაასახელა სატრანსპორტო - ლოჯისტიკური პროექტები, რომელთა განხორციელება ხელს შეუწყობს საქართველოს, მოიზიდოს დამატებითი ტვირთები.
მისი თქმით, დასკვნით ეტაპზეა ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის განვითარებისთვის კერძო პარტნიორის გამოვლენის პროცესი და აღნიშნა, რომ პორტი მუშაობას არაუგვიანეს 2029 წლისა დაიწყებს.
დავითაშვილის განცხადებით, პირველი ფაზის დასრულების შემდეგ პორტის გამტარუნარიანობა წელიწადში 600 ათას კონტეინერს (TEU) მიაღწევს, ხოლო განხორციელებული ინვესტიცია 600 მლნ დოლარს გაუტოლდება.
მინისტრობის კანდიდატმა ასევე რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე ისაუბრა, რომლის დასრულების შემდეგაც რკინიგზის წლიური გამტარუნარიანობა 27 მილიონიდან 48 მილიონ ტონამდე, ხოლო, საჭიროების შემთხვევაში, ავტომატური ბლოკირების სისტემის დამონტაჟებით – 100 მილიონ ტონამდე გაიზრდება.
მისი თქმით, ასევე დასკვნით ეტაპზეა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა, რომელიც „შუა დერეფნის" განუყოფელი ნაწილია.
ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი 2014 წლის თებერვალში შეიქმნა აზერბაიჯანის, ყაზახეთისა და საქართველოს საზღვაო და სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში წამყვანი საწარმოების მონაწილეობით.
2022 წლის ივნისში თურქეთის, აზერბაიჯანის და ყაზახეთის საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ სამმხრივი და რეგიონული თანამშრომლობის გაძლიერებაზე და კასპიის ზღვის გავლით „შუა დერეფნის“ პოტენციალის განვითარებაზე. თურქეთი გამოვიდა ინიციატივით, საქართველო ჩართულიყო დერეფანში როგორც სატრანზიტო გზის ნაწილი.
2023 წელს „შუა დერეფნის“ გავლით გადაზიდულია 2,7 მლნ ტონა ტვირთი, რაც 2022 წელთან შედარებით 86%-ით მეტია. ამჟამად ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის პროექტში 11 ქვეყნიდან 25 კომპანიაა წარმოდგენილი.
ჩინეთთან, თურქეთთან და ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის მოქმედი შეთანხმებების გათვალისწინებით, საქართველოს სატრანზიტო როლს ეკონომიკის განვითარებაში განსაკუთრებული როლი უკავია. საქართველოს როლის გაძლიერებისთვის ხორციელდება აღმოსავლეთი-დასავლეთის ტრასის ნაწილის მასშტაბური პროექტი, რომელიც საქართველოს გავლით აზიას და ევროპას აკავშირებს.