https://sputnik-georgia.com/20241127/davitashvili-ekonomikuri-zrdis-perspeqtivebze-291115202.html
განვითარებულ ქვეყნებთან დაახლოება: დავითაშვილი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე
განვითარებულ ქვეყნებთან დაახლოება: დავითაშვილი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე
Sputnik საქართველო
მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების წინაშე მომავალი რამდენიმე წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებსა და პროგნოზებზე ისაუბრა. 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T21:00+0400
2024-11-27T21:00+0400
2024-11-27T21:00+0400
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
ეკონომიკა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/14/291022381_0:0:2048:1153_1920x0_80_0_0_b236b5a65b277bcb061ada3844ac5eae.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მაღალი ეკონომიკური ზრდით საქართველო განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეს მიუახლოვდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11%, 2023 წელს - 7,8% იყო. 2024 წლის სექტემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა - 9,8%.დავითაშვილმა დეპუტატებს მომავალ წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებისა და პროგნოზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.მისი თქმით, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერების მიზნით მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკის შენარჩუნებას და, შედეგად, 2028 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი – 130 მლრდ ლარს, მშპ ერთ სულზე კი 35 ათას ლარს (13 ათას აშშ დოლარს) გადააჭარბებს.როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი ბევრ რამეზე მეტყველებს - პირველ რიგში, ხელისუფლების გააზრებულ, თანმიმდევრულ, სწორ და ეფექტიან ხედვასა და პოლიტიკაზე ეკონომიკის თითქმის ყველა დარგისა და სექტორის მიმართულებით.როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სიღარიბის შემცირების ტენდენციაც გაგრძელდება და 2028 წელს 4%-მდე შემცირდება - სიღარიბეს დამატებით 290 ათასამდე ადამიანი დაძლევს.„რაც შეეხება სიღარიბეს, გასულ წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე, 11.8%-მდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. თუმცა, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, – განაცხადა დავითაშვილმა.„საქსტატის" ცნობით, საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო მოსახლეობის 11,8%, რაც 3,8%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/14/291022381_0:0:1822:1366_1920x0_80_0_0_5224106f6647f69972a9fbb40fd818fc.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, ეკონომიკა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
განვითარებულ ქვეყნებთან დაახლოება: დავითაშვილი ქვეყნის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებზე
მინისტრობის კანდიდატმა დეპუტატების წინაშე მომავალი რამდენიმე წლის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებსა და პროგნოზებზე ისაუბრა.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მაღალი ეკონომიკური ზრდით საქართველო განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეს მიუახლოვდება, განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ლევან დავითაშვილმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.
ბოლო წლებში საქართველოს მშპ სტაბილურად იზრდება. საქართველოს ეკონომიკურმა ზრდამ 2021 წელს 10,6% შეადგინა, 2022 წლის საშუალო მაჩვენებელი 11%, 2023 წელს - 7,8% იყო. 2024 წლის სექტემბერში რეალურმა ეკონომიკურმა ზრდამ 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 8,3% შეადგინა, ხოლო 2024 წლის იანვარ-სექტემბერში მშპ-ს რეალური ზრდის საშუალო მაჩვენებელმა - 9,8%.
„მაღალი ეკონომიკური ზრდა შექმნის შესაძლებლობას, თანდათანობით შემცირდეს სხვაობა საქართველოსა და განვითარებული ქვეყნების ცხოვრების დონეებს შორის. ამასთან, მაღალი ეკონომიკური აქტივობის და სტრუქტურული გაუმჯობესების პარალელურად, ქვეყანაში დამატებით 200 ათასზე მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება", - განაცადა დავითაშვილმა.
დავითაშვილმა დეპუტატებს მომავალ წლებში საქართველოს ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებისა და პროგნოზების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მისი თქმით, მაკროეკონომიკური პოლიტიკის ჩარჩოს გაძლიერების მიზნით მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა უზრუნველყოფს მაღალი ეკონომიკური ზრდის დინამიკის შენარჩუნებას და, შედეგად, 2028 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი – 130 მლრდ ლარს, მშპ ერთ სულზე კი 35 ათას ლარს (13 ათას აშშ დოლარს) გადააჭარბებს.
როგორც დავითაშვილმა განაცხადა, ეკონომიკური ზრდის სწრაფი ტემპი ბევრ რამეზე მეტყველებს - პირველ რიგში, ხელისუფლების გააზრებულ, თანმიმდევრულ, სწორ და ეფექტიან ხედვასა და პოლიტიკაზე ეკონომიკის თითქმის ყველა დარგისა და სექტორის მიმართულებით.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მსოფლიო ეკონომიკური მიმოხილვის ფარგლებში გამოქვეყნებული შეფასებების და პროგნოზების მიხედვით, მიმდინარე წელს და საშუალოვადიან პერიოდში საქართველოს ექნება ყველაზე მაღალი ეკონომიკური ზრდა ფართო რეგიონის და ევროპის ქვეყნებს შორის“, – განაცხადა დავითაშვილმა.
როგორც მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სიღარიბის შემცირების ტენდენციაც გაგრძელდება და 2028 წელს 4%-მდე შემცირდება - სიღარიბეს დამატებით 290 ათასამდე ადამიანი დაძლევს.
„რაც შეეხება სიღარიბეს, გასულ წელს სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვევით მყოფი მოსახლეობის წილი ისტორიულ მინიმუმამდე, 11.8%-მდე შემცირდა და მხოლოდ სამი წლის განმავლობაში 350 ათასზე მეტმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. თუმცა, აღნიშნული პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, სიღარიბე კვლავ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება“, – განაცხადა დავითაშვილმა.
„საქსტატის" ცნობით, საქართველოში 2023 წელს სიღარიბის ზღვარს მიღმა იყო მოსახლეობის 11,8%, რაც 3,8%-ით ნაკლებია 2022 წლის მაჩვენებელზე.