რუსეთს CSTO-სთვის დახმარება ჯერ არ უთხოვია

© photo: Sputnik / Michail Voskresenskiy / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 27.11.2024
გამოწერა
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვს ჯერარ მოუმართავს დახმარების თხოვნით რუსეთის ტერიტორიაზე უკრაინელი სამხედროების მიერშორი მანძილის რაკეტა ATACMS-ებით დარტყმის გამო, განაცხადა კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციის (CSTO) გენერალურმა მდივანმა იმანგალი ტასმაგამბეტოვმა.
მისი თქმით, დარტყმის თემა CSTO-ს მოახლოებული სხდომის დღის წესრიგში არ შედის. თუმცა, წევრი სახელმწიფოების მეთაურები იმსჯელებენ ორგანიზაციის პასუხისმგებლობის არეალში და მის საზღვრებთან არსებულ ზოგად მდგომარეობას, რომელიც მოიცავს აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონებს.
„კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ფარგლებში, დახმარების გაწევა, მათ შორის სამხედრო დახმარებისა, ხდება თავად წევრი სახელმწიფოს მოთხოვნით. მოგეხსენებათ, ხელშეკრულების ეს დებულება პრაქტიკაში უკვე იყო გამოყენებული. ამ დროისთვის მსგავსი მოთხოვნა რუსეთიდან არ შემოსულა“, — განმარტა ტასმაგამბეტოვმა.
მიმდინარე წლის 19 ნოემბერს ცნობილი გახდა, რომ უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუეთის ტერიტორიაზე შორი მანძილის რაკეტა ATACMS-ებით მიიტანეს შეტევა. ეს აშშ-ის პრეზიდენტ ბაიდენის მიერ უკრაინისთვის ამერიკული წარმოების რაკეტებით რუსეთზე შეტევის უფლების მინიჭებიდან ორი დღის შემდეგ მოხდა.
კიდევ ორი დღის შემდეგ კი, 21 ნოემბერს, რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ქვეყნის მოქალაქეებს მიმართა ტელევიზიით და აცნობა, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა უახლესი რუსული საშუალო რადიუსის სარაკეტო სისტემა „ორეშნიკი“ გამოცადა, რა დროსაც არაბირთვული ქობინის მქონე ბალისტიკურმა რაკეტამ უკრაინის ტერიტორიაზე დნეპროპეტროვსკის დიდ სამხედრო ობიექტი — სარაკეტო და სხვა იარაღის მწარმოებელი კომპლექსი გაანადგურა. მისი თქმით, ეს იყო პასუხი ბრიანსკისა და კურსკის ოლქებზე უკრაინის არმიის თავდასხმაზე, რომელიც მანამდე კიევმა ამერიკული და ბრიტანული ATACMS-ებითა და Storm Shadow-ებით განახორციელა.
ყველა ახალი ამბავი
0