https://sputnik-georgia.com/20241127/avlabris-metros-rekonstruqcia-dasrulda-291110765.html
მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია დასრულდა
მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია დასრულდა
Sputnik საქართველო
მეტროს სადგური „ავლაბარი“ 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა. 27.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-27T16:17+0400
2024-11-27T16:17+0400
2024-11-27T16:17+0400
საქართველო
თბილისის მერია
თბილისი დღეს
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/51/238925181_0:103:2000:1228_1920x0_80_0_0_b4b96d61445fd0a9177bf1f51d5cd070.jpg
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.მეტროს სადგურ „ავლაბრის“ გარდასახვა 2022 წლის ივლისში დაიწყო. სადგურის განახლებისა და შეკეთების პროექტის ღირებულება 4,2 მილიონი ლარია. სამუშაოები კომპანია Bada Group-მა განახორციელა.გავრცელებული ინფორმაციით,სამუშაოები ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე-სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას.„სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა შესაბამის ვადებში. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა რვა თვეს, მაგრამ სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შედეგად სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე აუცილებელი გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით", - განაცხადა კალაძემ.მისი თქმით, მგზავრთა უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სადგურის კონსტრუქციულ მდგრადობაზე ჩატარდა არაერთი დამატებითი კვლევა. „საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც გამოიწვია ვადების გადაწევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე გადაცილება“, - განაცხადა კალაძემ.კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები სადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე ჩატარდა.მეტროს სადგური „ავლაბარი“ 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23892/51/238925181_112:0:1888:1332_1920x0_80_0_0_ffb2f46d7120d64f3c2d03d4d3f362be.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, თბილისის მერია, თბილისი დღეს, საზოგადოება, ახალი ამბები
მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია დასრულდა
მეტროს სადგური „ავლაბარი“ 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა.
თბილისი, 27 ნოემბერი — Sputnik. მეტროს სადგურ „ავლაბრის“ ზედა ვესტიბიულის რეკონსტრუქცია და კაპიტალური სამუშაოები დასრულდა, განაცხადა თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე.
მეტროს სადგურ „ავლაბრის“ გარდასახვა 2022 წლის ივლისში დაიწყო. სადგურის განახლებისა და შეკეთების პროექტის ღირებულება 4,2 მილიონი ლარია. სამუშაოები კომპანია Bada Group-მა განახორციელა.
გავრცელებული ინფორმაციით,სამუშაოები ითვალისწინებდა სადგურის ზედა ვესტიბიულის სრულ რეკონსტრუქციას, გარე-სადრენაჟე სისტემის მოწყობას, სამანქანე დარბაზის ფილის გამაგრებასა და შიდა სამეურნეო ოთახების მოწყობას.
„სამუშაოების შესრულების დროს გამოიკვეთა გარკვეული პრობლემები, რამაც განაპირობა ის, რომ პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები ვერ დასრულდა შესაბამის ვადებში. ხელშეკრულების მიხედვით, სამუშაოს შესრულების ვადა შეადგენდა რვა თვეს, მაგრამ სადგურის სახურავის ფენების დემონტაჟის შედეგად სადგურის ვესტიბიულის რკინაბეტონის თაღსა და კონსოლზე აუცილებელი გახდა დამატებითი კვლევების ჩატარება, მათი მდგომარეობის დადგენის მიზნით", - განაცხადა კალაძემ.
მისი თქმით, მგზავრთა უსაფრთხოების პრიორიტეტულობიდან გამომდინარე, სადგურის კონსტრუქციულ მდგრადობაზე ჩატარდა არაერთი დამატებითი კვლევა.
„საბოლოოდ, სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადებული დასკვნისა და რეკომენდაციების საფუძველზე განხორციელდა პროექტის მნიშვნელოვანი ცვლილებები, რამაც გამოიწვია ვადების გადაწევა და ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაზე გადაცილება“, - განაცხადა კალაძემ.
კორექტირებული პროექტის მიხედვით, გამაგრდა სადგურის რკინა-ბეტონის თაღი და კოლონები, სრულად შეიცვალა სახურავის ჰიდროსაიზოლაციო ფენები, მოეწყო მიწისქვეშა წყლებისგან დამცავი გარე სადრენაჟე სისტემა, შეიცვალა სადგურის ინტერიერი და ფასადი, ზედაპირები მოპირკეთდა თანამედროვე მასალებით, გამოიცვალა იატაკის ფილები, განახლდა განათების, საინფორმაციო და ვიდეოსამეთვალყურეო სისტემები და სხვა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, სამუშაოები სადგურის დაკეტვისა და მგზავრთა შეფერხების გარეშე ჩატარდა.
მეტროს სადგური „ავლაბარი“ 1967 წლის 6 ნოემბერს გაიხსნა.