https://sputnik-georgia.com/20241126/qartveli-mociguraveebi-isu-granprize-iasparezeben-291088951.html
ქართველი მოციგურავეები ISU-ს გრან-პრის ფინალში პირველად იასპარეზებენ
ქართველი მოციგურავეები ISU-ს გრან-პრის ფინალში პირველად იასპარეზებენ
Sputnik საქართველო
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გრან-პრის სერიის ეტაპები 24 ქულით დაასრულეს, საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს. 26.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-26T13:49+0400
2024-11-26T13:49+0400
2024-11-26T13:49+0400
საქართველო
სპორტი
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/09/290811725_0:232:1280:952_1920x0_80_0_0_354dccf430c8d10dffc5f5d4be6906af.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მოციგურავეების ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს ISU-ს გრან-პრის ფინალში, იუწყება „პირველი არხი".ISU-ს გრან-პრის ფინალს, რომელიც 5-8 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთის ქალაქი გრენობლი უმასპინძლებს. ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გრან-პრის სერიის ეტაპები 24 ქულით დაასრულეს, საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს.ფინალში ერთმანეთს სულ ექვსი წყვილი შეეჯიბრება – კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საქართველოდან და აშშ-დან.მეტელკინა-ბერულავას წყვილმა 23 ნოემბერს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირ Challenger Series-ზე წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.გარდა ამისა, ნოემბრის დასაწყისში ტოკიოში NHK Trophy-ს გრან-პრიზე სპორტულ წყვილებს შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს - წყვილმა ორი პროგრამის ჯამში 213,05 ქულა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.პირველ ერთობლივ სეზონზე მეტელკინამ და ბერულავამ კაუნასში მიმდინარე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. წყვილის მწვრთნელია პაველ სლიუსარენკო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/09/290811725_0:112:1280:1072_1920x0_80_0_0_f7f550193909d207f5514184c8142c19.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სპორტი, საზოგადოება, ახალი ამბები
ქართველი მოციგურავეები ISU-ს გრან-პრის ფინალში პირველად იასპარეზებენ
ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გრან-პრის სერიის ეტაპები 24 ქულით დაასრულეს, საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. ქართველი მოციგურავეების ანასტასია მეტელკინას და ლუკა ბერულავას წყვილი ქართული ფიგურული ციგურაობის ისტორიაში პირველად იასპარეზებს ISU-ს გრან-პრის ფინალში, იუწყება „პირველი არხი".
ISU-ს გრან-პრის ფინალს, რომელიც 5-8 დეკემბერს გაიმართება, საფრანგეთის ქალაქი გრენობლი უმასპინძლებს. ანასტასია მეტელკინამ და ლუკა ბერულავამ გრან-პრის სერიის ეტაპები 24 ქულით დაასრულეს, საერთო ჩათვლაში მეხუთე პოზიციაზე გავიდნენ და ფინალის საგზური მოიპოვეს.
ფინალში ერთმანეთს სულ ექვსი წყვილი შეეჯიბრება – კანადიდან, იაპონიიდან, გერმანიიდან, იტალიიდან, საქართველოდან და აშშ-დან.
მეტელკინა-ბერულავას წყვილმა 23 ნოემბერს პოლონეთში გამართულ საერთაშორისო ტურნირ Challenger Series-ზე წარმატებით იასპარეზა და პირველი ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, ნოემბრის დასაწყისში ტოკიოში NHK Trophy-ს გრან-პრიზე სპორტულ წყვილებს შორის სენსაციური გამარჯვება მოიპოვეს - წყვილმა ორი პროგრამის ჯამში 213,05 ქულა მიიღო და პირველი ადგილი დაიკავა.
პირველ ერთობლივ სეზონზე მეტელკინამ და ბერულავამ კაუნასში მიმდინარე 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე ვერცხლის მედალი მოიპოვეს. წყვილის მწვრთნელია პაველ სლიუსარენკო.