https://sputnik-georgia.com/20241126/parlamentshi-dgesac-usaprtxoebis-kviteli-done-imoqmedebs-291088773.html
პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
Sputnik საქართველო
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 26.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-26T12:00+0400
2024-11-26T12:00+0400
2024-11-26T12:09+0400
საქართველო
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე
საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_0:66:1281:786_1920x0_80_0_0_00500fa95844a2245b1b829818db32ef.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში, სადაც სამშაბათს, 26 ნოემბერს ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა იწყება, ვიზიტორთა შესვლა შეზღუდულია - დაწესებულია უსაფრთხოების ყვითელი დონე.პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაშვების შეზღუდვა ეხებათ როგორც ვიზიტორებს, ისე მედიის წარმომადგენლებს.კერძოდ, საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.რაც შეეხება მედიას, პარლამენტის შენობაში მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.უწყების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. კონსტიტუციის თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.სამშაბათს, პარლამენტში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება. საკომიტეტო მოსმენებამდე ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას წარუდგენს.საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრი იქნება: საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს, იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით სონღულაშვილი.მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე საბოლოოდ დამტკიცდება. მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა.საქართველოს პარლამენტი სამშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზეც იმსჯელებს, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები იმართება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში.საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა, პირველი სხდომა კი 25 ნოემბერს გაიმართა.ოპოზიციონერებმა, მათმა მხარდამჭერმა საქართველოს პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების ტოტალურად გაყალბების შესახებ განაცხადეს და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მათ ასევე მოითხოვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების და ახალი არჩევნების ჩატარება.მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, არ აპირებს „არალეგიტიმურ პარლამენტში“ მუშაობას, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოფიციალური განცხადებებით საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერ არ მიუმართავს.პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291085295_72:0:1208:852_1920x0_80_0_0_e7a83052c1026bade8c288d1409fa881.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
საქართველო, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე , საქართველოს პარლამენტი, პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საზოგადოება
პარლამენტში დღესაც უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს
12:00 26.11.2024 (განახლებულია: 12:09 26.11.2024) საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტში, სადაც სამშაბათს, 26 ნოემბერს ახალი მთავრობისადმი ნდობის გამოცხადების პროცედურა იწყება, ვიზიტორთა შესვლა შეზღუდულია - დაწესებულია უსაფრთხოების ყვითელი დონე.
პარლამენტის თავმჯდომარის ბრძანების მიხედვით, დაგეგმილ საპარლამენტო ღონისძიებებზე დაშვების შეზღუდვა ეხებათ როგორც ვიზიტორებს, ისე მედიის წარმომადგენლებს.
კერძოდ, საპარლამენტო ღონისძიებებზე (მათ შორის კომიტეტის და პლენარულ სხდომებზე) დაიშვებიან მხოლოდ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების მიერ მოწვეული პირები.
რაც შეეხება მედიას, პარლამენტის შენობაში მუშაობას შეძლებენ მხოლოდ ტელემაუწყებლების/ტელემედია საშუალებების აკრედიტებული არაუმეტეს ორი ჯგუფი თითო მაუწყებლიდან, საპარლამენტო ღონისძიებების დასრულებამდე.
„საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023 წლის04 სექტემბრის N1/259/23 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 26 ნოემბერიდან მის გაუქმებამდე საქართველოს პარლამენტის სასახლეში იმოქმედებს უსაფრთხოების ყვითელი დონე - ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა“, - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში.
უწყების განცხადებით, აღნიშნული ღონისძიების მიზანი საქართველოს პარლამენტის სასახლეში სამუშაო და უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფაა.
25 ნოემბერს საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტი უფლებამოსილების აღსრულებას შეუდგა. კონსტიტუციის თანახმად, ახალი მოწვევის პარლამენტის მუშაობის დაწყებისთანავე მთავრობას უფლებამოსილება უწყდება.
სამშაბათს, პარლამენტში საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრობის კანდიდატების მოსმენა დაიწყება. საკომიტეტო მოსმენებამდე ჩანიშნულია ბიუროს სხდომა, რომელზეც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე პარლამენტს მთავრობის განახლებულ შემადგენლობასა და სამთავრობო პროგრამას წარუდგენს.
საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობაში სამი ახალი მინისტრი იქნება: საგარეო საქმეთა სამინისტროს მაკა ბოჭორიშვილი უხელმძღვანელებს, იუსტიციის სამინისტროს ანრი ოხანაშვილი, ხოლო გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დავით სონღულაშვილი.
მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების პროცესი კვირის ბოლომდე გაგრძელდება. ახალი მთავრობა, სავარაუდოდ, კვირის ბოლომდე საბოლოოდ დამტკიცდება. მთავრობისთვის ნდობის გამოსაცხადებლად საჭიროა 76 დეპუტატის ხმა.
საქართველოს პარლამენტი სამშაბათს საპრეზიდენტო არჩევნების თარიღზეც იმსჯელებს, რომელიც, სავარაუდოდ, დღეს გახდება ცნობილი.
სალომე ზურაბიშვილი საქართველოს ბოლო პრეზიდენტია, რომელიც პირდაპირი საპრეზიდენტო არჩევნებით არის არჩეული. შემდეგ პრეზიდენტს აირჩევენ არა საქართველოს მოქალაქეები, როგორც ადრე, არამედ 300 ხმოსნისგან დაკომპლექტებული საარჩვენო კოლეგია, რომელშიც შევლენ პარლამენტის დეპუტატები, აჭარისა და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს წევრები და ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები.
მმართველ გუნდში პრეზიდენტობის კანდიდატებთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები იმართება. როგორც „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, საქართველოს პრეზიდენტი უნდა იყოს ადამიანი, რომელიც იმოქმედებს თავისი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე.
კონსტიტუციის თანახმად, საქართველოს პრეზიდენტის არჩევნები ტარდება უფლებამოსილების ვადის ამოწურვის შემდეგ, ოქტომბერში, მაგრამ თუ არჩევნების თარიღი ემთხვევა საპარლამენტო არჩევნების თვეს ან წინა თვეს, მაშინ პრეზიდენტის არჩევნები იმართება ახლადარჩეული საკანონმდებლო ორგანოს პირველი სხდომის გამართვიდან 45 დღის ვადაში.
საპარლამენტო არჩევნები 26 ოქტომბერს ჩატარდა, პირველი სხდომა კი 25 ნოემბერს გაიმართა.
ოპოზიციონერებმა, მათმა მხარდამჭერმა საქართველოს პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნების ტოტალურად გაყალბების შესახებ განაცხადეს და კენჭისყრის შედეგების ბათილად ცნობა მოითხოვეს. მათ ასევე მოითხოვეს აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების და ახალი არჩევნების ჩატარება.
მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციამ განაცხადა, არ აპირებს „არალეგიტიმურ პარლამენტში“ მუშაობას, სადეპუტატო მანდატებზე უარის თქმის შესახებ ოფიციალური განცხადებებით საკანონმდებლო ორგანოსთვის ჯერ არ მიუმართავს.
პარლამენტში ადგილები შემდეგნაირად გადანაწილდა: „ქართული ოცნება" - 89 მანდატი, „კოალიცია ცვლილებებისთვის" („ახალი", „გირჩი - მეტი თავისუფლება", „დროა") - 19, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა" („ერთიანი ნაციონალური მოძრაობა", „სტრატეგია აღმაშენებელი", „ევროპული საქართველო") – 16, „ძლიერი საქართველო" („ლელო საქართველოსთვის", „ხალხისთვის", „თავისუფლების მოედანი", „მოქალაქეები") – 14, პარტია „საქართველოსთვის" - 12.