https://sputnik-georgia.com/20241126/gudauri-evropis-xut-sheupaseben-samto-kurorts-shoris-daasaxeles-291090669.html
გუდაური „ევროპის ხუთ შეუფასებელ სამთო კურორტს“ შორის დასახელდა
გუდაური „ევროპის ხუთ შეუფასებელ სამთო კურორტს“ შორის დასახელდა
Sputnik საქართველო
ზამთრის კურორტი გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილია. 26.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-26T15:00+0400
2024-11-26T15:00+0400
2024-11-26T15:00+0400
საქართველო
ტურიზმი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811463_0:162:3067:1887_1920x0_80_0_0_20202411182106cbccd54de5076de55b.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor-მა გუდაური „ევროპის ხუთ შეუფასებელ სამთო კურორტს“ შორის დაასახელა.Tripadvisor-ი მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.სტატიაში -„ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“, საქართველოსთან ერთად რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდა.სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს, დააგემოვნონ ხაჭაპური, ჯიპტურით მოიარონ გერგეტის სამება, ანანურის ციხე და სხვა ისტორიული ადგილები.საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.კურორტი გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.გუდაური დამსვენებლებს წელს სრულიად ახალი სათხილამურო ზონებით შეხვდება. კერძოდ, დაემატა ახალი ოთხკილომეტრიანი ტრასა და ტრასების საერთო სიგრძემ ჯამში 80 კილომეტრი შეადგინა.საბაგიროს ქვედა სადგური გუდაურში ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა სადგური — ზღვის დონიდან 2993 მეტრზე მდებარეობს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/01/16/263811463_168:0:2899:2048_1920x0_80_0_0_2abf2b304af8fde99a52b1cd66a9aac9.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, ტურიზმი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
გუდაური „ევროპის ხუთ შეუფასებელ სამთო კურორტს“ შორის დასახელდა
ზამთრის კურორტი გუდაური საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი დასასვენებელი ადგილია.
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. გავლენიანმა სამოგზაურო პლატფორმა Tripadvisor-მა გუდაური „ევროპის ხუთ შეუფასებელ სამთო კურორტს“ შორის დაასახელა.
Tripadvisor-ი მომხმარებელს საქართველოში მოგზაურობას და გუდაურში სრიალს ურჩევს.
სტატიაში -„ევროპის 5 შეუფასებელი სამთო კურორტი, რომელსაც ამ ზამთარს უნდა ეწვიოთ“, საქართველოსთან ერთად რუმინეთის, ბულგარეთის, ესპანეთისა და ანდორას ზამთრის კურორტები მოხვდა.
„გუდაური ბიუჯეტური კურორტია, თუ გამოცდილი მოთხილამურე ხართ, არ გამოტოვოთ ღამის სრიალი. პარაპლანი უმაღლესი სათავგადასავლო ტურია, დიახ, აქ ზამთარშიც შეიძლება გაფრენა. აუცილებლად დაიტოვეთ დრო თბილისისთვისაც და ეწვიეთ ძველ ქალაქს“,- დაწერა ცნობილმა მწერალმა და ბლოგერმა იოლანდა ევანსმა, რომელმაც ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის პრეს-ტურის ფარგლებში საქართველოში იმოგზაურა.
სტატიის ავტორი მკითხველს ურჩევს, დააგემოვნონ ხაჭაპური, ჯიპტურით მოიარონ გერგეტის სამება, ანანურის ციხე და სხვა ისტორიული ადგილები.
საქართველოში ზამთრის კურორტები ოთხ რეგიონშია: გუდაური (მცხეთა-მთიანეთი), თეთნულდი და ჰაწვალი (სვანეთი), ბაკურიანი და კოხტა მიტარბი (სამცხე-ჯავახეთი), გოდერძი (აჭარა). ოთხივე კურორტზე ზამთრის ტურისტული სეზონი ჩვეულებრივ იხსნება დეკემბრის მეორე ნახევრიდან და გრძელდება მარტის ბოლომდე.
კურორტი გუდაური თბილისიდან სულ რაღაც 120 კილომეტრში, ყაზბეგის რაიონში მდებარეობს — ჯვრის უღელტეხილთან, ზღვის დონიდან 2196 მეტრ სიმაღლეზე.
გუდაური დამსვენებლებს წელს სრულიად ახალი სათხილამურო ზონებით შეხვდება. კერძოდ, დაემატა ახალი ოთხკილომეტრიანი ტრასა და ტრასების საერთო სიგრძემ ჯამში 80 კილომეტრი შეადგინა.
საბაგიროს ქვედა სადგური გუდაურში ზღვის დონიდან 1990 მეტრზე, ხოლო ზედა სადგური — ზღვის დონიდან 2993 მეტრზე მდებარეობს.