https://sputnik-georgia.com/20241126/erovnulma-bankma-rezervebi-sheavso-291088145.html
ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვები შეავსო
ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვები შეავსო
Sputnik საქართველო
სებ-ი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს. 26.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-26T13:00+0400
2024-11-26T13:00+0400
2024-11-26T13:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
ლარის კურსი დღეს
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_253:49:2219:1155_1920x0_80_0_0_733711d014e941f34fe890ac839c461b.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, რეზერვები 85,7 მლნ დოლარით შეავსო, ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502,2 მლნ დოლარია.სებ-ი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს. 2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვებმა, წინასწარი მონაცემებით, 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის ივნისის შემდეგ. ოქტომბერში რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.ეროვნული ბანკი რეზერვებს ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხარჯავს.მარეგულირებელმა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა.ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.2023 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულიბა 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830095_0:0:2730:2048_1920x0_80_0_0_079f7f8df75d8fee8308b7dea85448f7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , ლარის კურსი დღეს, საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვები შეავსო
სებ-ი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. 2024 წლის ნოემბერში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო ბაზარზე ვითარების ნორმალიზების შემდეგ, რეზერვები 85,7 მლნ დოლარით შეავსო, ნათქვამია სებ-ის განცხადებაში.
ბოლო მონაცემებით, წლიურ ჭრილში რეზერვების წმინდა გაყიდვის მაჩვენებელი 502,2 მლნ დოლარია.
„ეროვნული ბანკი კვლავ გააგრძელებს რეზერვების შევსების პროცესს სხვა თანაბარ პირობებში, როდესაც სავალუტო ბაზარი ამის შესაძლებლობას მისცემს“, - ნათქვამია განცხადებაში.
სებ-ი სავალუტო ბაზარზე განხორციელებული ოპერაციების შესახებ განახლებულ მონაცემებს 25 დეკემბერს გამოაქვეყნებს.
2024 წლის 31 ოქტომბრის მდგომარეობით საერთაშორისო რეზერვებმა, წინასწარი მონაცემებით, 4,1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც ყველაზე დაბალი დონეა 2022 წლის ივნისის შემდეგ. ოქტომბერში რეზერვები 627,5 მლნ დოლარით შემცირდა. ანალიტიკოსების აზრით, რეზერვების მოცულობის ცვლილება სავალუტო ბაზარზე საქართველოს ეროვნული ბანკის ოპერაციებს, მათ შორის აუქციონებზე 382,1 მლნ აშშ დოლარის გაყიდვას უკავშირდება.
ეროვნული ბანკი რეზერვებს ლარის კურსის სტაბილურობის შესანარჩუნებლად ხარჯავს.
მარეგულირებელმა 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებამდე პერიოდში არაფუნდამენტური ფაქტორების ჭარბი გავლენისა და წინასაარჩევნო პერიოდისთვის ტრადიციულად დამახასიათებელი აჟიოტაჟის პრევენციის მიზნით რამდენიმე სავალუტო აუქციონი გამართა.
ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვებმა ისტორიულ მაქსიმუმს 2023 წლის 31 აგვისტოს მიაღწია და 5.436,8 მლნ დოლარი შეადგინა.
2023 წელს საერთაშორისო რეზერვების მოცულიბა 101,5 მლნ ლარით გაიზარდა, 2022 წელს კი 628,1 მლნ დოლარით.