https://sputnik-georgia.com/20241126/erovnuli-banki-bankebistvis-sanqciebs-amkacrebs-291073571.html
მისი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სებ-ი ბანკებისთვის სანქციებს გაამკაცრებს
მისი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სებ-ი ბანკებისთვის სანქციებს გაამკაცრებს
Sputnik საქართველო
ბრძანების პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდას მნიშვნელოვანი... 26.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-26T11:00+0400
2024-11-26T11:00+0400
2024-11-26T11:00+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_918:800:2626:1761_1920x0_80_0_0_f38238ee445ff36b3967e3e1523dcdc3.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მისი მოთხოვნებისა თუ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმებს გაუზრდის - ცვლილებების პროექტი მარეგულირებლის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შესული ცვლილებების თანახმად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0,01%, 0,05%, 0,1%, 0,5 ან 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ათასი ლარისა. მოქმედი ვერსიით, ჯარიმა შეადგენს საზედამხედველო კაპიტალის 0,01, 0,05 და 0,1%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 20 ათასი ლარისა. უწყების ცნობით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად.„აღნიშნული ბრძანების პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდას ისეთი მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზეა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევა. ასევე, მოქმედი კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოება ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობა", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.ბრძანების პროექტი საჯარო განხილვის მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/0b/01/271830304_0:0:2731:2048_1920x0_80_0_0_d2f3d32e83036bb2353d8ad9bf40ad24.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
მისი მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის სებ-ი ბანკებისთვის სანქციებს გაამკაცრებს
ბრძანების პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდას მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი კომერციულ ბანკებს მისი მოთხოვნებისა თუ კანონის მოთხოვნების შეუსრულებლობისთვის ჯარიმებს გაუზრდის - ცვლილებების პროექტი მარეგულირებლის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნდა.
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში „კომერციული ბანკებისა და მისი ადმინისტრატორების მიმართ ფულადი ჯარიმების განსაზღვრისა და დაკისრების წესში“ შესული ცვლილებების თანახმად, მარეგულირებელი ორგანოს მიერ დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია კომერციულ ბანკს დააკისროს ფულადი ჯარიმა დარღვევის გამოვლენის მომენტისათვის ბოლო ანგარიშგების მდგომარეობით არსებული საზედამხედველო კაპიტალის 0,01%, 0,05%, 0,1%, 0,5 ან 1%-ის ოდენობით, მაგრამ არანაკლებ 20 ათასი ლარისა. მოქმედი ვერსიით, ჯარიმა შეადგენს საზედამხედველო კაპიტალის 0,01, 0,05 და 0,1%-ს შეადგენს, მაგრამ არანაკლებ 20 ათასი ლარისა.
მარეგულირებელი ორგანოს მიერ ამა თუ იმ დარღვევისთვის განსაზღვრული ფულადი ჯარიმა უნდა იყოს ეფექტური, პროპორციული და ჰქონდეს პრევენციული ეფექტი", - ნათქვამია ეროვნული ბანკის განცხადებაში.
უწყების ცნობით, აღნიშნულის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვანია, რომ ფულადი ჯარიმა განისაზღვროს როგორც დარღვევის, ისე საზედამხედველო სუბიექტის ზომის და განვითარების დონის პროპორციულად.
„აღნიშნული ბრძანების პროექტი ითვალისწინებს საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკას და მიზნად ისახავს ფულადი ჯარიმის შესაძლო მაქსიმალური ოდენობის გაზრდას ისეთი მნიშვნელოვანი შემთხვევებისთვის, როდესაც სახეზეა საბანკო საქმიანობის ლიცენზიის ან ეროვნული ბანკის შესაბამის სამართლებრივ აქტზე თანდართული ნებისმიერი პირობის ან შეზღუდვის დარღვევა. ასევე, მოქმედი კანონმდებლობით ან/და ეროვნული ბანკის მოთხოვნებითა და წერილობითი მითითებით აკრძალული ოპერაციების წარმოება ან/და დაწესებული შეზღუდვების, ლიმიტების, მოთხოვნების და აკრძალვების შეუსრულებლობა", - ნათქვამია განმარტებით ბარათში.
ბრძანების პროექტი საჯარო განხილვის მიზნით ეროვნული ბანკის ვებგვერდზეა განთავსებული.