https://sputnik-georgia.com/20241126/bankebis-mier-gacemuli-kreditebis-moculoba-oqtombershi-gaizarda-291098037.html
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
Sputnik საქართველო
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით. 26.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-26T21:39+0400
2024-11-26T21:39+0400
2024-11-26T21:39+0400
საქართველო
საქართველოს ეროვნული ბანკი
საქართველოს ეკონომიკა
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_0:160:3072:1888_1920x0_80_0_0_77a16c8553e431431174ac45550a9315.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 692 მლნ ლარით (1,17%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით 60,06 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 768,59 მილიონი ლარით, ანუ 2,31%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 76,56 მლნ ლარით, ანუ 0,29%-ით.ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,38 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 3,53%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 17,0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,06%-ით მეტია.ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,25%-ით, ანუ 380,13 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, 30,85 მლრდ ლარი შეადგინა.ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 56,73%, რაც 2024 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 0,63 საპროცენტო პუნქტით მეტია.ნოემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e7/09/19/282609599_171:0:2902:2048_1920x0_80_0_0_2e36bcc86a57fa019cf30e51efe513a5.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
საქართველო, საქართველოს ეროვნული ბანკი , საქართველოს ეკონომიკა, ახალი ამბები
ბანკების მიერ გაცემული კრედიტების მოცულობა ოქტომბერში გაიზარდა
საქართველოში 17 კომერციული ბანკია, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.
თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს კომერციული ბანკების მიერ გაცემული სესხების მოცულობა 2024 წლის ოქტომბერში წინა თვესთან შედარებით 692 მლნ ლარით (1,17%) გაიზარდა და მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით 60,06 მლრდ ლარი შეადგინა, ნათქვამია საქართველოს ეროვნული ბანკის მასალებში.
საანგარიშო პერიოდში კრედიტების მოცულობა ეროვნულ ვალუტაში 768,59 მილიონი ლარით, ანუ 2,31%-ით გაიზარდა, უცხოურ ვალუტაში გაცემული სესხების მოცულობა კი 76,56 მლნ ლარით, ანუ 0,29%-ით.
ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წლის ოქტომბრის ბოლოს რეზიდენტ იურიდიულ პირებზე გაცემულმა კრედიტების რაოდენობამ ეროვნულ ვალუტაში 10,38 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 3,53%-ით მეტია, ხოლო უცხოურ ვალუტაში გაცემულმა კრედიტებმა 17,0 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვის მაჩვენებელზე 0,06%-ით მეტია.
ოქტომბერში რეზიდენტი საოჯახო მეურნეობების სექტორის დაკრედიტების მოცულობა გაიზარდა 1,25%-ით, ანუ 380,13 მლნ ლარით და, მიმდინარე წლის 1-ელი ნოემბრის მდგომარეობით, 30,85 მლრდ ლარი შეადგინა.
ლარში გაცემული კრედიტების წილმა შეადგინა 56,73%, რაც 2024 წლის 1-ელი სექტემბრის მონაცემებთან შედარებით 0,63 საპროცენტო პუნქტით მეტია.
ნოემბრის ბოლოს საქართველოში ფუნქციონირებდა 17 კომერციული ბანკი, მათ შორის 13 – საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.