https://sputnik-georgia.com/20241126/atonis-mtaze-qartuli-vazis-jishebi-gashenda-291090907.html
ათონის მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა
ათონის მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა
Sputnik საქართველო
კელიის ტერიტორიაზე დაირგო ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი. 26.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-26T15:49+0400
2024-11-26T15:49+0400
2024-11-26T15:49+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862985_0:0:3078:1731_1920x0_80_0_0_9a45ed1bc1fb1b698db5c48a96442480.jpg
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. ათონის წმინდა მთაზე ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის ნერგები დარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ქართული ვაზის ჯიშები ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე გაშენდა.კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი 13 ნოემბერს, 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს დაირგო.სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან მონასტერს ვაზის ჯიშებთან ერთად ასევე ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალა გადაეცა.ქართული დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა თესალონიკში გელა ჯაფარიძემ გაუწია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/09/18/259862985_347:0:3078:2048_1920x0_80_0_0_0689336bb30d748fe7af26f82ffbc15d.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები
ათონის მთაზე ქართული ვაზის ჯიშები გაშენდა
კელიის ტერიტორიაზე დაირგო ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი.
თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. ათონის წმინდა მთაზე ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიშის ნერგები დარგეს. ამის შესახებ ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, ქართული ვაზის ჯიშები ვატოპედის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მთავარანგელოზების სახელობის ტაძრის „ქართული კელიის“ ტერიტორიაზე გაშენდა.
კელიის ტერიტორიაზე ქართული ვაზის 30 ჯიშის 500-ზე მეტი ნამყენი ნერგი 13 ნოემბერს, 100 ათასი ქართველი მოწამის ხსენების დღეს დაირგო.
სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის მხრიდან მონასტერს ვაზის ჯიშებთან ერთად ასევე ქართული ადგილობრივი ხორბლის 10 სახეობისა და ჯიშის სათესლე მასალა გადაეცა.
ქართული დელეგაციის ვიზიტს ორგანიზება საქართველოს ეთნოგენეტიკის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელმა გიორგი ანდრიაძემ და საქართველოს გენერალურმა კონსულმა თესალონიკში გელა ჯაფარიძემ გაუწია.