თელავში ავარიას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Stringer„სასწრაფო დახმარება"
„სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
თბილისი. 25 ნოემბერი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა ბამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, იუწყება ქართული მედია.
შემთხვევა გუშინ, გვიან ღამით, სოფელ ვანთაში მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და საპირისპიროდ მოძრავ მანქანას დაეჯახა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, რამდენიმე კი მძიმედ დაშავდა.
დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანა.
მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის276-ე მუხლის მეექვსე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების მოძრაობის ან უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ყველა ახალი ამბავი
0