პარლამენტმა ვიცე-სპიკერები აირჩია

© Courtesy of Parliament of Georgiaპარლამენტის სხდომა
პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო, 1920, 25.11.2024
გამოწერა
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიცია არ ესწრება.
თბილისი, 25 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის მოადგილეები აირჩიეს.
ახალარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას ოპოზიცია არ ესწრება. ისინი საკანონმდებლო ორგანოს შენობის წინ საპროტესტო აქციას მართავენ და მოითხოვენ ახალი არჩევნების ჩატარებას - მათი თქმით, 26 ოქტომბრის არჩევნები ტოტალურად გაყალბდა.
პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი იქნება. ასევე, ვიცე-სპიკერები იქნებიან ნინო წილოსანი და თეა წულუკიანი - გია ვოლსკის და ნინო წილოსანს თავმჯდომარის მოადგილის პოსტი მეათე მოწვევის პარლამენტშიც ეკავათ.
მანამდე საქართველოს პარლამენტმა საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის კანდიდატურა დაამტკიცა. აღნიშნულ თანამდებობაზე შალვა პაპუაშვილის კანდიდატურას 88 დეპუტატმა დაუჭირა მხარი.
ახალ პარლამენტში მუშაობაზე ოპოზიციის უარის მიუხედავად, დღევანდელ სხდომაზე 150-ვე დეპუტატის უფლებამოსილება ცნეს.
რაც შეეხება მანდატზე უარის თქმას, კანონის მიხედვით, ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილების ცნობის შემდეგ, ნებისმიერ მათგანს შეუძლია სათანადო განცხადებით მიმართოს პარლამენტს. დაკმაყოფილდეს თუ არა განცხადება, ამას პარლამენტი წყვეტს.
ყველა ახალი ამბავი
0