https://sputnik-georgia.com/20241125/mdinaradze-ivanishvili-deputatis-mandatze-uars-ityvis-291086403.html
მდინარაძე: ივანიშვილი სადეპუტატო მანდატზე უარს იტყვის
მდინარაძე: ივანიშვილი სადეპუტატო მანდატზე უარს იტყვის
Sputnik საქართველო
„ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი ძალის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო 25.11.2024-ს, Sputnik საქართველო
2024-11-25T21:09+0400
2024-11-25T21:09+0400
2024-11-26T09:09+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საქართველოს პარლამენტი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291083870_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_4760da6d075ce8942db6096661165f1c.jpg
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არჩევნებში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, პარლამენტს სადეპუტატო მანდატის შეჩერებისთვის მიმართავს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.ორშაბათს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ცნეს ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილება, აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები.მისი თქმით, აღნიშნული პირები პარტიულ სიაში იყვნენ, როგორც ეს შეეფერება პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ისინი მალე პარლამენტს მიმართავენ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით.ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა, ირაკლი ღარიბაშვილი კი თავმდომარე.რაც შეეხება კობახიძეს, იგი კვლავ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზეა წარდგენილი. ორშაბათს დილით კობახიძემ საზოგადოებას მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა - ცვლილება შეეხო საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს.ახლადარჩეული პარლამენტი ახალ მთავრობას სამთავრობო პროგრამასთან ერთად ნდობას, სავარაუდოდ, ორ კვირაში გამოუცხადებს. ამისთვის საკმარისია უბრალო უმრავლესობა - არანაკლებ 76 დეპუტატის ხმა. ახალ პარლამენტში მმართველმა პარტიამ 150 ადგილიდან 89 მიიღო.საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვებას არ აღიარებს ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური ძალა.ოპოზიციამ, მათმა მხარდამჭერმა საქართველოს პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვეს. ამასთან, მათ მოითხოვეს აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების და ახალი არჩევნების ჩატარება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2024
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e8/0b/19/291083870_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_337f3adfe726b425e0cdcf08127be37a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საქართველოს პარლამენტი, ახალი ამბები
მდინარაძე: ივანიშვილი სადეპუტატო მანდატზე უარს იტყვის
21:09 25.11.2024 (განახლებულია: 09:09 26.11.2024) „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი ძალის პარტიული სიის პირველი ნომერი იყო
თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არჩევნებში პარტიული სიის პირველი ნომერი იყო, პარლამენტს სადეპუტატო მანდატის შეჩერებისთვის მიმართავს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
ორშაბათს, საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა გაიმართა, რომელზეც ცნეს ახლადარჩეული დეპუტატების უფლებამოსილება, აირჩიეს პარლამენტის თავმჯდომარე, ვიცე-სპიკერები და კომიტეტების თავმჯდომარეები.
„როგორც ჩემთვის ცნობილია და ეს არ არის, მე მგონი, დასამალი - ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე, ირაკლი ღარიბაშვილი პარლამენტში დარჩენას არ აპირებენ", - განაცხადა მდინარაძემ ჟურნალისტებთან.
მისი თქმით, აღნიშნული პირები პარტიულ სიაში იყვნენ, როგორც ეს შეეფერება პარტიის წარმომადგენლებს, თუმცა ისინი მალე პარლამენტს მიმართავენ დეპუტატის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ განცხადებით.
ბიძინა ივანიშვილი „ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარეა, ირაკლი ღარიბაშვილი კი თავმდომარე.
რაც შეეხება კობახიძეს, იგი კვლავ საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზეა წარდგენილი. ორშაბათს დილით კობახიძემ საზოგადოებას მომავალი მთავრობის განახლებული შემადგენლობა წარუდგინა - ცვლილება შეეხო საგარეო საქმეთა, იუსტიციის და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებს.
ახლადარჩეული პარლამენტი ახალ მთავრობას სამთავრობო პროგრამასთან ერთად ნდობას, სავარაუდოდ, ორ კვირაში გამოუცხადებს. ამისთვის საკმარისია უბრალო უმრავლესობა - არანაკლებ 76 დეპუტატის ხმა. ახალ პარლამენტში მმართველმა პარტიამ 150 ადგილიდან 89 მიიღო.
საპარლამენტო არჩევნებში „ქართული ოცნების" გამარჯვებას არ აღიარებს ბარიერგადალახული ოთხივე ოპოზიციური ძალა.
ოპოზიციამ, მათმა მხარდამჭერმა საქართველოს პრეზიდენტმა და არასამთავრობო ორგანიზაციებმა არჩევნები ტოტალურად გაყალბებულად გამოაცხადეს და კენჭისყრის შედეგების გაუქმება მოითხოვეს. ამასთან, მათ მოითხოვეს აღნიშნული საკითხთან დაკავშირებით საერთაშორისო გამოძიების და ახალი არჩევნების ჩატარება.