თბილისის აეროპორტი ჩვეულ რეჟიმში ამუშავდა

© photo: Sputnik / Stringerთბილისის აეროპორტი
თბილისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 24.11.2024
გამოწერა
გუშინ, უამინდობის გამო დაგეგმილი ფრენების დიდი ნაწილი გადაიდო ან გაუქმდა.
თბილისი, 24 ნოემბერი — Sputnik. თბილისის აეროპორტში ავიარეისების შესრულება 10:00 საათიდან აღდგა, განაცხადა ტელეკომპანია „იმედის" ეთერში TAV Georgia-ს წარმომადგენელმა ამირან მამალაძემ.
გუშინ, ნისლის გამო, თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენები გადაიდო ან გაუქმდა.
„ღამით ნისლი იყო. დაბალი ხილვადობის გამო ვერ ხერხდებოდა რეისების მოფრენა და გაფრენა. 10:00 საათიდან უკვე აღდგა და რაც დაგეგმილი იყო გაგრძელდება რეისები“, - აღნიშნა მამალაძემ.
გადადებულ რეისებს შორისაა თურქეთის, ბელარუსისა და აზერბაიჯანის მიმართულება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 24 ნოემბრიდან საქართველოში ამინდი გაუარესდება, ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე ჰაერის ტემპერატურა მნიშვნელოვნად დაიკლებს.
ყველა ახალი ამბავი
0